სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"
"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"

„სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს“ დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. მან შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დღეს „სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს“ სა­თაო ოფის­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ა­კე­თა.

"სა­ა­გენ­ტო გა­მარ­თუ­ლია და აგ­რძე­ლებს დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო რე­ფორ­მის იმპლე­მენ­ტა­ცი­ას. ერთი კვი­რის წინ მივ­მარ­თე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თხოვ­ნით, რომ ვი­ნა­ი­დან სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო უკვე გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს , ყვე­ლა პრო­ცე­სი და­ლა­გე­ბუ­ლია, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ მე 16 იან­ვრი­დან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ უნდა გა­ნი­ხი­ლოს ეს გან­ცხა­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. რა თქმა უნდა, თუ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო ჩათ­ვლის, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დი კი­დევ უნდა დავ­რჩე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, არც ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა და რე­ფორ­მის უპ­რე­ცენ­დენ­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ და­ვე­თან­ხმე­ბი," - გა­ნა­ცხა­და სურ­გუ­ლა­ძემ.

ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლებს, რომ მას სხვა გეგ­მე­ბი აქვს, რო­მელ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გებს.

"ჩვენ­მა გუნ­დმა მოკ­ლე დრო­ში მო­ა­ხერ­ხა რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია. მე ყო­ველ­თვის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვი­ყა­ვი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ეს გა­მოწ­ვე­ვა ახლა გა­და­ლა­ხუ­ლია. მაქვს გეგ­მე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გებთ," - აცხა­დებს სურ­გუ­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე, და­ა­ზი­ა­ნებს თუ არა რე­ფორ­მი­სად­მი ნდო­ბას სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, სურ­გუ­ლა­ძე აცხა­დებს, რომ რე­ფორ­მამ ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და ის გუნ­დის მო­რა­ლურ მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა.

"თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი ის­მო­და რე­ფორ­მის შე­სა­ხებ. ჩვენ­მა გუნ­დმა ძა­ლი­ან ბევ­რი და კარ­გად იმუ­შა­ვა და ნდო­ბა მო­ვი­პო­ვეთ. მჯე­რა, რე­ფორ­მა წარ­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ამის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ვი­ლო­ცებ", - აღ­ნიშ­ნა სურ­გუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სურ­გუ­ლა­ძე „სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან იკა­ვებს. ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 5 წლის ვა­დი­თაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
5

აუ რეფორმა თურმე წარმატებული იქნება თუ ვილოცებთ,სურგულაძე ასეთი ფრაზა თუ გსმენია უფლისა "ხელი შენც გაანძრიეო" 5 წლით რომ თანამდებობას იკავებდი,რატომ გარბიხარ და თან კარგადაც გვაბოლებ. "ილოცე შვილო ჩემო ილოცე"

dd
5

გასატარებელი რეფორმა და ლოცვა ერთმანეთთან მოდის ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

"სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცენდენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ დავეთანხმები," - განაცხადა სურგულაძემ.

ლევან სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ მას სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

"ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ," - აცხადებს სურგულაძე.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა რეფორმისადმი ნდობას სააგენტოს დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, სურგულაძე აცხადებს, რომ რეფორმამ ნდობა მოიპოვა და ის გუნდის მორალურ მხარდამჭერად რჩება.

"თავიდან გარკვეული კითხვები ისმოდა რეფორმის შესახებ. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი და კარგად იმუშავა და ნდობა მოვიპოვეთ. მჯერა, რეფორმა წარმატებით გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ", - აღნიშნა სურგულაძემ.

ცნობისთვის, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადითაა დამტკიცებული.

ბესელია ოხანაშვილს ტრიბუნასთან გვერდით მიუჯდა - "მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი"

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კომიტეტში მხარი დაუჭირეს

აქცია პარლამენტთან დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს