თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, რომ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რით დასტურდება, რომ მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ რა მიზნით გამოიყენებოდა ფოტოები, პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება მტკიცდება გამოძებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით.
"მოპოვებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.
მისივე თქმით, ფოტოსესიები მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„11-ვე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, რასაც ასაბუთებდა მათი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხით. სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ამ ნაწილში ბრალდების მხარის პოზიცია და ჩათვალა, რომ მიმალვის საფრთხე არ არსებობდა იმ დოზით, რა დოზითაც არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და აგრეთვე, დანაშაულებრვი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძების სახით, შეუფარდა პატიმრობა“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, დანარჩენი კი არასრულწოვანთა მშობლები არიან. ამავე საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ, კიდევ 11 პირი დააკავეს.
რანაირად მოხვდა ამერიკის მოქალაქე სკოლაში მასწავლებლად? ხომ არ გგონიათ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ქონდა და ისე მოქმედებდა? ამიტომ მართლა მჯერავს შეცდომაში შეიყვანა ყველა ნდობა მოიპოვა და ასე ისარგებლა გაჭირვებული ხალხით. ჩვენი მენტალიტეტის ხალხი ასეთ ცუდ საქმეზე არ დასთანდებოდა
ვიღაც ერთმა გახრწნილმა უცხოელმა აცდუნა 11 ადამიანი! აქ დანაშაულის მიზეზი კარგად უნდა გაირკვას! ძალიან მეეჭვება, რომ ერთი სოფლის 11-მა დედამ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ამ საქმისთვის შეგნებულად გაიმეტა!