ავტორი:

"სილქნეტი" "ვიკინგების" მეექვსე სეზონის  ჩვენებას იწყებს

"სილქნეტი" "ვიკინგების" მეექვსე სეზონის  ჩვენებას იწყებს

სკანდინავიური საგას - "ვიკინგების" ფინალური სეზონის პირველი ორი სერიის პრემიერა Silk TV-ის ეთერით 6 დეკემბერს შედგება.

ყოველ პარასკევს,14:00 და 22:00 საათზე - არხი „სილქ უნივერსალი“ მაყურებელს ახალ-ახალ ეპიზოდს შეsთავაზებს ქართულ ენაზე.

არხზე სულ ახლახანს დასრულდა მე-5 სეზონის ჩვენება. მაყურებელს შეეძლო ყველა სეზონისთვის მიედევნებინა თვალი. სწორედ „სილქ უნივერსალზე“, ქართულ ტელესივრცეში პირველად, შედგა მე-4 და მე-5 სეზონის პრემიერაც.

6 დეკემბრიდან კი მაყურებელს 10 ახალი სათავგადასავლო ეპიზოდი ელის.

კინომოყვარულებს კომპანია "სილქნეტი" მუდმივად თავაზობს სიახლეებს. მათთვის შექმნილია, როგორც თემატური პაკეტები, კინოკატალოგი Amediateka, ასევე ვიდეოთეკა, სადაც მსოფლიო რეიტინგული კინო პროდუქციაა განთავსებული. სერვისს გადახვევა დაპაუზების ფუნქცია გააჩნია და ასევე HD ხარისხით აწვდის ტელე პროგრამას მომხმარებელს.

არხი "სილქ უნივერსალი", Silk TV-ის სერვისის გარდა, სხვა საკაბელო ტელევიზიების ქსელით და ციფრული ფორმატითაც (სიგნალი დეციმეტრული ანტენით და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობით SET-TOP-BOX)მაუწყებლობს. ამ არხით გასული „ვიკინგების“ ფინალური სეზონის ნახვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"სილქნეტი" თავის მომხმარებელს მხოლოდ ლიცენზირებულ კინო პროდუქციას აწვდის. კომპანიას მსოფლიო ინდუსტრიებთან გაფორმებული აქვს სპეციალური კონტრაქტები, რაც მას საშუალებას აძლევს ქვეყნის შიგნით საავტორო, საკუთრების თუ ინტელექტუალურ უფლებები დაიცვას.

სილქნეტი - ყველაფერი კავშირშია!

რე|ბანკის საახალწლო აქცია

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე

"ნიკორას" მასტერკლასი პატარა შეფებისთვის