სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს
სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე რო­მან კა­კუ­ლია უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფილ წევ­რს, ვანო ზარ­დი­აშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბის გაც­ვლას სთა­ვა­ზობს.

ამის შე­სა­ხებ კა­კუ­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ახალ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა ზარ­დი­აშ­ვი­ლის ხელ­ფასს, კა­კუ­ლია ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"შევ­თა­ვა­ზებ, ხომ არ გა­მიც­ვლი­და თა­ნამ­დე­ბო­ბას. მეტი რა ვქნა? ერ­თა­დერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბა მაქვს, გა­მიც­ვა­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. სხვა კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. არ ვიცი რამ­დე­ნად სწო­რია მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­კუ­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი და­ტო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია “ენერ­გოტ­რან­სში” დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად "ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­მა” გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც ვანო ზარ­დი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე აღა­რაა და კი­თხვებს აღარ უპა­სუ­ხებს.

“მე­ო­რე­ჯერ ნუ­ღარ და­მი­რე­კავთ, იმი­ტომ რომ სა­ჯა­რო პირი არა ვარ”, - გა­ნა­ცხა­და ზარ­დი­აშ­ვილ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის ხელ­ფა­სი ახალ სამ­სა­ხურ­ში 14 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა შპს „ენერ­გოტ­რანსს“, მისი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი “სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მაა”. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ელექტრო­სის­ტე­მა”, თა­ვის მხრივ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რია, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის სრულ პა­კეტს სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი “სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი” ფლობს. ხოლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს აქვს გა­და­ცე­მუ­ლი.

ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი 7 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვა, სხვა­თა შო­რის, საკ­მა­ოდ მალე, ეკა ბე­სე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ. რო­გორც ის ვრცელ მი­მარ­თვა­ში წერ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი მის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნია გახ­და:

"არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გო­რი ბინ­ძუ­რი გზე­ბით შეძ­ლეს ჩემი და­კავ­ში­რე­ბა კონ­კრე­ტულ თე­მებ­თან თუ გა­მო­გო­ნილ ინ­ტე­რე­სებ­თან. დღეს, პირ­ველ რიგ­ში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯა­ხი და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ყვე­ლაფ­რის გამო ყო­ველ­დღი­უ­რად უდი­დე­სი სტრე­სის გა­და­ტა­ნა უწევთ. ღირ­სე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი მხა­რე ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას. ასე­ვე, ჩემს უკან არის გუნ­დი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლაც უწევს ყო­ველ­დღი­უ­რად...

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი. ამით კი­დევ ერთხელ მი­ვა­ნიშ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა არის მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ად­გე შენს ქვე­ყა­ნას და ემ­სა­ხუ­რო თი­თო­ულ მო­ქა­ლა­ქეს" - წერ­და ზარ­დი­აშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
0

14 ათასად ოჯახი როგორ უნდა არჩინო?

წესრიგა
0

საამურია ცხოვრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს.

ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

"შევთავაზებ, ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება", - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაცია თავდაპირველად "ტელეკომპანია პირველმა” გაავრცელა, რომელიც ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს.

“მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა ვარ”, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის ხელფასი ახალ სამსახურში 14 ათასი ლარი იქნება.

რაც შეეხება შპს „ენერგოტრანსს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა”. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი” ფლობს. ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გადაცემული.

ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო მანდატი 7 ოქტომბერს დატოვა, სხვათა შორის, საკმაოდ მალე, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. როგორც ის ვრცელ მიმართვაში წერდა, აღნიშნულის მიზეზი მის მიმართ დაწყებული ნეგატიური კამპანია გახდა:

"არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად...

მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს" - წერდა ზარდიაშვილი მიმართვაში.

"რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ "ფეიკ" კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე..." - რას წერს კახა კალაძე "ფეისბუქში"

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"

"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია