პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები
ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები

8 დე­კემ­ბერს ივა­ნე სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" რი­გით მე-17 და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც ჟი­უ­რიმ წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

წელს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში 300-მდე კონ­კურ­სან­ტი იყო ჩარ­თუ­ლი, 1 თვის წინ „სა­ბას“ ჟი­უ­რიმ 33 ფი­ნა­ლის­ტი და­ა­სა­ხე­ლა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სწო­რედ ამ ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან გა­მოვ­ლინ­და 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც „სა­ბას“ პრი­ზი და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი გა­და­ე­ცათ.

სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი და ავ­ტო­რე­ბი ჟი­უ­რიმ შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა:

  • სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი - აკა მორ­ჩი­ლა­ძე, „კუ­პი­დო­ნი კრემ­ლის კე­დელ­თან“
  • სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, „ფაზ­ლი“
  • სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი - ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი „ოს­ტატ­თან შეხ­ვედ­რა"
  • სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე „დის­ტო­პი­ე­სე­ბი“
  • სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი - მთა­ვა­რი პრი­ზი აქ ორ ნო­მი­ნანტზე გა­და­ნა­წილ­და: გი­ორ­გი მას­ხა­რაშ­ვი­ლი - "14 კრის­ტა­ლის თე­ო­რია" და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი - "მზე, მთვა­რე და პუ­რის ყანა (მა­ნუ­შა­კა მე­ლო­დე­ბა)"
  • სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა­ში - მთა­ვა­რი პრი­ზი ორ ნო­მი­ნანტზე გა­და­ნა­წილ­და ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით: სულ­ხან სა­ლა­ძე - "უც­ნო­ბი ძვე­ლი აჭა­რა“ და ნინო ლო­მა­ძე - "ვაშ­ლის ბა­ღე­ბი“
  • უცხო­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­შიც ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და: ნანა ტო­ნია თარ­გმა­ნის­თვის - ევ­რი­პი­დეს "ჰე­კა­ბე" და მა­ნა­ნა დუმ­ბა­ძე თარ­გმა­ნის­თვის - ვირ­ჯი­ნია ვულ­ფის "ორ­ლან­დო";
  • ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის „საბა“ გა­და­ე­ცა მთარ­გმნელ მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილს

AMBEBI.GE სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ე­სა­უბ­რა პრე­მია „სა­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბულს უცხო­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში ქალ­ბა­ტონ ნანა ტო­ნი­ას:

"ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია წლე­ვან­დე­ლი "სა­ბას" პრე­მია ჩემ­თვის... იყო დრო, როცა ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლად ვკი­თხუ­ლობ­დით, მე 70-ია­ნე­ლი ვარ, როცა ნაკ­ლე­ბად იყო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი, თუმ­ცა თქვენ ნა­ხეთ დღეს, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა აიღო ჯილ­დო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, მისი თარ­გმა­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი მოვ­ლე­ნა! ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მე­ო­რედ ავი­ღე პრი­ზი და ეს ჩემ­თვის სა­ო­ცა­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლია, დიდი მად­ლო­ბა" - აღ­ნიშ­ნა ნანა ტო­ნი­ამ.

ნინო ლო­მა­ძე - სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა, "ვაშ­ლის ბა­ღე­ბი":

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ჯილ­დო ყო­ველ­თვის, და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ისევ ამ თე­მა­ზე ფიქ­რის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის. ეს პრე­მია ამავდრო­უ­ლად არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც, რად­გა­ნაც ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი ამ­ბე­ბი, ამ ამ­ბებს გმი­რე­ბი ჰყავთ, ვინც ისი­ნი ჩვენ­თვის გა­ი­მე­ტა, ამ­დე­ნად მგო­ნია, რომ დღეს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ვალ ამ დარ­ბა­ზი­დან".

წლის მთა­ვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა - პრე­მია „საბა“ "თი­ბი­სიმ" და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა 2003 წელს და­ა­ფუძ­ნეს. და­არ­სე­ბის დღი­დან „სა­ბამ“ ბიძ­გი მის­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­ერ­თი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი და ღვაწ­ლი შე­ა­ფა­სა.

2018 წელს „საბა“ გას­ცდა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს, ის ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ტარ­და. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­თვამ ფრან­კფურ­ტში კონ­კურსს სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სია და მათი ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია „სა­ბას“ ვებგ­ვერ­დზე saba.com.ge.

ავ­ტო­რი: ლი­დია ამა­რი­ა­ნი, ფოტო: თორ­ნი­კე შენ­გე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები

ვინ გახდნენ ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები

8 დეკემბერს ივანე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 დაჯილდოება გაიმართა, სადაც ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებულები დაასახელა.

წელს ლიტერატურულ კონკურსში 300-მდე კონკურსანტი იყო ჩართული, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა 2019 წლის გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:

  • საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“
  • საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“
  • საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა"
  • საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მთავარი პრიზი აქ ორ ნომინანტზე გადანაწილდა: გიორგი მასხარაშვილი - "14 კრისტალის თეორია" და თემურ ბაბლუანი - "მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)"
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაში - მთავარი პრიზი ორ ნომინანტზე გადანაწილდა ჟიურის გადაწყვეტილებით: სულხან სალაძე - "უცნობი ძველი აჭარა“ და ნინო ლომაძე - "ვაშლის ბაღები“
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის კატეგორიაშიც ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ნანა ტონია თარგმანისთვის - ევრიპიდეს "ჰეკაბე" და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის - ვირჯინია ვულფის "ორლანდო";
  • ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს

AMBEBI.GE საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაესაუბრა პრემია „საბას“ გამარჯვებულს უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის კატეგორიაში ქალბატონ ნანა ტონიას:

"ძალიან ამაღელვებელია წლევანდელი "საბას" პრემია ჩემთვის... იყო დრო, როცა ყველაფერს რუსულად ვკითხულობდით, მე 70-იანელი ვარ, როცა ნაკლებად იყო ქართული თარგმანები, თუმცა თქვენ ნახეთ დღეს, ქალბატონმა მანანა გიგინეიშვილმა აიღო ჯილდო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მისი თარგმანები იყო ნამდვილი მოვლენა! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, მეორედ ავიღე პრიზი და ეს ჩემთვის საოცარი და მოულოდნელი სიხარულია, დიდი მადლობა" - აღნიშნა ნანა ტონიამ.

ნინო ლომაძე - საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, "ვაშლის ბაღები":

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო ყოველთვის, და მნიშვნელოვანია ჩემთვის ისევ ამ თემაზე ფიქრის გაგრძელებისთვის. ეს პრემია ამავდროულად არის პასუხისმგებლობაც, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ჩემი ავტორობით შექმნილი ამბები, ამ ამბებს გმირები ჰყავთ, ვინც ისინი ჩვენთვის გაიმეტა, ამდენად მგონია, რომ დღეს ამ პასუხისმგებლობით გავალ ამ დარბაზიდან".

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ "თიბისიმ" და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში, არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა.

2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

გამარჯვებული წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

ავტორი: ლიდია ამარიანი, ფოტო: თორნიკე შენგელია

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

“ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“  წიგ­ნ-ალ­ბომთან  ერთად 70%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი

წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი გამოვა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"