საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება
L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება

არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც სა­თა­მა­შო­ებ­ზე მო­თხოვ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ი­ზარ­და, ბა­ზარ­ზე უამ­რა­ვი არა­ო­რი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ტი გა­მოჩ­ნდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ არა­ო­რი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი არა მხო­ლოდ ცალ­კე­ულ, არა­მედ ქსე­ლურ მა­ღა­ზი­ებ­შიც ხში­რად იყი­დე­ბა.

ამ ფაქტს ღია წე­რი­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის MGA Entertainment-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში Anvol OU.

MGA Entertainment-ს ეკუთ­ვნის სა­თა­მა­შო­ე­ბის 20-მდე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დი, რო­გო­რე­ბი­ცაა: L.O.L. Surprise, Poopsie Smile Surprise, BABY Born, Little Tikes და სხვა.

ღია წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ის ორი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ ქსე­ლე­ბი: „XS სა­თა­მა­შო­ე­ბი“, „პე­პე­ლა“ და „კარ­ფუ­რი“.

გთა­ვა­ზობთ წე­რი­ლის ტექსტს, რო­მელ­საც ხელს აწერს Anvol OU-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტა­ნის­ლავ ნემ­კო.

„გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა გა­ყიდ­ვის წერ­ტი­ლე­ბი­სა და მათ შო­რის ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ეწე­ვი­ან MGA Entertainment-ის ბრენ­დე­ბის არა­ო­რი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ატა­რებს ჩვე­ნი ბრენ­დე­ბის ლო­გო­ებ­სა და სხვა სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნებს, რაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და­მაბ­ნე­ვე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ გვინ­და, ინ­ფორ­მა­ცია მო­გა­წო­დოთ, რომ ორი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ „XS სა­თა­მა­შო­ე­ბის“, „პე­პე­ლა­სა“ და „კარ­ფუ­რის“ ქსე­ლებ­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლით გვსურს, მო­ვუ­წო­დოთ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტი და რე­ა­ლი­ზე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი­ე­რი გზით და­ვი­ცავთ ჩვენს კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის უფ­ლე­ბებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად მკაც­რად აღვკვე­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვას კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით.

MGA Entertainment-ის პრო­დუქ­ცია გა­დის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მკაცრ პრო­ცესს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ სა­თა­მა­შო­ე­ბი არა მხო­ლოდ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, არა­მედ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში აჭარ­ბებ­დეს კი­დეც ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს. არა­ო­რი­გი­ნა­ლი პრო­დუქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გო­რია მათი სა­წარ­მოო პრო­ცე­სი და აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ის სტან­დარტს. და­უდ­გე­ნე­ლია, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რა სა­ხის რის­კის შემ­ცვე­ლია.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში გვერ­დით დაგ­ვიდ­გე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი და მე­დია. შე­სა­ბა­მი­სად, ეს წე­რი­ლი არის ღია ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

კი­დევ ერთხელ გვსურს, აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან „XS სა­თა­მა­შო­ე­ბი“, „პე­პე­ლა“ და „კარ­ფუ­რი“. სწო­რედ ისი­ნი ახ­დე­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბას.

აქვე ვაქ­ვეყ­ნებთ იმ მა­ღა­ზი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მელ­შიც არა­ო­რი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და­ფიქ­სირ­და: მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ჭიტა“, მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ცე­რო­დე­ნა“, ბა­ნა­ნა, Toy Land, სა­წყო­ბი „ბიბი“, Tbilisi Toys shop, Toy-sale.ge, Mag.ge.

