პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება
მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

სე­რია "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი", რომ­ლის მი­მარ­თაც მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სია, 24-ე ტო­მის - "და­ვით ულუს" გა­მოს­ვლით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მკი­თხვე­ლებს გა­უჩ­ნდათ უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბა, რომ ასეთ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტში ვერ აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­ნარ­ქის ბი­ოგ­რა­ფია...

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა და ქარ­თველ მე­ფე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის მეტ­ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი გა­მო­ცე­მის შექ­მნა.

"ორი წლის წინ, რო­დე­საც გა­და­წყდა „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ სე­რი­ის მომ­ზა­დე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით, რომ ეს პრო­ექ­ტი ესო­დენ დიდ მას­შტა­ბებს შე­ი­ძენ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ­ში ის­ტო­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი დი­დია, თუმ­ცა სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მე­ბი ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს იწ­ვევს მკი­თხველ­ში.

"ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ თი­თო­ე­უ­ლი ტომი კი, ძი­რი­თა­დად, პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით გად­მო­ცე­მუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მია. პირ­ვე­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მარ­თლაც რომ ელო­და ამ პრო­ექტს" - პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, ჯაბა სა­მუ­შია.

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 24 ტომ­ში სულ 28 მე­ფის ბი­ოგ­რა­ფია უნდა შე­სუ­ლი­ყო (რამ­დე­ნი­მე ტომ­ში, ერ­თდრო­უ­ლად, ორი მო­ნარ­ქის ბი­ოგ­რა­ფია შე­დი­ო­და). თა­ვი­დან გა­ნი­სა­ზღვრა სია მო­ნარ­ქე­ბი­სა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ვრცე­ლი ნარ­კვე­ვე­ბი და­ი­წე­რე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა პირ­ვე­ლად იწე­რე­ბო­და. ამი­ტომ, ავ­ტო­რე­ბა­დაც, სა­გან­გე­ბოდ შე­ირჩნენ ის მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ამ ეპო­ქებ­ზე.

"თა­მარ მე­ფის" მთე­ლი ტი­რა­ჟი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­ყი­და; შემ­დეგ იყო მე­ო­რე ტი­რა­ჟი, ისიც უმალ­ვე გაქ­რა; შემ­დეგ - მე­სა­მე. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძებ­ნოს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ასე­თი რე­ზო­ნან­სი ჰქო­ნო­და," - ამ­ბობს ჯაბა სა­მუ­შია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სე­რი­ას 12 ტომი და­ე­მა­ტა და იგი 24-ის ნაც­ვლად, 36 ტომს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. გა­მო­ცე­მა თვე­ში ერთხელ, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა.

იოსებ(სოსო)გოგატიშვილი
0

წმ. თამარ მეფე დაიბადა 1166 წლის 14 მაისს-შოთა რუსთველი კი 1166 წლის 14 აგვისტოს...

ავტორი:

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

სერია "ქართველი მეფეები", რომლის მიმართაც მკითხველის დიდი ინტერესია, 24-ე ტომის - "დავით ულუს" გამოსვლით უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მკითხველებს გაუჩნდათ უკმარისობის გრძნობა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი ქართველი მონარქის ბიოგრაფია...

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, პროექტის გაგრძელება და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების მეტნაკლებად სრული გამოცემის შექმნა.

"ორი წლის წინ, როდესაც გადაწყდა „ქართველი მეფეების“ სერიის მომზადება, ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს პროექტი ესოდენ დიდ მასშტაბებს შეიძენდა. რა თქმა უნდა, ჩვენში ისტორიისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სამეცნიერო გამოცემები ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში.

"ქართველი მეფეების“ თითოეული ტომი კი, ძირითადად, პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომია. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მართლაც რომ ელოდა ამ პროექტს" - პროექტის ავტორი, ჯაბა სამუშია.

გათვალისწინებულ 24 ტომში სულ 28 მეფის ბიოგრაფია უნდა შესულიყო (რამდენიმე ტომში, ერთდროულად, ორი მონარქის ბიოგრაფია შედიოდა). თავიდან განისაზღვრა სია მონარქებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ნარკვევები დაიწერებოდა. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა პირველად იწერებოდა. ამიტომ, ავტორებადაც, საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ეპოქებზე.

"თამარ მეფის" მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა; შემდეგ იყო მეორე ტირაჟი, ისიც უმალვე გაქრა; შემდეგ - მესამე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მსგავსი შინაარსის პროექტი, რომელსაც ასეთი რეზონანსი ჰქონოდა," - ამბობს ჯაბა სამუშია.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გადაწყვეტილებით, სერიას 12 ტომი დაემატა და იგი 24-ის ნაცვლად, 36 ტომს გააერთიანებს. გამოცემა თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.