ავტორი:

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, კონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

"პირველად მეგაშოუების ისტორიაში, კონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - გიორგი უშიკიშვილი "მხოლოდ ქართულის" კულუარებზე

16 დეკემბერს "მხოლოდ ქართულის" პირველი ლაივკონცერტი გაიმართება. პროექტი, რომელსაც მონატრებული მაყურებელი დიდი ხანია ელოდება, უკვე არა "რუსთავი 2"-ის ეთერით, არამედ "მთავარ არხზე" გავა. სიახლეა ისიც, რომ "მხოლოდ ქართული" დედაქალაქის არც ერთ ცენტრალური დარბაზში არ შედგება. ლაივკონცერტი პირდაპირ კახეთიდან, "კაჭრეთი ამბასადორიდან" გადმოიცემა.

როგორ ჩაიარა შესარჩევმა ტურებმა, ებრძვიან თუ არა გიორგი უშიკიშვილს ჟიურის წევრი, ცნობილი ქალბატონი და რა სიახლე ელის "მხოლოდ ქართულის" მაყურებელს, ამ კითხვებს უშიკიშვლი AMBEBI.GE-სთან პასუხობს:

- შესარჩევმა ტურებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კარგი კონკურსანტები მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონია, შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ სადღაა ამდენი კარგი შემსრულებელი? მაგრამ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი გენეტიკურად იმდენად არის დაჯილდოებული მუსიკის ნიჭით, რომ ეს მარაგი ულევია. ამასთან, ახალი თაობაც მოდის ისეთი, რომელსაც 18 წელი უსრულდება და შოუში მონაწილეობა უკვე შეუძლიათ. არიან ისეთები, ვინც 2-ჯერ სცადეს ბედი და მაინც არ ეშვებიან, ცდილობენ კონკურსში ისევ მიიღონ მონაწილეობა. ზოგიერთმა წინა სეზონის ყურების დროს გადაწყვიტა, რომ ბედი თვითონაც სცადოს. ასეთ აქტივობას ერთგვარად ქართული სიმღერაც განაპირობებს, რომ პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდება. ხომ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ შეუძლია უცხოენოვანი ჰიტების შესრულება და სხვა მეგაშოუებში ვერ მონაწილეობენ და აქეთ ამიტომ მოდიან. მოკლედ, ეს ყველაფერი განაპირობებს საინტერესო კონკურსანტების ჩვენთან მოზიდვას.

- ე.ი. სხვა კონკურსების ყოფილი მონაწილეებიც მოვიდნენ, ვისაც აქაც უნდათ, ძალები მოსინჯონ...

- კი, არიან ასეთიც... მოკლედ, მრავალფეროვნებაა, მაგრამ ეს ერთადერთი კონკურსია, სადაც მხოლოდ ქართულად მღერიან. ამიტომ, მათი სურვილიც შესაბამისია.

- სამი სეზონია, კონკურსანტების შერჩევაზე ერთი და იგივე ადამიანები მუშაობთ, ჟიურის სამი წევრი (მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი) რა შეიცვალა თქვენი შეფასების კრიტერიუმებში?

- ზოგადად ყველა კონკურსი მაინც სუბიექტურია. საბოლოოდ 10 ადამიანი კი აგვყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 10-ია კარგი. შეიძლება 20 და მეტიც იყოს კარგი და ამ 10 კონკურსანტს მიღმა დარჩნენ. ასეთ დროს ყოველთვის რთულია არჩევანის გაკეთება. ამიტომ ჟიური, წინა კონკურსების გამოცდილებით, უფრო ყურადღებით ვართ. ვცდილობთ, მეტად ამოვწუროთ მონაწილე და მეტი შევიტყოთ მასზე. თუ წინა წლების სეზონების გათვალისწინებით, რაიმე ნაკლი გვქონდა, ვცდილობთ გამოვასწოროთ. მეტი ყურადღებით შევარჩიოთ ათეული.

- შესარჩევი ტურებისას რა იყო ისეთი, რაც გახსოვთ და რაც კადრში ვერ მოხვდა?

- მგონი, პირიქით ხდება, რომ მეგონა, კადრში არ მოხვდებდა, სწორედ ის ეპიზოდებია შეტანილი... ერთმანეთში რომ ვხუმრობდით, საბოლოოდ ისიც კადრში მოხვდა... ამის ფონზე, ბევრი მეუბნება, რომ წელს განსაკუთრებული ხმაურით თუ იუმორით გამოვირჩევი... ჩვენ მონტაჟის პროცესში არ ვმონაწილეობთ, არც წინასწარ ვნახულობთ, რა უნდა გავიდეს ეთერში. ამიტომ, მაყურებელთან ერთად ვნახულობთ ამ ყველაფერს და ბევრი სიურპრიზი გვხვდება ხოლმე. თუმცა ალბათ ამასაც აქვს გარკვეული დადებითი მხარეები, ზუსტად მაშინ, როცა იცი, რომ კამერა გათიშულია, მეტად თავისუფალი, გახსნილი ხარ და შეიძლება, ამ დროს ნათქვამი ფრაზა მაყურებლისთვის საინტერესო აღმოჩნდეს... შესარჩევი ტურები, საბოლოო ჯამში საინტერესო იყო.

- ორ ქალბატონთან ერთად გიწევთ პრაქტიკულად "რბილი დუელი"... როგორია ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ჰო, ხანდახან მიბრაზდებიან...

- მაგრამ კახურ სიხისტეს მაინც არ მიმართავთ...

- სამივეს კადრს მიღმა კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც მგონია, რომ ზედმეტი სიხისტეა გამოსაყენებელი. ის, რომ ავეწყეთ, ვართ უფრო გახსნილები და თავისუფლად ვურთიერთობთ, იმის ბრალიც არის, რომ მესამე სეზონია, ერთად ვართ. ერთმანეთისგანაც ბევრი ვისწავლეთ. წელს როცა მეუბნებიან, რომ იუმორი უფრო მეძალება, ალბათ იმის ბრალიც არის, რომ იქაურობას შევეჩვიე და ცოტათი სხვანაირი გავხდი.

- წელს რა სიახლეებია პროექტში?

- ჩვენი საზოგადოება მეგაშოუებით განებივრებულია, მაგრამ ეს პროექტი მნიშვნელოვანი იმითაა, რომ პირველი მეგაშოუა საქართველოს ისტორიაში, რომლის პირველი ლაივკონცერტი დედაქალაქიდან არ გადაიცემა. ის იქნება კახეთში,"კაჭრეთი-აბასადორში". ამისთვის სპეციალური სცენაც ეწყობა და გარემოც შეიქმნება. პირველი ლაივკონცერტი 16 დეკემბერს გაიმართება და შოუს მაყურებელი 8 კვირის მანძილზე მას პირდაპირ ეთერში იხილავს.

- მარინა ბერიძეს ლაივკონცერტებზე ჟიურის შემადგენლობაში ყოფნა რატომ აღარ მოუწევს?

- მარინა ბერიძემ მუსიკალური პროდიუსინგი ჩაიბარა, ის იქნება მუსიკალური პროდიუსერი, იმუშავებს კონკურსანტებთან სიმღერების შერჩევაზე და მას ექნება ყოველდღიური კავშირი მათთან. იმის გამო, რომ კონკურსის პირობა ასეთია, მუსიკალური ხელმძღვანელი არ უნდა იჯდეს კონკურსის ჟიურიში, ამიტომ, ის ვეღარ იქნება ჟიურის წევრი. სამაგიეროდ, მის ნაცვლად შეირჩევა ახალი წევრი, თუ ვინ, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ამაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - "დადებითი მოლოდინები მაქვს - წესით 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან"

"მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა" - თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს წამყვანი იქნება

ხსნარს, რომლითაც პარლამენტში მოიწამლნენ, ადამიანები კიბოს სამკურნალოდ იყენებენ - რას ამბობს ვეტერინარი