ავტორი:

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის პოპულარიზაცია პოლონეთის 4 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

აჭარის სოფლის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია პოლონეთში, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეწია. გამოფენაზე, სადაც აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სოფლის ნობათი და ტკბილეული დაეგემოვნებინათ, გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ღონისძიებაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ წელს პირველად წარადგინა. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში „აგროტურიზმი და აქტიური ცხოვრება“ სოფლის ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული 100-მდე კომპანია, ტურისტული სააგენტო, ორგანიზაცია და საოჯახო-სასტუმრო სახლები მონაწილეობდა. პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს.

წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის, კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე ანხორციელებს. გარდა ამისა, აქტიურ ონლაინ და გარე რეკლამას აწარმოებს პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრეს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

(R)

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, ლაივკონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

ქართველი ბარონესას ამერიკული ცხოვრება - როგორია ჰოლივუდის ვარსკვლავების მეზობლობა და რა აკავშირებს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსთან