სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის
Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ძვი­რი ჯდე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი დიდ თან­ხას იხ­დი­ან იმის­თვის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რონ, ჯერ ბა­კა­ლავ­რის, შემ­დეგ მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღონ. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სწო­რედ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაა ტოპ კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი.

მაგ­რამ ბოლო დროს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვა­ლა და ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა Google, Apple, Netflix კად­რებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით აღარ არ­ჩე­ვენ.

კომ­პა­ნია "სი­მენ­სის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბარ­ბა­რა ჰამპტო­ნი და „ეფ­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ტიმ კუკი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნე­ბენ ოთხწ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.

კუკი ამ­ბობს, რომ Apple-ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­ხე­ვა­რი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ის ამ­ბობს, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სტუ­დენ­ტებს არ ას­წავ­ლი­ან იმ აუ­ცი­ლე­ბელ უნა­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში სა­მუ­შა­ოდ არის სა­ჭი­რო.

"სი­მენ­სის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ბარ­ბა­რა ჰამპტო­ნი კი მი­იჩ­ნევს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ არის კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი.

"ხში­რად დამ­საქ­მებ­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ, რომ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, მა­შინ როცა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე არა­ფერ კავ­შირ­ში არაა მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას­თან. ადა­მი­ა­ნებს აქვთ ზო­გა­დი, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში, რო­გორც წესი, არა­ფერ­ში ად­გე­ბათ“, - ამ­ბობს ჰამ­ტო­ნი.

ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, Google, Apple, Netflix სამ­სა­ხურ­ში იღე­ბენ ისეთ კად­რებს, რომ­ლებ­საც აქვთ ამა თუ იმ სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო უნა­რე­ბი და არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი აქვს, მა­გის­ტრის, თუ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა.

და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა ყვე­ლა­ზე მსხვილ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა, LinkedIn-მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კად­რე­ბის ძებ­ნი­სას არ ითხო­ვენ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას. LinkedIn-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე კომ­პა­ნი­ე­ბი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა­საც კი არ სთხო­ვენ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბელს. ასე­თი პო­ზი­ცი­ე­ბია ელექტრო­ნი­კის ტექ­ნი­კო­სი, მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი და ა.შ.

"რო­გორც იცით, ჩვე­ნი კომ­პა­ნია კო­ლე­ჯი­დან გა­მო­რი­ცხუ­ლებ­მა და­ა­არ­სეს, სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ არა­სო­დეს გვი­ფიქ­რია, რომ კო­ლე­ჯში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ ჩვე­ნი ჰო­რი­ზონ­ტი გა­ვა­ფარ­თო­ვოთ“ - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა Business Insider Apple-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის სი­ტყვებს.

მკვლე­ვა­რე­ბი, და­საქ­მე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი გირ­ჩე­ვენ, იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, არ და­ეყ­რდნოთ მხო­ლოდ იმას, რა­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გას­წავ­ლი­ან და ნუ გა­დაყ­რით ფულს ისეთ ცოდ­ნა­ში, რო­მე­ლიც შრო­მის ბა­ზარ­ზე არ გა­მო­გად­გე­ბათ. შე­ი­ძი­ნეთ პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და შე­საძ­ლოა, ერთ დღე­საც Google-ის ტოპ კად­რი გახ­დეთ.

123
3

ეუფ, წერა-კითხვის ცოდნა თუ არის საჭირო? თუ მთავარია კლავიოატუტაზე კარგად იცოდეს ჩხაკუნი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის

უმაღლესი განათლების მიღება ძვირი ჯდება. სტუდენტები დიდ თანხას იხდიან იმისთვის, რომ უნივერსიტეტი დაამთავრონ, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიიღონ. მიიჩნევენ, რომ სწორედ უმაღლესი განათლებაა ტოპ კომპანიებში მუშაობის დასაწყებად მთავარი გასაღები.

მაგრამ ბოლო დროს ტენდენცია შეიცვალა და ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Google, Apple, Netflix კადრებს უმაღლესი განათლებისა და ხარისხის მიხედვით აღარ არჩევენ.

კომპანია "სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბარბარა ჰამპტონი და „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ოთხწლიანი განათლების მიღების საჭიროებას.

კუკი ამბობს, რომ Apple-ის თანამშრომელთა ნახევარი ის ადამიანები არიან, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. ის ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებს არ ასწავლიან იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში სამუშაოდ არის საჭირო.

"სიმენსის" აღმასრულებელი დირექტორი, ბარბარა ჰამპტონი კი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება არ არის კარიერული წარმატების გარანტი.

"ხშირად დამსაქმებლები მოითხოვენ, რომ სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მაშინ როცა შესასრულებელი საქმე არაფერ კავშირში არაა მიღებულ განათლებასთან. ადამიანებს აქვთ ზოგადი, თეორიული ცოდნა, რომელიც სამსახურში, როგორც წესი, არაფერში ადგებათ“, - ამბობს ჰამტონი.

ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, Google, Apple, Netflix სამსახურში იღებენ ისეთ კადრებს, რომლებსაც აქვთ ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები და არავინ აქცევს ყურადღებას სამსახურის მაძიებელს ბაკალავრის ხარისხი აქვს, მაგისტრის, თუ საშუალო განათლება.

დასაქმების ბაზარზე არსებულმა ყველაზე მსხვილმა სოციალურმა ქსელმა, LinkedIn-მა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ წარმატებული კომპანიები კადრების ძებნისას არ ითხოვენ უმაღლეს განათლებას. LinkedIn-ის კვლევის მიხედვით, ზოგიერთ პოზიციაზე კომპანიები საშუალო განათლებასაც კი არ სთხოვენ სამსახურის მაძიებელს. ასეთი პოზიციებია ელექტრონიკის ტექნიკოსი, მარკეტინგის სპეციალისტი და ა.შ.

"როგორც იცით, ჩვენი კომპანია კოლეჯიდან გამორიცხულებმა დააარსეს, სწორედ ამიტომ, ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, რომ კოლეჯში მიღებული განათლება არის წარმატების გარანტი. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი ჰორიზონტი გავაფართოვოთ“ - ციტირებს გამოცემა Business Insider Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებს.

მკვლევარები, დასაქმების ექსპერტები გირჩევენ, იმუშაოთ საკუთარ თავზე, არ დაეყრდნოთ მხოლოდ იმას, რასაც უნივერსიტეტში გასწავლიან და ნუ გადაყრით ფულს ისეთ ცოდნაში, რომელიც შრომის ბაზარზე არ გამოგადგებათ. შეიძინეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაძლოა, ერთ დღესაც Google-ის ტოპ კადრი გახდეთ.

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?