კომ­პა­ნი­ის განხცა­დე­ბით, იგი მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიტი
1

წავიდნენ და მწარმოებელს (ჩინეთს) მოედაონ მერე, ისიც ეყოფათ რომ რაღაცა დებილობა lol სათამაშოთი გადარიეს ბავშვები, რომლის თვითღირებულებაც მაქს. 5 ლარი იქნება და თავად მილიონად ყიდიან

nu blokavt
0

me ar vyidulob did magaziebshi rames. jobia ufro dabal fenebshi ibrunos fulma

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება

L.O.L. Surprise-ის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია, საქართველოში არაოფიციალური პროდუქციის გაყიდვებს ღია წერილით ეხმაურება

არალიცენზირებული და ფალსიფიცირებული პროდუქცია მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა, რომელიც საქართველოშიც მეტად აქტუალურია. წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც სათამაშოებზე მოთხოვნა, განსაკუთრებულად გაიზარდა, ბაზარზე უამრავი არაორიგინალი პროდუქტი გამოჩნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაორიგინალი სათამაშოები არა მხოლოდ ცალკეულ, არამედ ქსელურ მაღაზიებშიც ხშირად იყიდება.

ამ ფაქტს ღია წერილით გამოეხმაურა მსოფლიოს უმსხვილესი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის MGA Entertainment-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში Anvol OU.

MGA Entertainment-ს ეკუთვნის სათამაშოების 20-მდე მსოფლიოს წამყვანი ბრენდი, როგორებიცაა: L.O.L. Surprise, Poopsie Smile Surprise, BABY Born, Little Tikes და სხვა.

ღია წერილში ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში კომპანიის ორიგინალი პროდუქციის რეალიზებას ახდენენ ქსელები: „XS სათამაშოები“, „პეპელა“ და „კარფური“.

გთავაზობთ წერილის ტექსტს, რომელსაც ხელს აწერს Anvol OU-ს აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ ნემკო.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა გაყიდვის წერტილებისა და მათ შორის ქსელური მაღაზიების რაოდენობა, რომლებიც ეწევიან MGA Entertainment-ის ბრენდების არაორიგინალი პროდუქციის რეალიზებას. აღნიშნული სათამაშოები ატარებს ჩვენი ბრენდების ლოგოებსა და სხვა სახასიათო ნიშნებს, რაც მომხმარებლისთვის დამაბნეველია. სწორედ ამიტომ გვინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ორიგინალი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ „XS სათამაშოების“, „პეპელასა“ და „კარფურის“ ქსელებში.

აღნიშნული წერილით გვსურს, მოვუწოდოთ ყველა კომპანიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ფალსიფიცირებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერი გზით დავიცავთ ჩვენს კუთვნილებაში არსებული ბრენდების უფლებებს და მაქსიმალურად მკაცრად აღვკვეთავთ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პროდუქციის გაყიდვას კანონით დადგენილი მექანიზმებით.

MGA Entertainment-ის პროდუქცია გადის ხარისხის შემოწმებისა და კონტროლის მკაცრ პროცესს, რაც უზრუნველყოფს, რომ სათამაშოები არა მხოლოდ აკმაყოფილებდეს, არამედ ხშირ შემთხვევაში აჭარბებდეს კიდეც ხარისხის საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. არაორიგინალი პროდუქციის შემთხვევაში კი გაურკვეველია, როგორია მათი საწარმოო პროცესი და აკმაყოფილებს თუ არა ის სტანდარტს. დაუდგენელია, მათი გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობისთვის რა სახის რისკის შემცველია.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ პროცესში გვერდით დაგვიდგებიან სახელმწიფო სტრუქტურები და მედია. შესაბამისად, ეს წერილი არის ღია ზემოთხსენებული პირების კომპეტენციის ფარგლებში გამოყენებისთვის.

კიდევ ერთხელ გვსურს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენი პარტნიორები არიან „XS სათამაშოები“, „პეპელა“ და „კარფური“. სწორედ ისინი ახდენენ ოფიციალური პროდუქციის რეალიზებას.

აქვე ვაქვეყნებთ იმ მაღაზიათა ჩამონათვალს, რომელშიც არაორიგინალი სათამაშოების რეალიზება დაფიქსირდა: მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“, მაღაზიათა ქსელი „ცეროდენა“, ბანანა, Toy Land, საწყობი „ბიბი“, Tbilisi Toys shop, Toy-sale.ge, Mag.ge.

კომპანიის განხცადებით, იგი მომავალშიც განაგრძობს ბაზრის მონიტორინგს.

50%-იანი "ქეშბექ" აქცია "თეგეტა მოტორსისგან"

"გასტრონომიული გიდი" - კიდევ ერთი ტრენინგი გიდებისთვის

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა