სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართულ ბიზნესში და „ლიდერფუდის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართულ ბიზნესში და „ლიდერფუდის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი

კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ­ლი­თაც კომ­პა­ნი­ე­ბი მუდ­მი­ვად კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ ერ­თმა­ნეთს და სა­ბო­ლო­ოდ პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს იღებს რო­გორც ბიზ­ნე­სი, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მისი კონ­ცეფ­ცია 1950–იან წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი 1971 წელს აშშ–ში გან­ხორ­ცი­ელ­და. მას შემ­დეგ კომ­პა­ნი­ე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ჩი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და ეს ტენ­დენ­ცია ნელ–ნელა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მკვიდ­რდე­ბა.

ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ დღეს ბა­ზარ­ზე ერთ–ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის “ლი­დერ­ფუ­დის“ მაღ­ზი­ა­თა ქსე­ლის დი­რექ­ტორს ნანა ტა­ბა­ტა­ძეს მივ­მარ­თეთ.

ზო­გა­დად, რა­ტომ არის კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის (CSR) კარ­გი კამ­პა­ნია?

CSR კამ­პა­ნია ერთ პრინ­ციპს ეხ­მი­ა­ნე­ბა - მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. ეს გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის, არა­მედ კომ­პა­ნი­ის მი­მართ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. ზო­გა­დად, არ არ­სე­ბობს სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი

სა­ერ­თო ჯამ­ში მკვლე­ვა­რებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რი­საც კი არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი აზრი, თუ რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კარ­გი CSR კამ­პა­ნია, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა თან­ხმდე­ბა, რომ ეს არის ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის ისე­თი მო­დე­ლი, რო­მელ­შიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­დე­გი კი ცალ­სა­ხად აი­სა­ხე­ბა კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბა­ზე.

დღეს ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის CSR კამ­პა­ნი­ებს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც მდგრა­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­სა და კომ­პა­ნი­ის­თვის ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო მოქ­მე­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი პრო­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს , რო­მელ­თა­გან გა­ვიხ­სე­ნებ­დი CSR ჯილ­დო 2018-ის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რა­მო­დე­ნი­მე პრო­ექტს: „ნა­ტახ­ტა­რის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი – ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბა, „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრო­ექ­ტი: წიგ­ნი ყვე­ლა სო­ფელს. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ – პრო­ექ­ტი : Donate.ge – ქველ­მოქ­მე­დე­ბა მარ­ტი­ვად.

CSR-ის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს. რო­მე­ლი მათ­გა­ნია თქვე­ნი აზ­რით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

ხში­რად დას­მუ­ლა კი­თხვა სხვა­დას­ხვა მე­ნე­ჯე­რის­გან: „ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცია ითხოვს ჩვენს დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ჩვენ ისი­ნი და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეთ?“

შერ­ჩე­ვი­სას ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ თავ­და­პირ­ვე­ლად პა­სუ­ხი გა­ე­ცეს შე­კი­თხვებს: „შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს ჩვენს გა­რე­შე ?“ „ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბით ეს პრობ­ლე­მა უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მოგ­ვარ­დე­ბა?“ რო­დე­საც ჩვე­ნი კომ­პა­ნია სცემს ამ შე­კი­თხვებს პა­სუხს, უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

CSR სტრა­ტე­გია, რო­მე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დღეს ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში, გან­სა­ზღვრავს კომ­პა­ნი­ის მო­ვა­ლე­ო­ბებს და გვეხ­მა­რე­ბა სწო­რედ შე­ვარ­ჩი­ოთ თუ რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს კომ­პა­ნი­ამ და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს.

მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­სა­ზღვრი­სას პირ­ვე­ლი, რა­საც ვა­კე­თებთ, არის ის, რომ ვამ­ყა­რებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ვა­ტა­რებთ კვლე­ვას, ვხვდე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს და სწო­რედ ამის მერე ვსა­ზღვრავთ, თუ რო­მელ სფე­რო­ზე უნდა ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

დღე­ი­სათ­ვის ჩვე­ნი კომ­პა­ნია უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

ზო­გა­დად, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ CSR პრო­ექ­ტი არ იყოს ერთჯე­რა­დი?

ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის და ბიზ­ნეს რე­პუ­ტა­ცი­ის გამ­ყა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ინ­სტრუ­მენ­ტი. კვლე­ვე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იზ­რდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ბიზ­ნეს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­მართ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, ხოლო პო­ტენ­ცი­უ­რი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი მო­მა­ვა­ლი დამ­საქ­მებ­ლის არ­ჩე­ვის დროს მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბით. კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, უფრო და­დე­ბი­თად სა­უბ­რო­ბენ რო­გორც დამ­საქ­მებ­ლებ­ზე.

გლო­ბა­ლუ­რი ბაზ­რის ახა­ლი წე­სე­ბის გა­თა­ვი­სე­ბის შე­დე­გად, ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სულ უფრო მე­ტად და­ი­წყეს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ჩარ­თვა გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებ­ში. ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თარ­და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მარ­ტი­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო დო­ნა­ცი­ი­დან და სპონ­სო­რო­ბი­დან გა­და­იქ­ცა სტრა­ტე­გი­ულ კოპ­ლექ­სურ, მდგრად და ყვე­ლა მხა­რის­თვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცი­ად. სა­წარ­მო­ე­ბი სულ უფორ მე­ტად ერ­თვე­ბი­ან მდგრად სა­თე­მო პროგ­რა­მებ­ში და აღი­ა­რე­ბენ ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის.

სწო­რედ ასე­თი ხან­გრძლი­ვი პრო­ექ­ტი მდრა­დი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად არის ნამ­დვი­ლი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არა – ერთჯე­რა­დი საქ­ველ­მოქ­მე­დი აქ­ცია.

და­ახ­ლო­ე­ბით რა თან­ხას ხარ­ჯავს „ლი­დერ­ფუ­დი“ CSR პრო­ექ­ტებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად?

კონ­კრე­ტუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი არ გავ­ქვს, რად­გან არა­ვინ იცის, ვის და რა დო­ზით დას­ჭირ­დე­ბა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბი აფი­ში­რე­ბის გა­რე­შე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე­თია ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა, თუმ­ცა აუ­ცი­ებ­ლად მინ­და, რომ გაჟ­ღერ­დეს ძეგ­ვის თავ­შე­სა­ფარ­ზე. მი­ზა­ნი კი ის არის, რომ კი­დევ უფრო მეტი კომ­პა­ნია და­ვი­მე­გობ­როთ, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებს და ამ თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნელს გვერ­დში დგო­მა ჭირ­დე­ბათ,

ჩვე­ნი სა­წარ­მოც და სა­თა­ვო ოფი­სიც მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უი­დე­სი ნა­წი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან. ამ­ბე­ბიც სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და ძეგ­ვის ის­ტო­რია სწო­რედ ასე მო­ვი­და ჩვე­ნამ­დე. თავ­შე­სა­ფარ­ში 18 ბავ­შვია, და­ახ­ლო­ე­ბით 75 ადა­მი­ა­ნი ყავთ სულ. ამ ყვე­ლა­ფერს კი ის ქალ­ბა­ტო­ნი უძღვე­ბა, ვინც ამა­ვე თავ­შე­ფარ­ში გა­ი­ზარ­და და მუ­დი­ვად ცდი­ლობს, წინ წა­ვი­დეს და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს. არ მაქვს უფ­ლე­ბა, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მოვ­ყვე ყვე­ლა ის­ტო­რია, რაც მო­ვის­მი­ნე და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, თუმ­ცა გე­ტყვით , რომ ამ სა­ო­ცარ და ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იქ ცხოვ­რობს რთუ­ლი პე­რი­ო­დი უდ­გათ და ყვე­ლას გვერ­დით დგო­მა ჭირ­დე­ბათ, აქ ელე­მენ­ტა­რულ შა­ქარ­ზე და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­დუქ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ვე­ცა­დეთ, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე დღე შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით სი­ურპრი­ზი მო­ვუ­წყეთ და და­უ­გეგ­მა­ვად მი­ვე­დით ანი­მა­ტო­რებ­თან და ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არ იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი. იმე­დი გვაქვს, მათი ღი­მი­ლი და ემო­ცი­ე­ბი რაც იმ დღეს ერ­თად გან­ვი­ცა­დეთ, მუდ­მი­ვი გახ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბი უდი­დეს წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წე­ვენ.

