პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს
დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს

"მას­ტერ­შეფ­ში" დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან მაღ­ლა იწევს. 8 დე­კემ­ბერს შოუ მო­დის ექ­სპერ­ტმა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ და­ტო­ვა და ამ­ჟა­მად, კუ­ლი­ნა­რი­ულ კონ­კურ­სში სულ 5 კონ­კურ­სან­ტი დარ­ჩა.

"ყო­ველ ტურ­ზე რომ ვდგა­ვარ აუთ­სა­ი­დე­რებ­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ღა­ცას ვერ ვა­კე­თებ ისე, რისი გა­კე­თე­ბაც მინ­და და ბო­ლომ­დე ვერ გად­მოვ­ცემ, რაც მინ­და... მაკ­ლია, რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა დიმუ მე­ნაბ­დეს­თან ერ­თად აუთ­სა­ი­დე­რებ­ში მდგარ­მა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ ჟი­უ­რის წევ­რებს და ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

თუმ­ცა, ცრემ­ლებ­მა ჟი­უ­რის გული ვერ მო­ულ­ბო - დალი ჩი­ტა­ლა­ძეს­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ზღუდ­ვე­ბის ტური ბოლო აღ­მოჩ­ნდა და ის წინ­სა­ფარს და­ემ­შვი­დო­ბა...

"სა­ში­ნე­ლი ემო­ცი­აა, თით­ქოს მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი, რომ დავ­ტო­ვებ­დი ძა­ლი­ან მალე პრო­ექტს, იმი­ტომ რომ ამ­დენ პრო­ფე­სი­ო­ნალს ვერ შე­ვებ­რძო­ლე­ბო­დი" - აღ­ნიშ­ნა ჩი­ტა­ლა­ძემ.

მისი პრო­ექ­ტი­დან წას­ვლა და­ნარ­ჩე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვი­საც საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა.

"ყვე­ლამ ძა­ლი­ან ბევ­რი ვის­წავ­ლეთ და­ლის­გან და პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის, რომ არა­სო­დეს უნდა გა­ჩერ­დე და უნდა აკე­თო ის, რაც გინ­და, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ ხარ სად ხარ და ა.შ. აღა­რა­ვინ და­მი­ძა­ხებს ძი­მუს, არა­ვინ იტყვის მონ­ძიე...", - აღ­ნიშ­ნა დიმუ მე­ნაბ­დემ.

"შე­იძ­ლე­ბა მისი სით­ბო ეკ­რან­ზე არ ჩან­და, მაგ­რამ დალი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სხვე­ბის გვერ­დით დგო­მა და მხარ­და­ჭე­რა, სიყ­ვა­რუ­ლის და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა და ყო­ველ­თვის მზა­დაა იყოს შენ­თან, როცა გჭირ­დე­ბა" - ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და მარ­ტა.

და­ლის წას­ვლამ გული და­წყვი­ტა შოუს გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც:

"ვახ, რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი რო­დეს­მე, ამ პრო­ექ­ტში და­ლი­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი... ისე რა ვართ ეს ქარ­თვე­ლე­ბი, თა­ვი­დან ყვე­ლა გა­დავფსიხ­დით და ეხლა ყვე­ლა ერ­თად ვტი­რით"

"ისე, ჯობს გა­და­ცე­მას სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლოთ და “პრო­ფი­ლი” და­არ­ქვათ... მონ­ძი­ე­ეე, რატო მა­ტი­რებთ ამ­დენს?! აუ დალი..."

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის ყვე­ლა კერ­ძი “ჩა­აგ­დო” და არც ერთხელ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და, დალი ყო­ფი­ლა პი­როვ­ნე­ბა!"

"ჩემი 7 წლის შვი­ლი უყუ­რებს და ადებს ხელს და­ლის - დე ეს გა­ი­მარ­ჯვებს, ნახე თუ არაო... კარ­გია, რომ და­ი­ძი­ნა და ბო­ლომ­დე არ ნახა"

"თქვე­ნი არ ვიცი, მაგ­რამ და­ლის წას­ვლამ ეს უგუ­ლო ქალი ამა­ტი­რა"

"იდე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და, მაგ­რამ გული დამ­წყდა... სი­საყ­ვარ­ლე ქა­ლია და მას­ტერ­შეფს და­აკ­ლდე­ბა", - წე­რენ მა­ყუ­რებ­ლე­ბი "მას­ტერ­შე­ფის" ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე.

"დიდი მად­ლო­ბა რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა "მას­ტერ­შეფ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის. ჩემი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­უ­ახ­ლოვ­და პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს... ძა­ლი­ან მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლად მომ­ზა­დე­ბა და ეს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტი ჩემ­თვის იყო ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა. ახა­ლი ეტა­პი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და გული მწყდე­ბა, რომ მივ­დი­ვარ. მინ­დო­და ფი­ნალ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და.

მო­მე­ნატ­რე­ბი "მას­ტერ­შეფ", მაგ­რამ და­ლის ფე­შენ-კა­ფე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვალთ" - აღ­ნიშ­ნა და­ლიმ.

მო­დის ექ­სპერ­ტის თქმით, შო­უ­ში მარ­ტას გულ­შე­მატ­კივ­რობს და სურს მან გა­ი­მარ­ჯვოს, რად­გან "მარ­ტა იმ­სა­ხუ­რებს ბევრ კარგ რა­მეს ცხოვ­რე­ბა­ში".

შეფ კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა დალი ჩი­ტა­ლა­ძეს გა­ახ­სე­ნა, რომ ერთი ხარ­ჩოს ვალი აქვს, შეფ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა კი და­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სტუმ­რო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა:

"დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გეწ­ვე­ო­დით და თქვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ, გემ­რი­ელ კერ­ძებს, ოჯა­ხუ­რად რომ ამ­ზა­დებთ, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­გე­მოვ­ნებ­დი" - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა.

ჩი­ტა­ლა­ძე შე­ფებს და­პირ­და, რომ მის სა­ფირ­მო "და­ლის შუს" აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სინ­ჯებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vaxo
3

vaime ra sakvarlobaa...

XXX
3

ჩემო ფარფატა შენ მაინც ყველაზე მაგარი ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს

"მასტერშეფში" დუღილის ტემპერატურა თანდათან მაღლა იწევს. 8 დეკემბერს შოუ მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ დატოვა და ამჟამად, კულინარიულ კონკურსში სულ 5 კონკურსანტი დარჩა.

"ყოველ ტურზე რომ ვდგავარ აუთსაიდერებში, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ ისე, რისი გაკეთებაც მინდა და ბოლომდე ვერ გადმოვცემ, რაც მინდა... მაკლია, რაღაც ტექნიკური", - ამ სიტყვებით მიმართა დიმუ მენაბდესთან ერთად აუთსაიდერებში მდგარმა დალი ჩიტალაძემ ჟიურის წევრებს და ცრემლები ვერ შეიკავა.

თუმცა, ცრემლებმა ჟიურის გული ვერ მოულბო - დალი ჩიტალაძესთვის სამზარეულოში შეზღუდვების ტური ბოლო აღმოჩნდა და ის წინსაფარს დაემშვიდობა...

"საშინელი ემოციაა, თითქოს მიჩვეული ვიყავი და ვიცოდი, რომ დავტოვებდი ძალიან მალე პროექტს, იმიტომ რომ ამდენ პროფესიონალს ვერ შევებრძოლებოდი" - აღნიშნა ჩიტალაძემ.

მისი პროექტიდან წასვლა დანარჩენი კონკურსანტებისთვისაც საკმაოდ ემოციური გამოდგა.

"ყველამ ძალიან ბევრი ვისწავლეთ დალისგან და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე და უნდა აკეთო ის, რაც გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ სად ხარ და ა.შ. აღარავინ დამიძახებს ძიმუს, არავინ იტყვის მონძიე...", - აღნიშნა დიმუ მენაბდემ.

"შეიძლება მისი სითბო ეკრანზე არ ჩანდა, მაგრამ დალი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს სხვების გვერდით დგომა და მხარდაჭერა, სიყვარულის და სითბოს გამოხატვა და ყოველთვის მზადაა იყოს შენთან, როცა გჭირდება" - ცრემლებს ვერ იკავებდა მარტა.

დალის წასვლამ გული დაწყვიტა შოუს გულშემატკივრებსაც:

"ვახ, როგორ ვიფიქრებდი როდესმე, ამ პროექტში დალიზე ვინერვიულებდი... ისე რა ვართ ეს ქართველები, თავიდან ყველა გადავფსიხდით და ეხლა ყველა ერთად ვტირით"

"ისე, ჯობს გადაცემას სახელი შეუცვალოთ და “პროფილი” დაარქვათ... მონძიეეე, რატო მატირებთ ამდენს?! აუ დალი..."

"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კერძი “ჩააგდო” და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდა, დალი ყოფილა პიროვნება!"

"ჩემი 7 წლის შვილი უყურებს და ადებს ხელს დალის - დე ეს გაიმარჯვებს, ნახე თუ არაო... კარგია, რომ დაიძინა და ბოლომდე არ ნახა"

"თქვენი არ ვიცი, მაგრამ დალის წასვლამ ეს უგულო ქალი ამატირა"

"იდეალურად არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ გული დამწყდა... სისაყვარლე ქალია და მასტერშეფს დააკლდება", - წერენ მაყურებლები "მასტერშეფის" ფეისბუქ-გვერდზე.

"დიდი მადლობა რომ მქონდა საშუალება "მასტერშეფში" მონაწილეობის. ჩემი კულინარიული გამოცდილება მიუახლოვდა პროფესიულ უნარ-ჩვევებს... ძალიან მიყვარს გემრიელად მომზადება და ეს გემოვნებიანი პროექტი ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ახალი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და გული მწყდება, რომ მივდივარ. მინდოდა ფინალში ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.

მომენატრები "მასტერშეფ", მაგრამ დალის ფეშენ-კაფეში აუცილებლად მოხვალთ" - აღნიშნა დალიმ.

მოდის ექსპერტის თქმით, შოუში მარტას გულშემატკივრობს და სურს მან გაიმარჯვოს, რადგან "მარტა იმსახურებს ბევრ კარგ რამეს ცხოვრებაში".

შეფ კონსტანტინე თედელურმა დალი ჩიტალაძეს გაახსენა, რომ ერთი ხარჩოს ვალი აქვს, შეფ ლევან კობიაშვილმა კი დალის სამზარეულოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა:

"დიდი სიამოვნებით გეწვეოდით და თქვენს არაჩვეულებრივ, გემრიელ კერძებს, ოჯახურად რომ ამზადებთ, სიამოვნებით დავაგემოვნებდი" - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ჩიტალაძე შეფებს დაპირდა, რომ მის საფირმო "დალის შუს" აუცილებლად გაასინჯებს...

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."