ავტორი:

რატომ სარგებლობს TOYOTA-ს ავტომობილები პოპულარობით და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე

რატომ სარგებლობს TOYOTA-ს ავტომობილები პოპულარობით და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე

კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ჩვენს რეგიონში ნამდვილად გამორჩეული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზი, ბუნებრივია, არის ამ ბრენდის ცნობილი საიმედოობა და გამძლეობა, რომელიც განაპირობებს მასზე ასეთ მაღალ მოთხოვნას.

თუმცა, კომპანიის მხრიდან თავის ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვა არ მთავრდება ავტომობილის წარმოების პროცესთან ერთად. საინტერესო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდეს „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა, რომელსაც ქვევით გთავაზობთ:

კომპანია TOYOTA-ს ფილოსოფიის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს „კაიზენი“, რაც იაპონურიდან თარგმანში ნიშნავს მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობს აღნიშნული მიდგომით არა მხოლოდ ახალი ავტომობილების შექმნის დროს, არამედ ბაზარზე უკვე არსებული ავტომობილების მონიტორინგის პროცესშიც. სწორედ ამიტომ, კომპანია ტოიოტა დროდადრო ატარებს სერვისის სპეციალურ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილებით შეცვლაც.

მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს, საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს თავისი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში https://www.toyota.ge/vincheck ლინკზე.

დადებითი პასუხის შემთხვევაში მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს საქართველოში: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ლექსუს თბილისს, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპანიის ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ახალ სპეციალურ კამპანიებზე. შესაბამისად, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

R

"სილქნეტი" "ვიკინგების" მეექვსე სეზონის  ჩვენებას იწყებს

ღონისძიება, რომელიც მშობლებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოტოვონ - სკოლების გამოფენა "ექსპო ჯორჯიაში"

„ნატახტარი პლატინუმი - 4 მარცვლის გემო“ - ახალი გემო ლუდის მოყვარულთათვის!