ავტორი:

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს

14 დეკემბერს, 18:35-ზე ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს გამოავლენს. გათამაშებაში მონაწილეობა მსურველს 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია. პროცედურა ძალიან მარტივია - მომხმარებელი „მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი ათი ლარის შენაძენზე თითო ბილეთს მიიღებს. ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ნებისმიერი ტიპის გადახდით - როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. აუცილებელია, მომხმარებელმა ბილეთზე საკუთარი ტელეფონისა და პირადი ნომრები დააწეროს და ეს მონაცემები გათამაშების ყუთში ჩააგდოს.

გამარჯვებულს წამყვანი დუტა სხირტლაძე ე.წ. „დოლურას პრინციპით“ გამოავლენს. იღბლიან მომხმარებლებს შემდეგი პრიზები გადაეცემათ:

  • 2 ოთახიანი ბინა თბილისში
  • ავტომობილი TOYOTA CAMRY (2019)
  • Apple iPhone XS
  • 2000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში
  • ოთხ კაციანი საგზური ევროპაში

მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გათამაშებას, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com/magniti.ge/. ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით: 032 2 121 121.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-მდე ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

„მაგნიტი“ ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით გამოირჩევა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი: ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქტები.

R

ქართველ სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