ავტორი:

წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი გამოვა

წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი გამოვა

9 დეკემბერიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი - "წნევის პრობლემები" იქნება ხელმისაწვდომი.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.

სერიის მეორე წიგნში მკითხველი მოიძიებს ინფორმაციას დიეტებზე, რომლებიც წონაში დასაკლებად და არტერიული წნევის დასაწევად გამოადგებათ; გაეცნობა გავრცელებული მედიკამენტების სიას, რომელთა მიღებითაც წნევა იმატებს; აქვეა სახლში წნევის გასაზომი ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქცია.

გზამკვლევების თარგმანზე გამოცდილი მთარგმნელები - ნინო მესტვირიშვილი და ნინო ბელთაძე მუშაობდნენ.

"ეს საქმე ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. თარგმნისას ყველა დეტალი და ყველა ტერმინი სანდო წყაროებთან არის გადამოწმებული," - ნინო მესტვირიშვილი.

გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში "წნევის პრობლემები" გაზეთთან ერთად, სპეციალურ ფასად - 8 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"პეპელა" და "ბიბლუსი" ერთად - საუკეთესო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"