შაკო
1

კაი ჩასახუტებელი ქალი კია და პროექტის არ ვიცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართულ ბიზნესში და „ლიდერფუდის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართულ ბიზნესში და „ლიდერფუდის“ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ის მიმართულებაა, რომლითაც კომპანიები მუდმივად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს და საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს იღებს როგორც ბიზნესი, ისე საზოგადოება. მისი კონცეფცია 1950–იან წლებში ჩამოყალიბდა, თუმცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი 1971 წელს აშშ–ში განხორციელდა. მას შემდეგ კომპანიები მუდმივად ცდილობენ გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ფართო საზოგადოების წინაშე და ეს ტენდენცია ნელ–ნელა საქართველოშიც მკვიდრდება.

ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ბაზარზე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიის “ლიდერფუდის“ მაღზიათა ქსელის დირექტორს ნანა ტაბატაძეს მივმართეთ.

ზოგადად, რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სოციალური კორპორაციული პასუხიმგებლობის (CSR) კარგი კამპანია?

CSR კამპანია ერთ პრინციპს ეხმიანება - მდგრად განვითარებას. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ კომპანიის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარის მდგრად განვითარებას. ზოგადად, არ არსებობს საბოლოოდ ჩამოყალიბებული

საერთო ჯამში მკვლევარებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორისაც კი არ არსებობს ერთიანი აზრი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი CSR კამპანია, თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის ბიზნესის წარმოების ისეთი მოდელი, რომელშიც შეძლებისდაგვარად დაბალანსებულია კომპანიის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები. შედეგი კი ცალსახად აისახება კომპანიის წარმატებაზე.

დღეს ქართული კომპანიების CSR კამპანიებს როგორ შეაფასებთ?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც მდგრადი, საზოგადოებისთვისა და კომპანიისთვის ორმხრივად სასარგებლო მოქმედება, საქართველოში არც ისე გავრცელებული მიმართულებაა. თუმცა ქართული კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტები არსებობს , რომელთაგან გავიხსენებდი CSR ჯილდო 2018-ის ფარგლებში განხორციელებულ რამოდენიმე პროექტს: „ნატახტარის“ მიერ განხორციელებული გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, „ვისოლ ჯგუფის“ პროექტი: წიგნი ყველა სოფელს. „საქართველოს ბანკი“ – პროექტი : Donate.ge – ქველმოქმედება მარტივად.

CSR-ის რამდენიმე მიმართულება აქვს. რომელი მათგანია თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი?

ხშირად დასმულა კითხვა სხვადასხვა მენეჯერისგან: „ძალიან ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს ჩვენს დახმარებას, მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენ ისინი და რა მიმართულებით წავიდეთ?“

შერჩევისას ყოველთვის ვცდილობთ თავდაპირველად პასუხი გაეცეს შეკითხვებს: „შესაძლებელია ეს პრობლემა მოგვარდეს ჩვენს გარეშე ?“ „ჩვენი ჩართულობით ეს პრობლემა უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება?“ როდესაც ჩვენი კომპანია სცემს ამ შეკითხვებს პასუხს, უფრო მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღება.

CSR სტრატეგია, რომელის ჩამოყალიბება მიმდინარეობს დღეს ჩვენს კომპანიაში, განსაზღვრავს კომპანიის მოვალეობებს და გვეხმარება სწორედ შევარჩიოთ თუ რომელი სოციალური პრობლემის გადაჭრაზე უნდა იზრუნოს კომპანიამ და რა მიმართულებით წავიდეს.

მიმართულების განსაზღვრისას პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვამყარებთ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ვატარებთ კვლევას, ვხვდებით დაინტერესებულ მხარეებს და სწორედ ამის მერე ვსაზღვრავთ, თუ რომელ სფეროზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

დღეისათვის ჩვენი კომპანია უპირატესობას ანიჭებს სოციალური პრობლემების მოგვარებას.

ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ CSR პროექტი არ იყოს ერთჯერადი?

ეს არის საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების და ბიზნეს რეპუტაციის გამყარების დამატებითი ინსტრუმენტი. კვლევები გვაჩვენებს, რომ საზოგადოების ინტერესი იზრდება სოციალურ ბიზნეს ინვესტიციების მიმართ. მომხმარებლები მეტ ყურადღებას უთმობენ კომპანიების სოციალურ ზემოქმედებას, ხოლო პოტენციური დასაქმებულები მომავალი დამსაქმებლის არჩევის დროს მეტად ინტერესდებიან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სოციალურ აქტივობებში, უფრო დადებითად საუბრობენ როგორც დამსაქმებლებზე.

გლობალური ბაზრის ახალი წესების გათავისების შედეგად, ქართულმა კომპანიებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს სოციალური პასუხისმგებლობის ჩართვა განვითარების სტრატეგიებში. ბოლო წლებში საქართველოში განვითარდა სოციალური პასუხისმგებლობა და მარტივი საქველმოქმედო დონაციიდან და სპონსორობიდან გადაიქცა სტრატეგიულ კოპლექსურ, მდგრად და ყველა მხარისთვის სასარგებლო ინტერვენციად. საწარმოები სულ უფორ მეტად ერთვებიან მდგრად სათემო პროგრამებში და აღიარებენ ამგვარი საქმიანობის მნიშვნელობას კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

სწორედ ასეთი ხანგრძლივი პროექტი მდრადი შედეგის მისაღწევად არის ნამდვილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და არა – ერთჯერადი საქველმოქმედი აქცია.

დაახლოებით რა თანხას ხარჯავს „ლიდერფუდი“ CSR პროექტებზე ყოველწლიურად?

კონკრეტული ბიუჯეტი არ გავქვს, რადგან არავინ იცის, ვის და რა დოზით დასჭირდება ჩვენი დახმარება.

ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი კომპანიის საქველმოქმედო აქტივობები აფიშირების გარეშე განვახორციელოთ. ასეთია ჩვენი პოლიტიკა, თუმცა აუციებლად მინდა, რომ გაჟღერდეს ძეგვის თავშესაფარზე. მიზანი კი ის არის, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია დავიმეგობროთ, რადგან ამ ადამიანებს და ამ თავშესაფრის ხელმძღვანელს გვერდში დგომა ჭირდებათ,

ჩვენი საწარმოც და სათავო ოფისიც მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და თანამშრომლების უიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან. ამბებიც სწრაფად ვრცელდება და ძეგვის ისტორია სწორედ ასე მოვიდა ჩვენამდე. თავშესაფარში 18 ბავშვია, დაახლოებით 75 ადამიანი ყავთ სულ. ამ ყველაფერს კი ის ქალბატონი უძღვება, ვინც ამავე თავშეფარში გაიზარდა და მუდივად ცდილობს, წინ წავიდეს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ბენეფიციარებს. არ მაქვს უფლება, მათი ნებართვის გარეშე მოვყვე ყველა ისტორია, რაც მოვისმინე და საკუთარი თვალით ვნახე, თუმცა გეტყვით , რომ ამ საოცარ და ნიჭიერ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს რთული პერიოდი უდგათ და ყველას გვერდით დგომა ჭირდებათ, აქ ელემენტარულ შაქარზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზეა საუბარი. ვეცადეთ, თუნდაც რამდენიმე დღე შეგვემსუბუქებინა და რამდენიმე პარტნიორი კომპანიის დახმარებით სიურპრიზი მოვუწყეთ და დაუგეგმავად მივედით ანიმატორებთან და ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება ერთჯერადი. იმედი გვაქვს, მათი ღიმილი და ემოციები რაც იმ დღეს ერთად განვიცადეთ, მუდმივი გახდება და დარწმუნებული ვარ, ეს საოცარი ბავშვები უდიდეს წარმატებებს მიაღწევენ.

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დაავადებებიდან, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მეორე ადგილზე დგას

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

თეგეტა მოტორსი გთავაზობთ 50%-იან ქეშბექ აქციას ზამთრის საბურავებზე