ავტორი:

შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

წალენჯიხაში სამართალდამცავის, მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბესიკ ფიფია აცხადებს, რომ გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა, მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს, ის დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფიფიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც ყურაშვილი განმარტავს, სამართალდამცავებს შორის შელაპარაკებას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე დაკითხეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციელი იმავე საღამოს, გენინსპექციის ჩასვლის შემდეგ დააკავეს.

„ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა. შელაპარაკების რამე განსაკუთრებულ მიზეზს ის არ ასახელებს. მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, თანამშრომლები არიან, ზოგჯერ ერთადაც უწევდათ მორიგეობა. ბრალდების ფორმულირებას, რომ ბესიკ ფიფიას მამუკა ქარდავას მოკვლა უნდოდა, არ ეთანხმება. ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია, რომ კონფლიქტში სხვებიც მონაწილეობდნენ, არ გვაქვს. სხვები უბრალოდ იქ იყვნენ, თორემ ამ ფაქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

როგორც ვიცი, ბესიკი იმ დღეს არ მუშაობდა, მეორე პოლიციელი კი სავარაუდოდ, მუშაობდა. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, დეტალებს არ ვიცნობ. ჩაცხრილული ავტომობილი დაზარალებულს არ ეკუთვნის, ის სხვა პირისაა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა, სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

ფიფია ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. იმ დღეს ექიმთან ყოფილა, რაღაც პროცედურა ჩაუტარდა, როგორც ვიცი, ანესთეზიაც გაუკეთეს“, - განაცხადა ყურაშვილმა.

ბესიკ ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურა სავარაუდოდ, სასამართლოს დღეს მიმართავს. როგორც ყურაშვილი აცხადებს, ის სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენონ, ან ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში პოლიციელებს შორის დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთმა კოლეგა სამართალდამცავს ესროლა, გუშინწინ მოხდა. ის იმავე დღეს დააკავეს. სამართალდამცველების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

ბავშვების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები