ავტორი:

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ჩხოროწყუში, მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს უნდა დაესაბუთებინა პატიმრობის მიზანშეწონილობა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ უსაბრია არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის უფლებადამცველებს.

მამაკაცს, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ჯანო ჭკადუა იცავს. ჩხოროწყუში პოლიციელი მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით, დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეიბს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო თანხმობა აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა