სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეგედით დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი
რა შეგედით დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ რა­უნდში ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ არ­სე­ბუ­ლი შე­რე­უ­ლი სა­ა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რულ ნა­წილ­ზე შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის მე­ო­რე რა­უნ­დის შემ­დეგ გა­ან­ცხა­და, რო­მელ­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

„მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დე­გი თემა უკვე იქ­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი კონ­სი­ტუ­ცი­უ­რი მო­დე­ლის,არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლის გან­ხილ­ვა, თუ რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვენ მა­ჟო­რი­ტა­რულ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმის­თვის, რომ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში არ­ჩევ­ნე­ბი იყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გფამჭვირ­ვა­ლე და სა­მარ­თლი­ა­ნი. აქ მო­ვემ­ზა­დე­ბით ჩვენ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ რა­უნდში მო­ვი­ტანთ ამა­ზეც არ­გუ­მენ­ტებს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თემა იც­ვლე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ რა­უნდში ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ არ­სე­ბუ­ლი შე­რე­უ­ლი სა­ა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ფარ­გლებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რულ ნა­წილ­ზე შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებს, რა­ზეც მუ­შა­ო­ბა ისე­დაც გვქონ­და და­წყე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

“ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თველ გუნდთან შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” ოპო­ზი­ცი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის მო­დე­ლის ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი უნდა გა­ნი­ხი­ლოს, რის შემ­დე­გაც კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც ვა­შა­ძემ ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

“დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რას შეგ­ვიძ­ლია და­ვარ­ქვათ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” იძუ­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მიერ - იყოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და და­ა­ნე­ბოს თავი დესტრუქ­ცი­ას, რო­მელ­საც ის ეწე­ვა ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის ში­ნა­არს, პირ­ვე­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან არის ის, რომ ვე­ლო­დე­ბით ეუთო-ოდი­რის დას­კვნას გერ­მა­ნულ მო­დელ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ქარ­თულ სა­არ­ჩევ­ნო მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა კვლავ ძა­ლა­შია. მე­ო­რე- დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მხრი­დან მოხ­და შე­თა­ვა­ზე­ბა ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბის ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხილ­ვა­ზე, მათ შო­რის, მრა­ვალ­მან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ხილ­ვა­ზე, რა­ზეც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არ­გუ­მენ­ტი, რა თქმა, არ აქვს, რომ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კოს­ტი­ტუ­ცი­ას. ამი­ტომ მათ ითხო­ვეს დრო, რომ სა­ბო­ლოო მო­საზ­რე­ბა ამ ცალ­კე­ულ კომ­პო­ნენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით თქვას.

შეხ­ვედ­რა კი­დევ იქ­ნე­ბა. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან” ვე­ლო­დე­ბით, რომ შემ­დგ შეხ­ვედ­რა­ზე ცალ­კე­ულ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად უნდა იყოს გან­ხილ­ვა და მათ უნდა მოგ­ვი­ტა­ნონ სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის თქმით, მმარ­თველ გუნდთან შეხ­ვედ­რა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს არა­კოს­ტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­დათ.

“რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რას, მცდე­ლო­ბა იყო დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბის. უფრო სწო­რად, არა­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბის, რაც ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი იყო, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ წაგ­ვეყ­ვა­ნა ყვე­ლა­ფე­რი კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში და შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს შეხ­ვედ­რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში, რაც გვაქვს”,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა, რათა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” იძუ­ლე­ბუ­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უს­მი­ნოს.

“რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გეგ­მებს, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან ეს არის მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” იძუ­ლე­ბის, რომ მან მო­უს­მი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ადეკ­ვა­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს”,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გე­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ დას­რულ­და. შეხ­ვედ­რა 18:00 სა­ა­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
14

ესაა იგივე რაც ევროპამ კოხაპოტაციაა შემოგვიგდო ,ეს არ უნდა მოხდეს რომ კიდევ დაუშვათ შეცდომა და ნაცებს შინსი მივცეთ რომ მობრუნდნენ ,ბოკერიას 200მილიონი აქს გადახდლი რომ ევოამ მატ სასარგებლდ იმუშაონ ეს გამოჩდა კიდეც,არ დაბლოკოთ

tngh
19

გამორიცხულია, რომ ვინმემ ლოგიკურად დაასაბუთოს, თუ არჩევნების რომელი სისტემაა უფრო სამართლიანი და დემოკრატიული. არჩევანი შერეულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას შორის უნდა გაკეთდეს საერთო სახალხო პლებისციტით!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რა შეგედით დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი

რა შეგედით დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდი

მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ გაანცხადა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებში.

„მოლაპარაკების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსიტუციური მოდელის,არსებული სისტემის ფარგლებში, მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მაჟორიტარულ ნაწილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გფამჭვირვალე და სამართლიანი. აქ მოვემზადებით ჩვენ და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მოვიტანთ ამაზეც არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული შერეული სააარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც მუშაობა ისედაც გვქონდა დაწყებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელის ცალკეული კომპონენტები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

როგორც ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს.

“დღევანდელ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ “ქართული ოცნების” იძულება დიპლომატიური კორპუსის მიერ - იყოს კონსტრუქციული და დაანებოს თავი დესტრუქციას, რომელსაც ის ეწევა ბოლო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, პირველი, გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაშია. მეორე- დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მოხდა შეთავაზება ჩვენი შეთავაზების ცალკეული კომპონენტების დამოუკიდებლად განხილვაზე, მათ შორის, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებლად განხილვაზე, რაზეც “ქართულ ოცნებას” არგუმენტი, რა თქმა, არ აქვს, რომ არ შეესაბამება კოსტიტუციას. ამიტომ მათ ითხოვეს დრო, რომ საბოლოო მოსაზრება ამ ცალკეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვას.

შეხვედრა კიდევ იქნება. “ქართული ოცნებისგან” ველოდებით, რომ შემდგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტებზე კონკრეტულად უნდა იყოს განხილვა და მათ უნდა მოგვიტანონ საკუთარი წინადადება”,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს არაკოსტრუქციული ქმედებების მცდელობა ჰქონდათ.

“რაც შეეხება შეხვედრას, მცდელობა იყო დესტრუქციული ქმედების. უფრო სწორად, არაკონსტრუქციული ქმედების, რაც ყველასთვის ნათელი იყო, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წაგვეყვანა ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში და შემიძლია ვთქვა, ეს შეხვედრა არის მნიშვნელოვანი წარმატება იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც გვაქვს”,- განაცხადა ვაშაძემ.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა “ქართული ოცნება” იძულებული იყოს საზოგადოებას მოუსმინოს.

“რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ეს არის მნიშნელოვანი მექანიზმი “ქართული ოცნების” იძულების, რომ მან მოუსმინოს საზოგადოებას და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღოს”,- განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელები ესწრებოდნენ დასრულდა. შეხვედრა 18:00 საათიდან მიმდინარეობდა.

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ეკა ბესელია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