სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლისძმა დააკავა.
დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.
არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლისძმამ ცულით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.