სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროექტიდან მიმაქვს ბევრი სიყვარული და არაერთი კარგი მოგონება..." - ანრი გუჩმანიძემ "საქართველოს ვარსკვლავი" დატოვა
"პროექტიდან მიმაქვს ბევრი სიყვარული და არაერთი კარგი მოგონება..." - ანრი გუჩმანიძემ "საქართველოს ვარსკვლავი" დატოვა

წელს ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ გა­მორ­ჩე­უ­ლად ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის გულს სა­ბო­ლო­ოდ მხო­ლოდ ერთი მო­ი­გებს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­დე­ბა და გა­ემ­გზავ­რე­ბა კი­დეც "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე.

მე­ო­თხე ლა­ივ­კონ­ცერ­ტი ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის - ენ­დრიუ ლოიდ უე­ბე­რის შე­მოქ­მე­დე­ბას, მის გე­ნი­ა­ლურ მი­უ­ზიკ­ლებს მი­ე­ძღვნა და ამ ურ­თუ­ლეს ამო­ცა­ნას თი­თო­ე­ულ­მა თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა...

მი­უ­ხე­და­ვად გა­მორ­ჩე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბი­სა, ანრი გუჩ­მა­ნი­ძეს კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­უხ­და. შოუს ლი­დე­რი კი უკვე მე­სა­მედ, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახ­და.

ანრი გუჩ­მა­ნი­ძე:

"არ ვიცი, სა­ი­დან და­ვი­წყო და რა ვთქვა, - ცუდი შეგ­რძნე­ბაა, პრო­ექტს რომ ვტო­ვებ, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც არ გან­მიც­დია, ამის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი მზად უნდა ვი­ყოთ, ბო­ლოს ხომ მა­ინც ერთი რჩე­ბა?!

- ე.ი. ელო­დი აუტ­სა­ი­დე­რო­ბას?

- ეს შეგ­რძნე­ბა კონ­კურ­სანტს ყო­ველ­თვის გაქვს... დღეს ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ კარ­გად ვიმ­ღე­რე, ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ რა უნდა ვქნა? ასე გა­და­წყდა, - პრო­ექტს გა­მო­ვე­თი­შე. მა­ყუ­რე­ბე­ლი აკე­თებს არ­ჩე­ვანს, მათ­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე რომ, უგულ­შე­მატ­კივ­რეთ თქვენს რჩე­ულს, რომ მერე გული არ დაგ­წყდეთ! მე ყვე­ლას თა­ნაბ­რად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, ყვე­ლა ჩემი ფა­ვო­რი­ტია და ვერ­ცერ­თს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ამას­თან, თი­თე­უ­ლი ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი­ცაა.

- პრო­ექ­ტი­დან რა მი­გაქვს?

- ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ზი­ტი­ვი და არა­ერ­თი კარ­გი მო­გო­ნე­ბა...

მა­ნა­ნა მორ­ჩი­ლა­ძე, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი:

- ენ­დრიუ ლოიდ ვე­ბე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით და ისიც, რო­გო­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო. მან მო­ა­ხერ­ხა კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნა - ცნო­ბი­ლი როკ ოპე­რა მი­უ­ზიკ­ლად გა­და­ა­კე­თა. მის მუ­სი­კას ჟღე­რა­დო­ბა არ ტო­ვებს და ეს სინ­თე­ზი მისი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია...

შე­სა­ბა­მი­სად, არ იყო ად­ვი­ლი ამ ბუმ­ბე­რაზ კომ­პო­ზი­ტორ­თან შე­ჭი­დე­ბა. ეს მხო­ლოდ ვო­კა­ლურ სირ­თუ­ლეს არ გუ­ლის­ხმობ­და, მთელ იმ სი­უ­ჟეტს, თი­თო­ე­უ­ლი რო­კო­პე­რის ში­ნა­არსს, ლიბ­რე­ტოს, რო­მე­ლიც მომ­ღე­რალს ერთი ნამ­ღე­რით უნდა გად­მო­ე­ცა.

მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­და. მათ­გან ბევ­რს ნა­ნა­ხიც არ ჰქონ­და მისი მი­უ­ზიკ­ლე­ბი, თუმ­ცა შე­სა­ნიშ­ნა­ვად დაძ­ლი­ეს. თი­თო­ე­ულ­მა შე­ის­წავ­ლა და სა­კუ­თარ ნამ­ღერ­ში, კომ­პო­ზი­ცი­ა­ში მაქ­სი­მუ­მი ჩადო.

- რაც შე­ხე­ბა ანრი გუჩ­მა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც ასე­ვე კარ­გად შე­ას­რუ­ლა კომ­პო­ზი­ცია, მაგ­რამ დღე­ვან­დელ ტურს გა­მო­ე­თი­შა?

