ავტორი:

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

"დისნეის" კვირეულის ფარგლებში, 6 და 7 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" (ალ. თვალჭრელიძე #2) "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აქციის ფარგლებში, სერიის წიგნებსა და აქსესუარებზე 35%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

გამოფენასთან ერთად, 7-8 დეკემბერს "ისთ ფოინთის" IMAX დარბაზში “გაყინული ||”-ის ჩვენებები იქნება.

"ბავშვებისთვის საოცნებო ანიმაციური გმირების თავგადასავალი ეკრანის შემდეგ ილუსტრირებულ წიგნებში გრძელდება. აქციის ფარგლებში კი, მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ, ხელმისაწვდომ ფასად გაახარონ პატარები. "დისნეის" წიგნები ხომ მათთვის იდეალური საახალწლო საჩუქარია!" - თამარ სამხარაძე, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ "დისნეის" კვირეული "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

"პეპელა" და "ბიბლუსი" ერთად - საუკეთესო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის

"სექსი დიდ ქალაქში" ქართულ ენაზე - რა ხდებოდა ბესტსელერის პრეზენტაციაზე სასტუმრო "მოქსიში"

10 წლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოიცა