ავტორი:

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა

ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს - ფსიქოლოგ ლაბკოვსკის 20 სკანდალური დასკვნა

მიხეილ ლაბოვსკის ფრაზებს ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე დისკუსია. მის ჯანსაღ ცინიზმს ან ბოლომდე იღებენ, ან კატეგორიულად უარყოფენ… თუმცა, ორივე შემთხვევაში, ყოველთვის დიდი ინტერესის საგნად რჩება პუბლიკისთვის. გთავაზობთ მის რამდენიმე დასკვნას:

  • ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა ეცადოთ გათხოვება გადაგინდეთ. სხვა სიტყვებით, თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრიც კი აიკრძალეთ, მთლიანად იდეა უნდა გადააფასოთ.
  • ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინების და სექსის გასაღები ამ პარტნიორის სტაბილური ფსიქიკაა. არავითარი დათმობა, კომპრომისი… ამას მხოლოდ კარდიოლოგთან და ონკოლოგთან მიყავხართ. როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური ფსიქიკა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ერთი პარტნიორი ჰყავდეს მთელი ცხოვრება და უყვარდეს მხოლოდ ის.
  • ადამიანი შეუძლებელია გიყვარდეს იმის გამო, რომ შენზე მორგებას ცდილობს. ქალი, რომელზეც ვერ იტყვის ვინ არის, როგორია, როგორი ხასიათები აქვს, რა უყვარს და რა არ უყვარს, მამაკაცისთვის მუდმივად ცარიელ ადგილად დარჩება. პარადოქსია, მაგრამ კაცები რთული ხასიათის გოგონებზე გიჟდებიან. წაიკითხეთ სრულად