- ძა­ლი­ან გული დამ­წყდა, რად­გა­ნაც შემ­დე­გი ტური გია ყან­ჩე­ლის იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ანრი ყო­ფი­ლი­ყო იმ ტურ­ში, კი­დევ ერთ გან­სხვა­ვე­ბულ სა­ხეს წარ­მო­ად­გენ­და. ის იყო ერ­თა­დერ­თი კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გვევ­ლი­ნე­ბო­და.

- უკვე მე­სა­მედ, პრო­ექ­ტში ლი­დე­რი თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახ­და...

- ყი­ფი­ანს აქვს ის მთა­ვა­რი რამ, რაც მომ­ღე­რალს სჭირ­დე­ბა - ის უყ­ვარს ხალ­ხს, მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად!

დათო ევ­გე­ნი­ძე, ჟი­უ­რის წევ­რი:

- ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ის ამ­ბა­ვი, რომ პრო­ექტს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს. სა­ოც­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ, ყო­ვე­ლი ტური ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქას­თინ­გე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მათ თვალ-ყურს ვა­დევ­ნებთ. მგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე, ჟან­რულ და ტემ­ბრა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს.

სულ ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო სიმ­ღე­რის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ მარ­თლა არ ილე­ვა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რი­თაც ამა­ყი ვარ. ეს უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა!

სა­ო­ცა­რი კონ­ცერ­ტი იყო და ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც შო­უ­ში სა­კონ­კურ­სოდ უე­ბე­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ოპე­რე­ბი­დან ამ­დე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი შეს­რულ­და. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ხე­ლის მო­კი­დე­ბას, ამ ურ­თუ­ლე­სი არი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

ასე რომ, წლე­ვან­დე­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკლვლა­ვი“ ნამ­დვი­ლად შედ­გა! არც წინა ჯერ­ზე იყ­ვნენ ცუ­დე­ბი, მაგ­რამ ესე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ვინც უნდა წა­ვი­დეს, გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი იქ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში „პირ­ველ არხს“, ჩვენც და მთლი­ან ჯგუფს ზუს­ტი გზავ­ნი­ლით გაგ­ზავ­ნა მოგ­ვი­წევს, რად­გა­ნაც „ევ­რო­ვი­ზია“ არ არის მხო­ლოდ სიმ­ღე­რა - ეს კომ­პლექ­სია ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღა­ცის. ამი­ტომ სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს, რომ და­ვიმ­სა­ხუ­როთ ის ად­გი­ლე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი, რა­საც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა იმ­სა­ხუ­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კონ­კურ­სი პო­ლი­ტი­კაც არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პროექტიდან მიმაქვს ბევრი სიყვარული და არაერთი კარგი მოგონება..." - ანრი გუჩმანიძემ "საქართველოს ვარსკვლავი" დატოვა

"პროექტიდან მიმაქვს ბევრი სიყვარული და არაერთი კარგი მოგონება..." - ანრი გუჩმანიძემ "საქართველოს ვარსკვლავი" დატოვა

წელს ყველა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ვარსკვლავში“ გამორჩეულად ძლიერი კონკურსანტები არიან, მაგრამ მაყურებლის გულს საბოლოოდ მხოლოდ ერთი მოიგებს, გამარჯვებული გახდება და გაემგზავრება კიდეც "ევროვიზიის" კონკურსზე.

მეოთხე ლაივკონცერტი ლეგენდარული კომპოზიტორის - ენდრიუ ლოიდ უებერის შემოქმედებას, მის გენიალურ მიუზიკლებს მიეძღვნა და ამ ურთულეს ამოცანას თითოეულმა თავი მშვენივრად გაართვა...

მიუხედავად გამორჩეული შესრულებისა, ანრი გუჩმანიძეს კონკურსის დატოვება მაინც მოუხდა. შოუს ლიდერი კი უკვე მესამედ, თორნიკე ყიფიანი გახდა.

ანრი გუჩმანიძე:

"არ ვიცი, საიდან დავიწყო და რა ვთქვა, - ცუდი შეგრძნებაა, პროექტს რომ ვტოვებ, მაგრამ ძალიანაც არ განმიცდია, ამისთვის ნებისმიერი მზად უნდა ვიყოთ, ბოლოს ხომ მაინც ერთი რჩება?!

- ე.ი. ელოდი აუტსაიდერობას?

- ეს შეგრძნება კონკურსანტს ყოველთვის გაქვს... დღეს ყველა მეუბნება, რომ კარგად ვიმღერე, ამისთვის დიდი მადლობა ყველას, მაგრამ რა უნდა ვქნა? ასე გადაწყდა, - პროექტს გამოვეთიშე. მაყურებელი აკეთებს არჩევანს, მათზეა ყველაფერი დამოკიდებული. ასე რომ, უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს, რომ მერე გული არ დაგწყდეთ! მე ყველას თანაბრად ვგულშემატკივრობდი, ყველა ჩემი ფავორიტია და ვერცერთს ვერ დავასახელებ, ამასთან, თითეული ჩემი ახლო მეგობარიცაა.

- პროექტიდან რა მიგაქვს?

- ბევრი სიყვარული, პოზიტივი და არაერთი კარგი მოგონება...

მანანა მორჩილაძე, "საქართველოს ვარსკვლავის" მუსიკალური პროდიუსერი:

- ენდრიუ ლოიდ ვებერის შემოქმედება ყველამ კარგად ვიცით და ისიც, როგორი რევოლუციონერი კომპოზიტორი იყო. მან მოახერხა კლასიკურ მუსიკაში გადატრიალება მოეხდინა - ცნობილი როკ ოპერა მიუზიკლად გადააკეთა. მის მუსიკას ჟღერადობა არ ტოვებს და ეს სინთეზი მისი გენიალურობის მაჩვენებელია...

შესაბამისად, არ იყო ადვილი ამ ბუმბერაზ კომპოზიტორთან შეჭიდება. ეს მხოლოდ ვოკალურ სირთულეს არ გულისხმობდა, მთელ იმ სიუჟეტს, თითოეული როკოპერის შინაარსს, ლიბრეტოს, რომელიც მომღერალს ერთი ნამღერით უნდა გადმოეცა.

მიხარია, რომ ყველა კონკურსანტი პასუხისმგებლობით მოეკიდა. მათგან ბევრს ნანახიც არ ჰქონდა მისი მიუზიკლები, თუმცა შესანიშნავად დაძლიეს. თითოეულმა შეისწავლა და საკუთარ ნამღერში, კომპოზიციაში მაქსიმუმი ჩადო.

- რაც შეხება ანრი გუჩმანიძეს, რომელმაც ასევე კარგად შეასრულა კომპოზიცია, მაგრამ დღევანდელ ტურს გამოეთიშა?

- ძალიან გული დამწყდა, რადგანაც შემდეგი ტური გია ყანჩელის იქნება. ძალიან მინდოდა, ანრი ყოფილიყო იმ ტურში, კიდევ ერთ განსხვავებულ სახეს წარმოადგენდა. ის იყო ერთადერთი კონკურსანტი, რომელიც ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად გვევლინებოდა.

- უკვე მესამედ, პროექტში ლიდერი თორნიკე ყიფიანი გახდა...

- ყიფიანს აქვს ის მთავარი რამ, რაც მომღერალს სჭირდება - ის უყვარს ხალხს, მოკლედ და კონკრეტულად!

დათო ევგენიძე, ჟიურის წევრი:

- ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ პროექტს ძალიან სერიოზული კონკურსანტები ჰყავს. საოცრად მომზადებული ბავშვები მოვიდნენ, ყოველი ტური ჩემთვის აღმოჩენაა, მიუხედავად იმისა, რომ ქასთინგებიდან დაწყებული, მათ თვალ-ყურს ვადევნებთ. მგონია, რომ ყოველი მათგანი ტურიდან ტურამდე, ჟანრულ და ტემბრალურ მონაცემებში აღმოჩენებს აკეთებს.

სულ ვიცოდი, რომ საქართველო სიმღერის ქვეყანაა, მაგრამ მართლა არ ილევა ნიჭიერი ადამიანები, რითაც ამაყი ვარ. ეს უდიდესი ბედნიერებაა!

საოცარი კონცერტი იყო და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შოუში საკონკურსოდ უებერის ლეგენდარული ოპერებიდან ამდენი ნამუშევარი შესრულდა. ამ ყველაფრისთვის ხელის მოკიდებას, ამ ურთულესი არიების შესრულებას, გამბედაობა სჭირდება.

ასე რომ, წლევანდელი „საქართველოს ვარსკლვლავი“ ნამდვილად შედგა! არც წინა ჯერზე იყვნენ ცუდები, მაგრამ ესენი გამორჩეულები არიან! დარწმუნებული ვარ, „ევროვიზიაზე“ ვინც უნდა წავიდეს, გამორჩეულად ნიჭიერი იქნება. ამ შემთხვევაში „პირველ არხს“, ჩვენც და მთლიან ჯგუფს ზუსტი გზავნილით გაგზავნა მოგვიწევს, რადგანაც „ევროვიზია“ არ არის მხოლოდ სიმღერა - ეს კომპლექსია ძალიან ბევრი რაღაცის. ამიტომ სერიოზული მუშაობა მოგვიწევს, რომ დავიმსახუროთ ის ადგილები და შეფასებები, რასაც ქართული სიმღერა იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსი პოლიტიკაც არის.

2020 წლის იანვრიდან თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომლებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

პრემია "იკა" და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!