ავტორი:

"ვთამაშობ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია" - ვინ არის ნიცა "ჩცდ"-დან, რომლის გმირიც საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა

"ვთამაშობ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია" - ვინ არის ნიცა "ჩცდ"-დან, რომლის გმირიც საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა

ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი კარგად იცნობს ახალ პერსონაჟს, ნიცას - გოგონას, რომელიც სერიალის გმირის, ანასტასია გოცირიძის "მტერია".

"ჩცდ"-ს ახალი სეზონიდან სწორედ ნიცას ქცევებია საზოგადოების განხილვის მთავარი თემა.

გოგონას ბევრი აკრიტიკებს და ზოგჯერ მის გარშემო სოციალურ ქსელში კამათი მწვავე დებატებშიც გადაიზრდება ხოლმე.

ნიცას როლს 13 წლის ირინკა ტყებუჩავა ასრულებს. მისთვის ეს პირველი როლია. გვეუბნება, რომ თავიდან „ნიცას“ მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს ძალიან განიცდიდა, თუმცა ახლა ყოველივეზე მხოლოდ ეცინება.

ირინკა მერვე კლასშია და მსახიობობასთან ერთად, მუსიკითაც არის დაინტერესებული. სურს, რომ მომავალი მსახიობის და მომღერლის პროფესიებს დაუკავშიროს.

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდი, როგორ შეგარჩიეს?

- „ფეისბუქზე" ვნახე ჩცდ-ს ქასთინგი და ვთხოვე დედას წავეყვანე. როგორ და რატომ შემარჩიეს, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. მთავარია, არ დაიძაბო ქასთინგის დროს. ძალიან მოვინდომე.

- მოგეწონა მსახიობობა? ფაქტია, რომ ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის და ისე ბუნებრივად ასრულებ როლს, რომ ადამიანები შენს გმირს შენთან აიგივებენ...

- აქამდე არც ერთ ფილმში, სერიალში და ტელეგადაცემაში არ ვყოფილვარ. ეს ჩემთვის ახალია და თავდაპირველად მიჭირდა გარემოსთან შეგუება, მაგრამ ახლა უფრო თავისუფლად ვარ. მომწონს და არ მბეზრდება იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გვჭირდება გადასაღებად.

- უკვე ხომ არ გადაგიწყვეტია რა პროფესიას აირჩევ?

- ალბათ, სამსახიობოზე ჩავაბარებ. ძალიან მინდა მსახიობი, მომღერალი, არტისტი გამოვიდე და აზრის შეცვლას ჯერ-ჯერობით არ ვაპირებ.

- რაიმე საერთო გაქვს შენს გმირთან, ნიცასთან? რაიმე საერთო მახასიათებელი, რით ჰგავხარ ყველაზე მეტად და შენ, როგორც ირინკა, რას ფიქრობ ნიცაზე?

- ნიცას ხასიათთან საერთო არ მაქვს არაფერი, კიდევ კარგი. მისი არც ერთი თვისება ჩემსას არ ემთხვევა და შესაბამისად, როლიც რთული მაქვს.

იმიტომ, რომ ვასრულებ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ნიცა ზედმეტად შურიანი და უხასიათო გოგოა, შეიძლება ეს ასაკის ბრალიც იყოს. სურს, რომ ეს უხასიათობა სხვაზე გადაიტანოს. მაგრამ ეს მისი ბრალი არაა... წაიკითხეთ ვრცლად

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"