დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ფაქტი AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. დამატებით დეტალებს შსს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. იმის შესახებ, თუ რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რის ნიადაგზე მოხდა დაჭრის ფაქტი, შსს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ხალხი სულ გადაგა ჭკუიდან,არ ინდობენ ოჯახში შვილებს,ქუჩაში ერთმანეთს ეკამათებიან და იყენებენ დანას ან იარაღს,სად გაგონილა რომ ქალის წინააღმდეგ გამოიყენო იარაღი?ასეთი უვიცობა და უგულობა არ ყოფილა საქართველოში,გადავგვარდით როგორც ერი,სამწუხაროდ.