სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი
"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

მე მხარს ვუ­ჭერ უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას, - ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სი­ნოდს ჯერ არ უმსჯე­ლია.

მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ რა პო­ზი­ცია აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბის სა­კი­თხზე. ამას­თან, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ორი ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტი, რის შემ­დე­გაც, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ეპი­ფა­ნემ აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის და უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბის იმე­დი აქვს.

„ჩემი პო­ზი­ცია მგო­ნი ყვე­ლამ იცის, მე მხარს ვუ­ჭერ უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ას. რო­გორც ვიცი, რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა იყო ჩა­სუ­ლი და სჯობს, მის მღვდელმთა­ვარს ჰკი­თხოთ. უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხზე სი­ნო­დის სხდო­მა­ზე არ გვიმ­სჯე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მელ­ქი­სე­დეკ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ნო­დის სხდო­მის ჩა­ნიშ­ვნას, რო­გორც მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა აღ­ნიშ­ნა, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღის შე­სა­ხებ მის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის და ამას პატ­რი­არ­ქი გა­და­წყვეტს.

„წმინ­და სი­ნო­დის მოწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს არის მისი უწ­მინ­დე­სო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა, რო­გორც ჩათ­ვლის მისი უწ­მინ­დე­სო­ბა სა­ჭი­როდ, ისე იქ­ნე­ბა, ან გა­ი­მარ­თე­ბა, ან - არა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დეკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
39

ღმერთმა გაგახაროს!

 

muamar kadafi
15

კოსოვო, ავტოკეფალია - მერე ნურაფერი ნუ გიკვირთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე მელქისედეკი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე სინოდს ჯერ არ უმსჯელია.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე. ამასთან, რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი, რის შემდეგაც, მიტროპოლიტმა ეპიფანემ აღნიშნა, რომ მას საქართველოს მხარდაჭერის და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების იმედი აქვს.

„ჩემი პოზიცია მგონი ყველამ იცის, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. როგორც ვიცი, რუის-ურბნისის ეპარქიის სამღვდელოება იყო ჩასული და სჯობს, მის მღვდელმთავარს ჰკითხოთ. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე არ გვიმსჯელია“, - განაცხადა მელქისედეკმა.

რაც შეეხება სინოდის სხდომის ჩანიშვნას, როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, კონკრეტული თარიღის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის და ამას პატრიარქი გადაწყვეტს.

„წმინდა სინოდის მოწვევასთან დაკავშირებით ეს არის მისი უწმინდესობის პრეროგატივა, როგორც ჩათვლის მისი უწმინდესობა საჭიროდ, ისე იქნება, ან გაიმართება, ან - არა“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს