ყველას გვქონია შემთხვევა, გრანდიოზული საახალწლო აქციის პერიოდში სასურველი ნივთის შეძენა რომ ვერ მოვასწარით. მთელი წლის განმავლობაში კი ასეთი ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გვაქვს.
ისიც ხშირად ხდება, ფასდაკლების შესახებ, მისი დასრულების შემდეგ რომ შევიტყობთ-ხოლმე, მაღაზიაში მისულებს კი ყველაფერი გადარჩეული და გაყიდული გვხვდება. ხანდახან, იმგვარ სპეციალურ შემოთავაზებსაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რომელსაც შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში, თანხის დაზოგვაში დაგვეხმაროს.
ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება, კომპანიები კი სხვადასხვა შეთავაზებასა და აქციას გვიმზადებენ. როგორ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო და როგორ უნდა გავხადოთ ეს პროცესი უფრო სარგებლიანი?
1. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ აქციას, რომელიც ერთის ფასად რამდენიმე ნივთს ან მომსახურებას გთავაზობთ
დიდი ალბათობით, ამ ნივთს ან მომსახურებას ახალი წლის შემდეგ მაინც შევიძენთ, ამიტომ უმჯობესია, გადახდილი თანხის სანაცვლოდ მეტი სარგებელი მივიღოთ.
„თიბისი დაზღვევის“ საახალწლო შეთავაზება, რომელიც 31 დეკემბრამდე მოქმედებს, სწორედ ასეთ ხასიათს ატარებს: ავტოდაზღვევის სრული ნაკრების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი „გალფის“ ან „ვენდუს“ 250 ლარამდე ვაუჩერს იღებს, რომლის გამოყენებაც 2020 წლის 31 მარტამდეც კი შეუძლია.
ავტოდაზღვევის სრული ნაკრები მოიცავს ავტომობილის, ავტოპასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას.
ასევე, სასაჩუქრე ნაკრები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების არის კონკრეტული ავტომობილი:
სასაჩუქრე ნაკრები N1:
· გალფის 100 ლარიანი ვაუჩერი ან ვენდუს 125 ლარიანი ვაუჩერი
· თეგეტასა და ვიანორის ფასდაკლების ბარათები (cash back)
· 50%-იანი ფასდაკლება რეცხვის სერვისზე პროვაიდერ სამრეცხაოებში ულიმიტოდ 1 წლის განმავლობაში
სასაჩუქრე ნაკრები N2:
· გალფის 200 ლარიანი ვაუჩერი ან ვენდუს 250 ლარიანი ვაუჩერი
· თეგეტასა და ვიანორის ფასდაკლების ბარათები (cash back)
· 50%-იანი ფასდაკლება რეცხვის სერვისზე პროვაიდერ სამრეცხაოებში ულიმიტოდ 1 წლის განმავლობაში
მოგეხსენებათ, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამ საახალწლო აქციით კი საშუალება გვეძლევა, დავზოგოთ მეტი და მივიღოთ სარგებელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თუნდაც მანქანის რეცხვასთან თუ ავტონაწილებთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ აქციაში მოსახვედრად, ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2. შეადგინეთ სია, რა ნივთები ან მომსახურება გესაჭიროებათ და გადაამოწმეთ, გთავაზობენ თუ არა მათზე აქციებს
ხშირად, ახალი წლის პერიოდში ხელმისაწვდომ ფასად შეძენილი ნივთით ან მომსახურებით, მთელი წლის განმავლობაში კარგ სარგებელს ვიღებთ-ხოლმე. მთავარია, მივაგნოთ მათ. ფასდაკლებების მოძიება კი უფრო მარტივდება, თუ ვიცით, რა გვინდა. ამიტომ უნდა ჩავინიშნოთ, რის შეძენას ვისურვებდით და რა სარგებლის მიღება გვინდა. ეს თანხის დაზოგვაშიც დაგვეხმარება.
3. სავაჭრო ცენტრებს ან ელექტრონული კომერციის პლატფორმებს ფასდაკლების პირველივე დღეებში ესტუმრეთ
სამწუხაროდ, ხშირად ისეც ხდება, დეკემბრის ბოლოს, საჩუქრების ან ჩვენთვის სასურველი ნივთებისა და მომსახურების მისაღებად მისულებს, პროდუქცია გაყიდული ან აქციის ლიმიტი შევსებული გვხვდება. საახალწლოდ ასეთი არასასიამოვნო ფაქტი რომ თავიდან ავირიდოთ და ყველაფერი იმგვარად შევარჩიოთ, როგორც გვსურს, შეთავაზებების პირველივე დღეებში უნდა დავიჭიროთ თადარიგი.
ახალი წლის პერიოდი საჩუქრებისა და სიახლეებისთვის საუკეთესო დროა, მთავარია, ისინი სწორად შევარჩიოთ.