პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან
რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

ქარ­თუ­ლი კინო კი­ნო­რე­ჟი­სო­რ ზაზა ურ­უ­შა­ძეს ემ­შვი­დო­ბე­ბა - რე­ჟი­სორს, რომ­ლის "მან­და­რი­ნე­ბი" "ოს­კარ­ზე" წა­რად­გი­ნეს სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში; რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ტო­ვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი - "სამი სახ­ლი", "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა", "დარ­ჩი ჩემ­თან", "აღ­სა­რე­ბა", 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ზაზა ურუ­შა­ძის პო­პუ­ლა­რო­ბა დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა დე­ტექ­ტი­ურ­მა სე­რი­ალ­მა "ცხე­ლი ძაღ­ლი". პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დე­ტექ­ტი­ურ-კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლი, "აუ­დი­ენ­ცი­ი­სა" და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი იყო და 2003 წელს გა­ვი­და ეთერ­ში. თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის - ლექ­სო ნი­ჟა­რა­ძი­სა (გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე) და ბი­ძი­ნა თა­ბა­გა­რის (ჟან­რი ლო­ლაშ­ვი­ლი) ირ­გვლივ გა­და­ღე­ბულ სე­რი­ალს არ­ნა­ხუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად.

სე­რი­ა­ლის მე-4 სე­ზო­ნი ეთერ­ში 7 წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით 2013 წლის 11 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ამი­ტომ ამ სე­ზონს აკ­რძა­ლუ­ლი სე­ზო­ნი ეწო­და, ამა­ვე წელს შედ­გა მე-5 სე­ზო­ნის პრე­მი­ე­რა, თუმ­ცა სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორ­მა ზაზა ურუ­შა­ძემ და­ტო­ვა პრო­ექ­ტი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბი მა­ინც გაგ­რძელ­და და სე­რი­ა­ლის მე-5 სე­ზო­ნი ირაკ­ლი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო.

იმა­ზე თუ რა­ტომ იყო სე­რი­ა­ლის მე­ო­თხე სე­ზო­ნი აკ­რძა­ლუ­ლი, ზაზა ურუ­შა­ძემ 2013 წელს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლ გა­ზე­თ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სა­არ­ქი­ვო ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ფილ­მის 12-ვე სე­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბას შე­ე­ცა­და. რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ მისი გა­დარ­ჩე­ნა?

- არ ვიცი, გულ­მა მიგ­რძნო თუ რა მოხ­და, მაგ­რამ ამ სე­რი­ე­ბის ერთი ეგ­ზემპლა­რი შინ წა­ვი­ღე... "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზონ­ზე მუ­შა­ო­ბა 2007 წელს და­ვას­რუ­ლე. უკვე ეთერ­ში უნდა გაგ­ვეშ­ვა, რომ იმა­ვე წლის 7 ნო­ემ­ბერს სპეც­რაზ­მი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შე­­ვარ­და და და­არ­ბია. მას შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკონ­ტრო­ლებ­და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას და ეს სე­რი­ა­ლი ეთერ­ში არ გა­უშ­ვეს...

- რა­ტომ?

- ფილ­მი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რი­საა. მას ფო­ნად გას­დევს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია და სწო­რედ ამის გამო დაბ­ლო­კეს.

- ბა­ტო­ნო ზაზა, ვისი და­ვა­ლე­ბით და­იბ­ლო­კა "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნის სე­რი­ე­ბი?

- სის­ტე­მამ დაბ­ლო­კა. მე-4 სე­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ქა­ლია. მის როლს მსა­ხი­ო­ბი ნინო ბურ­დუ­ლი თა­მა­შობს. ფილმში მას­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ზით გა­ი­გუ­და, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან ჰგავს ბა­ტო­ნი ჟვა­ნი­ას და­ღუპ­ვის ამ­ბავს.

სე­რი­ალ­ში პრე­ზი­დენ­ტიც ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა ეკ­რან­ზე არ ჩანს. არ გე­გო­ნოთ, რომ ვინ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა შე­ვას­რუ­ლე. უბ­რა­ლოდ, ეს ამ­ბა­ვი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს და ამი­ტო­მაც ვაქ­ციე მე­ო­თხე სე­ზო­ნის მთა­ვარ თე­მად.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამას რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბო­და, ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, 75-სა­ა­თი­ან ფირს თუ წაშ­ლიდ­ნენ! კი­დევ კარ­გი, შინ მქონ­და ერთი ეგ­ზემპლა­რი, თო­რემ ეს წვა­ლე­ბა წყალ­ში ჩაგ­ვეყ­რე­ბო­და... ახლა კი, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს გა­და­ე­ცა, "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი მათ და­ვუბ­რუ­ნე და ძა­ლი­ან მალე გა­უშ­ვე­ბენ ეთერ­ში. ასე რომ, ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია. მათ­თვის უა­რე­სი არ მოხ­და?! ამით ხომ უდი­დე­სი რეკ­ლა­მა გაგ­ვი­კე­თეს. გა­ეშ­ვათ თა­ვის დრო­ზე, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი იყო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­ნო­ში, თე­ატრსა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გში თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას ებ­რძო­და, რა­ზეც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ, ადუ­მებ­დნენ, ტა­ბუს ადებ­დნენ. სა­მა­გი­ე­როდ, ცდი­ლობ­დნენ, თვი­თონ შექ­მნათ თა­ვი­ან­თი კინო. ფილმ "აგ­ვის­ტოს ხუთ დღეს" ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი და­ა­ხარ­ჯეს და 5 დო­ლა­რი ძლივს ამო­ი­ღეს. პრო­პა­გან­დის­თვის ფილ­მის გა­და­ღე­ბა ლე­ნი­ნუ­რი, საბ­ჭო­უ­რი ამ­ბა­ვია. ხომ გახ­სოვთ, ლე­ნინ­მა რაც თქვა: კინო იდე­ო­ლო­გი­ა­აო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა და "აგ­ვის­ტოს 5 დღის" მა­გა­ლით­ზე ჩანს, რომ ფილ­მე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი არა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნდა გა­და­ი­ღონ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოსტა
0

კომუნისტი შევარდნაძე იტანდა „დარდუბალას", ბიძინაც „ქერის უბანს". ერთადერთი უნაკლო მიშა უნდა ყოფილიყო სტერილური ყოველგვარი კრიტიკისგან.

ss
0

RmerTma naTelSi amyofos

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

რატომ დაბლოკეს "ცხე­ლი ძაღ­ლის" მე-4 სე­ზო­ნი და როგორ გადაარჩინა ზაზა ურუშაძემ სერიები განადგურებას - რეჟისორის ინტერვიუ არქივიდან

ქართული კინო კინორეჟისორ ზაზა ურუშაძეს ემშვიდობება - რეჟისორს, რომლის "მანდარინები" "ოსკარზე" წარადგინეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში; რეჟისორი, რომელმაც მაყურებელს დაუტოვა გახმაურებული ფილმები - "სამი სახლი", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან", "აღსარება", 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძის პოპულარობა დიდწილად განაპირობა დეტექტიურმა სერიალმა "ცხელი ძაღლი". პირველი ქართული დეტექტიურ-კრიმინალური სერიალი, "აუდიენციისა" და ტელეკომპანია "იმედის" ერთობლივი პროექტი იყო და 2003 წელს გავიდა ეთერში. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების - ლექსო ნიჟარაძისა (გიორგი ყიფშიძე) და ბიძინა თაბაგარის (ჟანრი ლოლაშვილი) ირგვლივ გადაღებულ სერიალს არნახული პოპულარობა ხვდა წილად.

სერიალის მე-4 სეზონი ეთერში 7 წლის დაგვიანებით 2013 წლის 11 თებერვალს გავიდა გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ ამ სეზონს აკრძალული სეზონი ეწოდა, ამავე წელს შედგა მე-5 სეზონის პრემიერა, თუმცა სერიალის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ დატოვა პროექტი, მაგრამ გადაღებები მაინც გაგრძელდა და სერიალის მე-5 სეზონი ირაკლი ბადურაშვილმა გადაიღო.

იმაზე თუ რატომ იყო სერიალის მეოთხე სეზონი აკრძალული, ზაზა ურუშაძემ 2013 წელს ყოველკვირეულ გაზეთ "ყველა სიახლესთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო ინტერვიუდან:

- როგორც შევიტყვეთ, წინა ხელისუფლება ამ ფილმის 12-ვე სერიის განადგურებას შეეცადა. როგორ მოახერხეთ მისი გადარჩენა?

- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა, მაგრამ ამ სერიების ერთი ეგზემპლარი შინ წავიღე... "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონზე მუშაობა 2007 წელს დავასრულე. უკვე ეთერში უნდა გაგვეშვა, რომ იმავე წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შევარდა და დაარბია. მას შემდეგ ხელისუფლება აკონტროლებდა ამ ტელევიზიას და ეს სერიალი ეთერში არ გაუშვეს...

- რატომ?

- ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს.

- ბატონო ზაზა, ვისი დავალებით დაიბლოკა "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის სერიები?

- სისტემამ დაბლოკა. მე-4 სეზონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალია. მის როლს მსახიობი ნინო ბურდული თამაშობს. ფილმში მასზეც ამბობენ, რომ გაზით გაიგუდა, რაც ასევე ძალიან ჰგავს ბატონი ჟვანიას დაღუპვის ამბავს.

სერიალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, თუმცა ეკრანზე არ ჩანს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა შევასრულე. უბრალოდ, ეს ამბავი ქართველ საზოგადოებას აინტერესებს და ამიტომაც ვაქციე მეოთხე სეზონის მთავარ თემად.

- ხელისუფლების მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?

- რას წარმოვიდგენდი, 75-საათიან ფირს თუ წაშლიდნენ! კიდევ კარგი, შინ მქონდა ერთი ეგზემპლარი, თორემ ეს წვალება წყალში ჩაგვეყრებოდა... ახლა კი, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" კანონიერ მფლობელს გადაეცა, "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი მათ დავუბრუნე და ძალიან მალე გაუშვებენ ეთერში. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი სამსახური გაგვიწია. მათთვის უარესი არ მოხდა?! ამით ხომ უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს. გაეშვათ თავის დროზე, ეს ხომ ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი იყო.

სააკაშვილის ხელისუფლება კინოში, თეატრსა თუ ხელოვნების სხვა დარგში თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ადუმებდნენ, ტაბუს ადებდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ, თვითონ შექმნათ თავიანთი კინო. ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეს" ათეულობით მილიონი დაახარჯეს და 5 დოლარი ძლივს ამოიღეს. პროპაგანდისთვის ფილმის გადაღება ლენინური, საბჭოური ამბავია. ხომ გახსოვთ, ლენინმა რაც თქვა: კინო იდეოლოგიააო. ნაციონალებისა და "აგვისტოს 5 დღის" მაგალითზე ჩანს, რომ ფილმები ხელისუფლებამ კი არა, პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ... წაიკითხეთ ვრცლად

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

როგორ ულოცავენ რჩეულ მამაკაცებს ვალენტინობას ცნობილი ქართველი ქალები - ფოტოები

"ყველა დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ნოსტალგიამ მოუღო ბოლო, უნდოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო" - როგორ იხსენებენ და რას ყვებიან ზურა დოიჯაშვილზე ცნობილი მეგობრები