მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"
ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

დე­ლი­ში, ინ­დო­ე­თის პო­ლი­ცი­ამ ქა­ლის ჯგუ­ფუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და დაწ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 4 მა­მა­კა­ცი მოკ­ლა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

მა­მა­კა­ცებს ბრა­ლად ედე­ბო­დათ, 27 ნო­ემ­ბერს, ჰა­ი­და­რა­ბად­ში 27 წლის ქა­ლის ჯგუ­ფუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ მათ ქალი მოკ­ლეს და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი დაწ­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი შემ­თხვე­ვი­დან მე­ო­რე დღეს­ვე და­კა­ვა და ისი­ნი დღემ­დე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იყ­ვნენ.

რო­გორც BBC წერს, პო­ლი­ცი­ელ­თა თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ინ­ცი­დენ­ტის ად­გი­ლას მი­იყ­ვა­ნეს, რათა და­ნა­შა­უ­ლის სუ­რა­თი აღედ­გი­ნათ. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მათ­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა სცა­დეს, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ის­რო­ლეს და ოთხი­ვე მათ­გა­ნი მოკ­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დო­ელ­თა ნა­წი­ლი დამ­ნა­შა­ვე­თა სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მო­ი­თხოვ­და და ამ მო­თხოვ­ნით ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ლი­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრალ­დე­ბულ­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გო, ინ­დო­ე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი მა­მა­კა­ცე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ზე­ი­მო­ბენ და პო­ლი­ცი­ას ქმე­დე­ბას უწო­ნე­ბენ.

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, ამ წუ­თას ბედ­ნი­ე­რი ვარ და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან უბე­დუ­რი, იმი­ტომ რომ ჩემი გო­გო­ნა სახ­ლში აღა­რა­სო­დეს შე­მო­ვა. ვიცი, ახლა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნებს, სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, თუმ­ცა ვფიქ­რობ­დი, რომ სა­მარ­თალს ვე­რას­დროს ვი­პოვ­ნი­დი. არც ერ­თმა ქალ­მა არ უნდა გა­მოს­ცა­დოს ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს შვილს და­ა­ტყდა თავს,"- ამ­ბობს BBC-სთან სა­უბ­რი­სას მსხვერ­პლი გო­გო­ნას დედა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას და კი ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ბრალ­დე­ბულ­თა და­ხოც­ვა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ჩემი და აღარ დაბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ კარ­გია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ხო­ცეს, რად­გა­ნაც სა­ნამ რა­მეს ჩა­ი­დე­ნენ, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფიქ­რდე­ბი­ან და ეს ყვე­ლას­თვის მა­გა­ლი­თია", - ამ­ბობს მსხვერ­პლის და.

ენდი
1

კარგად მოქცეულა პოლიცია! ველურებს ასე უნდა გაუსწორდე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

დელიში, ინდოეთის პოლიციამ ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში ბრალდებული 4 მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

მამაკაცებს ბრალად ედებოდათ, 27 ნოემბერს, ჰაიდარაბადში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურება. გაუპატიურების შემდეგ მათ ქალი მოკლეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი დაწვეს.

პოლიციამ ეჭვმიტანილები შემთხვევიდან მეორე დღესვე დაკავა და ისინი დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ.

როგორც BBC წერს, პოლიციელთა თქმით, ბრალდებულები ინციდენტის ადგილას მიიყვანეს, რათა დანაშაულის სურათი აღედგინათ. სამართალდამცველთა მტკიცებით, ბრალდებულებმა მათთვის იარაღის წართმევა სცადეს, რა დროსაც პოლიციელებმა გაისროლეს და ოთხივე მათგანი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ინდოელთა ნაწილი დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას მოითხოვდა და ამ მოთხოვნით ბოლო დღეების განმავლობაში დელიში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბრალდებულთა გარდაცვალების შესახებ გაიგო, ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ისინი მამაკაცების გარდაცვალებას ზეიმობენ და პოლიციას ქმედებას უწონებენ.

"სიტყვები არ მყოფნის, ამ წუთას ბედნიერი ვარ და ამავდროულად ძალიან უბედური, იმიტომ რომ ჩემი გოგონა სახლში აღარასოდეს შემოვა. ვიცი, ახლა მშვიდად განისვენებს, სამართალმა იზეიმა, თუმცა ვფიქრობდი, რომ სამართალს ვერასდროს ვიპოვნიდი. არც ერთმა ქალმა არ უნდა გამოსცადოს ის უბედურება, რომელიც ჩემს შვილს დაატყდა თავს,"- ამბობს BBC-სთან საუბრისას მსხვერპლი გოგონას დედა.

გარდაცვლილი გოგონას და კი ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან ბრალდებულთა დახოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.

"ჩემი და აღარ დაბრუნდება, მაგრამ კარგია, რომ პოლიციელებმა დამნაშავეები დახოცეს, რადგანაც სანამ რამეს ჩაიდენენ, ადამიანები დაფიქრდებიან და ეს ყველასთვის მაგალითია", - ამბობს მსხვერპლის და.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

რა გააკეთა 42 წლის ბრიტანელმა 105 მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ - "ასე  არავინ მოიქცეოდა..."

ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი