მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"
თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"

ცნო­ბილ­მა მო­დელ­მა თაკო ჩხე­ი­ძემ საქ­მი­ა­ნი ქა­ლე­ბის­თვის დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სის ბრენ­დი Blooms შექ­მნა.

"თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის" და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ჯე­ო­მო­დელ­სის" და­მა­არ­სე­ბე­ლი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტი­ლით, შე­სა­ბა­მი­სად, კო­ლექ­ცი­ის შექ­მნი­სას, კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ბევ­რი არ უფიქ­რია და შექ­მნა ის, რა­საც თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­იც­ვამ­და.

იქო­ნია თუ არა გავ­ლე­ნა მო­დე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მის­მა მე­გო­ბარ­მა, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ და რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი Blooms-ის სა­მო­სი - თაკო ჩხე­ი­ძეს თა­ვის ახალ ამ­პლუ­ა­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩა­ზე, ბრენ­დის შო­უ­რუმ­ში ეს­ტუმ­რა:

- თაკო, რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა?

- ეს ჩემ­თვის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა. იდეა გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა 3 წლის წინ ანა­ლო­გი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნილ­მა ბრენდმა Bespoke Tbilisi, რო­მე­ლიც იმა­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბას მა­მა­კა­ცებს სთა­ვა­ზობს.

ეს არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი სა­მო­სი ახლა უკვე მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვი­საც. ამ ეტაპ­ზე ჩემს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კაფ­სუ­ლა-კო­ლექ­ცია, 15-მდე ნა­მუ­შე­ვარს აერ­თი­ა­ნებს.

Blooms-ის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა, რომ ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­რის­ხის სა­მო­სის შექ­მნა­ზე საქ­მი­ა­ნი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქა­ლე­ბის­თვის, ვის­თვი­საც კომ­ფორტთან ერ­თად, ხა­რის­ხი და სტი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ბრენ­დის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ქსო­ვი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ბრენ­დებ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა, რაც გუ­ლის­ხმობს წვდო­მას მო­დის სამ­ყა­რო­ში ისეთ პო­პუ­ლა­რულ სა­ხე­ლებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: Loro Piana, Dormeuil, Vitale barberis Canonico,Fratelli Tallia Di Delfino, Paolo De Olivera, Maecotto, Marlane, Lanificio Di Pray, Alfredo Rodina, Carlo Barbera, Tollegno, Angeliko, Duka Viskonti Brisbane, Drago, Solbiati, Cerutti...

- ხომ არ იქო­ნია თქვენს ახალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე გავ­ლე­ნა თქვენ­მა მე­გო­ბარ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ?

- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი, მე დი­ზა­ი­ნე­რი არ ვარ. ქარ­თვე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი მუდ­მი­ვად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გე­მოვ­ნე­ბით და დახ­ვე­წი­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით, თუმ­ცა ბევ­რჯერ მსმე­ნია, რომ მათ უჭირ­დათ ხა­რის­ხი­ა­ნი კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მო­სის შე­ძე­ნა, ამი­ტომ რა­საც მე ვიც­მევ, ის შევ­ქმე­ნი კო­ლექ­ცი­ის სა­ხით.

დემ­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, მას ამა­ზე არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. ის ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, რა­ტომ არ აკე­თებ სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­სო. ეს იყო და ეს. ის იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლია, როცა ვხვდე­ბით, ჩემს გეგ­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ არ გვცა­ლია.

- ცნო­ბი­ლია, რომ დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ბოლო ჩვე­ნე­ბა­ზე თქვენს მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი გეც­ვათ...

- კი, ჩემს მიერ შექ­მნი­ლი "ელექტრი­კი" ლურ­ჯი ფე­რის სა­მო­სი მეც­ვა. და­ემ­თხვა და რო­დე­საც ჩვე­ნე­ბა­ზე მი­ვე­დით, აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ლურ­ჯი ფე­რის იყო, რის გა­მოც შემ­დეგ მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა არ შეგ­ვი­თან­ხმე­ბია, ეს უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვა იყო.

- რამ­დენ წელს ით­ვლის თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა?

- დემ­ნას­თან 2010 წლი­დან ვმე­გობ­რობ. იმ დროს ის "მარ­ჯი­ე­ლა­ში" მუ­შა­ობ­და. თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი და პერ­ფორ­მან­სი გა­ა­კე­თა. ორ წე­ლი­წად­ში კი ახალ­ბე­და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლდათ, ამ­დე­ნი წე­ლია ერ­თად მოვ­დი­ვართ.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად ქმნით ამ კო­ლექ­ცი­ას?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დი დი­ზა­ი­ნერ­თან მე­თა­ნამ­შრომ­ლა, მაგ­რამ შემ­დეგ შევ­ცვა­ლე გეგ­მე­ბი, გა­დავ­წყვი­ტე რაც მე მომ­წონს და მაც­ვია, ისე­თი კო­ლექ­ცია შე­მექ­მნა, ამან კი ძა­ლი­ან გა­მი­მარ­ტი­ვა მუ­შა­ო­ბა.

კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მოსს ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის გარ­დე­რობ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს, ამი­ტომ ის დახ­ვე­წი­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს.

- მა­ღა­ლი ფა­სე­ბი აქვს თქვენს ნა­მუ­შევ­რებს?

- უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლე­ბით ვქმნი კო­ლექ­ცი­ას, შე­სა­ბა­მი­სად ფასი და­ბა­ლი არ არის, თუმ­ცა ვინც ნახა, იმ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია, მი­თხრეს, რომ უფრო მა­ღალ ფა­სებს ელოდ­ნენ.

- ხომ არ გეგ­მავთ Blooms-ის სა­ზღვარ­გა­რეთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის ვი­მუ­შა­ვებ, ასე­თი დიდი გეგ­მე­ბი არ მაქვს...

რუსუდანი
0

Blooms-- იქნებ რამე ქართული არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"

ცნობილმა მოდელმა თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის დახვეწილი და ელეგანტური სამოსის ბრენდი Blooms შექმნა.

"თბილისის მოდის კვირეულის" და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსის" დამაარსებელი ყოველთვის გამოირჩევა არაჩვეულებრივი სტილით, შესაბამისად, კოლექციის შექმნისას, კონცეფციაზე ბევრი არ უფიქრია და შექმნა ის, რასაც თავადაც სიამოვნებით ჩაიცვამდა.

იქონია თუ არა გავლენა მოდელის გადაწყვეტილებაზე მისმა მეგობარმა, მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ და რით არის გამორჩეული Blooms-ის სამოსი - თაკო ჩხეიძეს თავის ახალ ამპლუაზე სასაუბროდ AMBEBI.GE ჭონქაძის ქუჩაზე, ბრენდის შოურუმში ესტუმრა:

- თაკო, როდის და რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კოლექციის შექმნა?

- ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც წარმატება მოიპოვა 3 წლის წინ ანალოგიური კონცეფციით შექმნილმა ბრენდმა Bespoke Tbilisi, რომელიც იმავე მომსახურებას მამაკაცებს სთავაზობს.

ეს არის უმაღლესი ხარისხის ქსოვილებისგან შექმნილი სამოსი ახლა უკვე მანდილოსნებისთვისაც. ამ ეტაპზე ჩემს მიერ წარმოდგენილი კაფსულა-კოლექცია, 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს.

Blooms-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, ვისთვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხი და სტილი ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრენდის კიდევ ერთი უპირატესობა მსოფლიოში ცნობილ ქსოვილების მწარმოებელ ბრენდებთან ექსკლუზიური თანამშრომლობაა, რაც გულისხმობს წვდომას მოდის სამყაროში ისეთ პოპულარულ სახელებთან, როგორებიცაა: Loro Piana, Dormeuil, Vitale barberis Canonico,Fratelli Tallia Di Delfino, Paolo De Olivera, Maecotto, Marlane, Lanificio Di Pray, Alfredo Rodina, Carlo Barbera, Tollegno, Angeliko, Duka Viskonti Brisbane, Drago, Solbiati, Cerutti...

- ხომ არ იქონია თქვენს ახალ გამოწვევაზე გავლენა თქვენმა მეგობარმა დემნა გვასალიამ?

- პირველ რიგში ვიტყვი, მე დიზაინერი არ ვარ. ქართველი მანდილოსნები მუდმივად გამოირჩევიან გემოვნებით და დახვეწილი ჩაცმულობით, თუმცა ბევრჯერ მსმენია, რომ მათ უჭირდათ ხარისხიანი კლასიკური სტილის სამოსის შეძენა, ამიტომ რასაც მე ვიცმევ, ის შევქმენი კოლექციის სახით.

დემნას რაც შეეხება, მას ამაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რატომ არ აკეთებ საკუთარ კოლექციასო. ეს იყო და ეს. ის იმდენად დაკავებულია, როცა ვხვდებით, ჩემს გეგმებზე სასაუბროდ არ გვცალია.

- ცნობილია, რომ დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე თქვენს მიერ შექმნილი სამოსი გეცვათ...

- კი, ჩემს მიერ შექმნილი "ელექტრიკი" ლურჯი ფერის სამოსი მეცვა. დაემთხვა და როდესაც ჩვენებაზე მივედით, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ლურჯი ფერის იყო, რის გამოც შემდეგ მეხუმრებოდნენ, თუმცა არ შეგვითანხმებია, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი მეგობრობა?

- დემნასთან 2010 წლიდან ვმეგობრობ. იმ დროს ის "მარჯიელაში" მუშაობდა. თბილისის მოდის კვირეულზე გვყავდა მოწვეული და პერფორმანსი გააკეთა. ორ წელიწადში კი ახალბედა დიზაინერების ჟიურის წევრი გახლდათ, ამდენი წელია ერთად მოვდივართ.

- დამოუკიდებლად ქმნით ამ კოლექციას?

- თავდაპირველად ვფიქრობდი დიზაინერთან მეთანამშრომლა, მაგრამ შემდეგ შევცვალე გეგმები, გადავწყვიტე რაც მე მომწონს და მაცვია, ისეთი კოლექცია შემექმნა, ამან კი ძალიან გამიმარტივა მუშაობა.

კლასიკური სტილის სამოსს ნებისმიერი ქალის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ ის დახვეწილი და ხარისხიანი უნდა იყოს.

- მაღალი ფასები აქვს თქვენს ნამუშევრებს?

- უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით ვქმნი კოლექციას, შესაბამისად ფასი დაბალი არ არის, თუმცა ვინც ნახა, იმდენად ხარისხიანია, მითხრეს, რომ უფრო მაღალ ფასებს ელოდნენ.

- ხომ არ გეგმავთ Blooms-ის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას?

- ჯერჯერობით ქართული ბაზრისთვის ვიმუშავებ, ასეთი დიდი გეგმები არ მაქვს...

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო