საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ლ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს შსს-დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლელ ხიდ­ზე, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ე.ბ.-ს ყე­ლის არე­ში ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლი 28 წლის ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ის სტა­ბი­ლუ­რა­დაა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის სიმ­ძი­მეს.

"ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, შემ­დეგ გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ამ დრო­ის­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა" - აღ­ნიშ­ნეს კლი­ნი­კა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

როგორ მაშინებს ეგ ხიდები.განსახუთრებით მას შემდეგ,რაც სარეკლამო ბანერები ააფარეს.ჩამოხსნან სასწრაფოდ! 

ნოდარი
7

გოგოებო, ღამე გარეთ ნუ დაიარებით, აიშვა კრიმინალმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სტაბილურადაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს.

"ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ გადაყვანილი იქნა პოსტოპერაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნეს კლინიკაში.

გიგი უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა - მან პასპორტი და პირადობის მოწმობა საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს

პარლამენტთან აქციაზე 16 პირია დაკავებული

ცინცაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი