პოლიტიკა
მსოფლიო

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან
"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის ფილ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1990-იან წლებ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ინ­დო­ე­ლო მსა­ხი­ო­ბის რაჯ კა­პუ­რის ძმის, შაში კა­პუ­რის რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ი­ღეს. ფილ­მს "შავი უფ­ლის­წუ­ლი აჯუ­ბა" ერ­ქვა და მას­ში მთა­ვარ როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ას­რუ­ლებ­და. ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ასე­ვე არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია, ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძე, აბე­სა­ლომ ლო­რია და ირაკ­ლი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი 21 წე­ლია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. იგი ბო­ლოს ჰო­ლი­ვუ­დის ფილმში გა­და­ი­ღეს და მი­უ­ხე­და­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა:

- ჩემ­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რომ ამ ფილმზე ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა 30 წლის შემ­დეგ მი­წევს... არ მო­ვე­ლო­დი! სას­წა­უ­ლე­ბის და მის­ტი­კის არ მჯე­რავს, მაგ­რამ რა­საც გი­ამ­ბობთ, თქვენც გა­გა­ო­ცებთ... თუ რამე გან­საც­დე­ლი მაქვს, ხში­რად თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­მიგ­რძელ­დეს და გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ­დე, მაგ­რამ შემ­დეგ სიზ­მარ­ში ვხე­დავ შვე­ბას...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ 3 წელი ჩემი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით არ­სად არ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ძა­ლი­ან მინ­დო­და ფილ­მებ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გა­და­ღე­ბუ­ლი... ამ­დე­ნი ფიქ­რი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ მე­სიზ­მრა, თით­ქოს კე­დელ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი ფოტო იყო გა­მო­ფე­ნი­ლი და ყვე­ლა ფო­ტო­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ჩაც­მუ­ლო­ბა მქონ­და... რომ გა­მო­მეღ­ვი­ძა, ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე და ვნა­ხე, იური მე­ჩი­თოვ­ზე იყო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და მის­მა ფო­ტო­ებ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ვი­ფიქ­რე იური მე­ჩი­თოვ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მის ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში ფო­ტო­ე­ბი გა­და­მე­ღო და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის აღ­რი­ცხვა­ზე გა­მეგ­ზავ­ნა... იური მე­ჩი­თოვ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღო და მისი წყა­ლო­ბით ინ­დუ­რი ჯგუ­ფის მიერ გა­და­ღე­ბულ ფილმში მთა­ვარ როლ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ როლ­ზე კა­პუ­რის ძმიშ­ვი­ლიც იყო შერ­ჩე­უ­ლი და მე და­მატ­კი­ცეს, რა­საც ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი! იური მე­ჩი­თო­ვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 6 ფილმში ვი­თა­მა­შე, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის მიწ­ვე­ვით... ფაქ­ტი­უ­რად ქარ­თულ ფილ­მებ­ში არ ვყო­ფილ­ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, სულ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მო­მი­წია გა­და­ღე­ბა. ახლა კი­დევ მი­თხრეს, რომ სულ მალე სი­ურპრი­ზის სა­ხით მე­ტყვი­ან ორი ინ­დუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ...

- 30 წლით უკან რომ დავ­ბრუნ­დეთ, გვი­ამ­ბეთ მა­შინ­დელ გა­და­ღე­ბა­ზე...

- დიახ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ჩა­მო­ვი­და ლე­გენ­და­რუ­ლი შაში კა­პუ­რი. რუს რე­ჟი­სო­რებს და­უ­კავ­შირ­და, რად­გან გა­და­ღე­ბე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი შეგ­ვარ­ჩი­ეს... რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­ღე­ბებს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ რუ­სე­თი ყო­ველ­თვის კონ­ფლიქ­ტუ­რი, პრობ­ლე­მუ­რი იყო და მა­ში­ნაც შაში კა­პურს ნერ­ვე­ბი და­ა­წყვი­ტეს, ჯგუ­ფი ორად გა­ი­ყო და ფილ­მის ორი სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი გა­და­ი­ღეს. ერთი საბ­ჭო­თა ხალ­ხის­თვის და ერთი რო­გორ­საც ინ­დო­ე­ლე­ბი იღე­ბენ. შაში კა­პუ­რი ეუბ­ნე­ბო­და, თქვენ­თან მუ­შა­ო­ბა აღარ მინ­დაო... მეც თვე­ნა­ხე­ვა­რი კი­დევ უნდა მქო­ნო­და ინ­დო­ეთ­ში გა­და­ღე­ბე­ბი, მაგ­რამ რომ და­მი­რე­კეს, უა­რის თქმა მო­მიხ­და... ყვე­ლა­ფერს "კა­გე­ბე" წყვეტ­და და ჩემ­ზე არა­ფე­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ისე გა­და­მი­კე­ტეს გზე­ბი, ინ­დო­ეთ­ში ვე­ღარ გა­დავფრინ­დი.

- ანუ "კა­გე­ბე" ყვე­ლას გა­ვიწ­რო­ვებ­დათ?

- წარ­მო­უდ­გენ­ლად გვა­ვიწ­რო­ვებ­და... მე წი­ნას­წარ მკაც­რად გა­მაფრ­თხლეს, რომ მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­ფერ­ზე უნდა დავ­თან­ხმე­ბო­დი... ოთხ წე­ლი­წად­ში საბ­ჭო­თა წყო­ბა და­ინ­გრა და მა­შინ რომ მცოდ­ნო­და, ასე მალე და­ინ­გრე­ო­და, გა­ცი­ლე­ბით მეტს გავ­ბე­დავ­დი.

კად­რი ფილ­მი­დან "შავი უფ­ლის­წუ­ლი აჯუ­ბა"

- რა რო­ლე­ბი გქონ­დათ ქარ­თვე­ლებს, ფილ­მი რა­ტომ ვერ გახ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- ფილ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის აღა­რა­ვის ეცა­ლა! 1991 წელი იყო, ომი, შიმ­ში­ლო­ბა და არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო... ინ­დო­ეთ­ში კი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფილ­მი გახ­და, რად­გან ინ­დო­ე­თის ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ ფილმში გა­და­ღე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის რო­ლებს – არი­ად­ნა შენ­გე­ლა­ია პრინ­ცე­სას როლს თა­მა­შობ­და, შემ­დეგ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში დგე­ბა ვე­ზი­რი, რომ­ლის შვი­ლის როლს მე ვას­რუ­ლებ­დი... ინ­დო­ე­ლებს უყ­ვართ სხვა ფილ­მე­ბი­დან სცე­ნა­რე­ბის აღე­ბა და შემ­დეგ სა­კუ­თარ­ზე მორ­გე­ბა. ეს ფილ­მიც "ზო­როს" ინ­დუ­რი ვა­რი­ან­ტია.

- თქვენ­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ინ­დურ კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კარ­გი იყო, მაგ­რამ სა­წყე­ნი ის იყო, რომ ყვე­ლა მი­პა­ტი­ჟე­ბა­ზე უა­რის თქმა მი­წევ­და. თით­ქოს "კა­გე­ბეს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩემ­ზე ჭკვი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ყვე­ლა მიწ­ვე­ვა­ზე ჩემს ნაც­ვლად უა­რით პა­სუ­ხობ­დნენ. რეს­ტო­რან­შიც კი თუ ვინ­მე დამ­პა­ტი­ჟებ­და, სა­ი­დან­ღაც "კა­გე­ბეს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მოძ­ვრე­ბო­და და ეუბ­ნე­ბო­და, ვერ შეძ­ლებს წა­მოს­ვლას, არ სცა­ლი­აო... არ ვიცი, რამ­დენ სი­კე­თე­ზე მო­მიხ­და უარი მათ გამო...

- რამ­დე­ნი წე­ლია ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბით?

- უკვე 21 წე­ლია აქ ვარ... მე­გო­ნა მალე დავ­ბრუნ­დე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ დღემ­დე შევ­რჩი. ბო­ლოს ჰო­ლი­ვუ­დის ფილმში "ღა­მის მო­სი­ა­რუ­ლე" გა­და­მი­ღეს, პა­ტა­რა და სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლია, ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ვი­თა­მა­შე. სად აღარ მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა, ჩემს საქ­მეს ნელ-ნელა ვუბ­რუნ­დე­ბი. იგი­ვე რე­ჟი­სორ­თან მალე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლ­ზე თა­მა­ში მო­მი­წევს.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ გაქვთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი?

- დიახ... ჩემი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ივ­ნის­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვი­წყებ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
45

1991 წელს არც ომი იყო და არც შიმშილობა.

noe
12

1991 ში მესამე კურსზე ვიყავი, არაფერი შიმშილობა არ იყო. მეჩითოვის ბრალია ყველაფერი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან

"ზოროს" ინდური ვერსია, სადაც არიადნა შენგელაია პრინცესას როლში იყო - 90-იან წლებში გადაღებული ფილმი, რომელზეც საქართველოში არაფერი იციან

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის ფილმის შესახებ, რომელიც 1990-იან წლებში ლეგენდარული ინდოელო მსახიობის რაჯ კაპურის ძმის, შაში კაპურის რეჟისორობით გადაიღეს. ფილმს "შავი უფლისწული აჯუბა" ერქვა და მასში მთავარ როლს ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი ასრულებდა. ფილმში მონაწილეობდნენ ასევე არიადნა შენგელაია, ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია და ირაკლი ხიზანიშვილი.

გიორგი დარჩიაშვილი 21 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი ბოლოს ჰოლივუდის ფილმში გადაიღეს და მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ინტერვიუზე დაგვთანხმდა:

- ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, რომ ამ ფილმზე ინტერვიუს მიცემა 30 წლის შემდეგ მიწევს... არ მოველოდი! სასწაულების და მისტიკის არ მჯერავს, მაგრამ რასაც გიამბობთ, თქვენც გაგაოცებთ... თუ რამე განსაცდელი მაქვს, ხშირად თვეების განმავლობაშიც შეიძლება გამიგრძელდეს და გამოსავალს ვერ ვხედავდე, მაგრამ შემდეგ სიზმარში ვხედავ შვებას...

- რას გულისხმობთ?

- ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 3 წელი ჩემი პროფესიის მიხედვით არსად არ ვიყავი დაკავებული, რასაც ძალიან განვიცდიდი. რასაკვირველია ძალიან მინდოდა ფილმებში ვყოფილიყავი გადაღებული... ამდენი ფიქრისა და ნერვიულობის შემდეგ მესიზმრა, თითქოს კედელზე ძალიან ბევრი ჩემი ფოტო იყო გამოფენილი და ყველა ფოტოზე სხვადასხვანაირი ჩაცმულობა მქონდა... რომ გამომეღვიძა, ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, იური მეჩითოვზე იყო გადაცემა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მისმა ფოტოებმა გაიმარჯვა. ვიფიქრე იური მეჩითოვთან მივსულიყავი, მის ფოტოატელიეში ფოტოები გადამეღო და საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების აღრიცხვაზე გამეგზავნა... იური მეჩითოვმა არაჩვეულებრივი ფოტოები გადამიღო და მისი წყალობით ინდური ჯგუფის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლზე აღმოვჩნდი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ როლზე კაპურის ძმიშვილიც იყო შერჩეული და მე დამატკიცეს, რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი! იური მეჩითოვის გადაღებული ფოტოების მეშვეობით 6 ფილმში ვითამაშე, საბჭოთა კავშირის კინოსტუდიების მიწვევით... ფაქტიურად ქართულ ფილმებში არ ვყოფილვარ დაკავებული, სულ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომიწია გადაღება. ახლა კიდევ მითხრეს, რომ სულ მალე სიურპრიზის სახით მეტყვიან ორი ინდური პროექტის შესახებ...

- 30 წლით უკან რომ დავბრუნდეთ, გვიამბეთ მაშინდელ გადაღებაზე...

- დიახ, საბჭოთა კავშირში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა ლეგენდარული შაში კაპური. რუს რეჟისორებს დაუკავშირდა, რადგან გადაღებები რუსეთის ტერიტორიაზეც უნდა ყოფილიყო. მსახიობებიდან მხოლოდ ქართველები შეგვარჩიეს... რაც შეეხება გადაღებებს, მოგეხსენებათ რუსეთი ყოველთვის კონფლიქტური, პრობლემური იყო და მაშინაც შაში კაპურს ნერვები დააწყვიტეს, ჯგუფი ორად გაიყო და ფილმის ორი სხვადასხვა ვარიანტი გადაიღეს. ერთი საბჭოთა ხალხისთვის და ერთი როგორსაც ინდოელები იღებენ. შაში კაპური ეუბნებოდა, თქვენთან მუშაობა აღარ მინდაო... მეც თვენახევარი კიდევ უნდა მქონოდა ინდოეთში გადაღებები, მაგრამ რომ დამირეკეს, უარის თქმა მომიხდა... ყველაფერს "კაგებე" წყვეტდა და ჩემზე არაფერი იყო დამოკიდებული. ისე გადამიკეტეს გზები, ინდოეთში ვეღარ გადავფრინდი.

- ანუ "კაგებე" ყველას გავიწროვებდათ?

- წარმოუდგენლად გვავიწროვებდა... მე წინასწარ მკაცრად გამაფრთხლეს, რომ მათი ნებართვის გარეშე არაფერზე უნდა დავთანხმებოდი... ოთხ წელიწადში საბჭოთა წყობა დაინგრა და მაშინ რომ მცოდნოდა, ასე მალე დაინგრეოდა, გაცილებით მეტს გავბედავდი.

კადრი ფილმიდან "შავი უფლისწული აჯუბა"

- რა როლები გქონდათ ქართველებს, ფილმი რატომ ვერ გახდა საბჭოთა კავშირში პოპულარული?

- ფილმის პოპულარიზაციისთვის აღარავის ეცალა! 1991 წელი იყო, ომი, შიმშილობა და არეულობა დაიწყო... ინდოეთში კი ძალიან ცნობილი ფილმი გახდა, რადგან ინდოეთის ყველაზე აღიარებული და ძვირადღირებული მსახიობები იყვნენ ფილმში გადაღებული. რაც შეეხება ქართველების როლებს – არიადნა შენგელაია პრინცესას როლს თამაშობდა, შემდეგ ქვეყნის სათავეში დგება ვეზირი, რომლის შვილის როლს მე ვასრულებდი... ინდოელებს უყვართ სხვა ფილმებიდან სცენარების აღება და შემდეგ საკუთარზე მორგება. ეს ფილმიც "ზოროს" ინდური ვარიანტია.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინდურ კინოსტუდიასთან თანამშრომლობა?

- ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იყო, მაგრამ საწყენი ის იყო, რომ ყველა მიპატიჟებაზე უარის თქმა მიწევდა. თითქოს "კაგებეს" წარმომადგენლები ჩემზე ჭკვიანები იყვნენ და ყველა მიწვევაზე ჩემს ნაცვლად უარით პასუხობდნენ. რესტორანშიც კი თუ ვინმე დამპატიჟებდა, საიდანღაც "კაგებეს" წარმომადგენელი გამოძვრებოდა და ეუბნებოდა, ვერ შეძლებს წამოსვლას, არ სცალიაო... არ ვიცი, რამდენ სიკეთეზე მომიხდა უარი მათ გამო...

- რამდენი წელია ამერიკაში იმყოფებით?

- უკვე 21 წელია აქ ვარ... მეგონა მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ დღემდე შევრჩი. ბოლოს ჰოლივუდის ფილმში "ღამის მოსიარულე" გადამიღეს, პატარა და საინტერესო როლია, ციხის ზედამხედველი ვითამაშე. სად აღარ მომიხდა მუშაობა, ჩემს საქმეს ნელ-ნელა ვუბრუნდები. იგივე რეჟისორთან მალე უფრო მნიშვნელოვან როლზე თამაში მომიწევს.

- საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ შემოქმედებითი გეგმები?

- დიახ... ჩემი სცენარის მიხედვით ივნისში ფილმის გადაღებას ვიწყებ.

"ჭავჭავაძის გამზირი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა" - თბილისის ვიცე-მერი

ადიგენში მეხი ჩამოვარდა, რამაც შენობაში ხანძარი გამოიწვია

"გაჭედილი" ვაკე - რა ხდება ჭავჭავაძეზე მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა ახალი სქემის მიხედვით მოძრაობა დაიწყეს (ფოტო)