ავტორი:

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად ამოწმებენ გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელს.

მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან.

ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისანი-ვაზისუბანი - 962

სამგორი - 878

საბურთალო - 449

გლდანი - 343

მთაწმინდა - 296

სანზონა - 226

კრწანისი - 213

ნაძალადევი - 174

დიდუბე - 95

ჩუღურეთი - 84

ნუცუბიძე - 72

დიღომი - 41

ვაკე - 26

წყნეთი - 8

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - ქსელზე თვითნებურად დაერთებული და ღია წვის კამერიანი დანადგარები სასიკვდილოა. ნუ გარისკავთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ გაზის სპეციალისტების რეკომენდაციები.

„თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

„თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ - CO (ცეო) კლავს!" - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველ მოციგურავეთა წყვილი იტალიაში გრან პრის მფლობელი გახდა - რევიას და კაზაკოვას ცეცხლოვანი ცეკვა ყინულზე

53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა