მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."
ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

იტა­ლი­ა­ში, გალ­ლი­პო­ლი­ში გა­მარ­თულ სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ­თა სი­ლა­მა­ზის მსოფ­ლიო კონ­კურ­სში Miss & Mister Deaf Stars 2019 "მისს ფო­ტო­გე­ნუ­რო­ბის" ტი­ტუ­ლი და მე­სა­მე ად­გი­ლი 18 წლის თა­მარ ხა­ზა­ლი­ამ მი­ი­ღო. იგი წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­სან­ტი­ი­დან არის. ამ­ბობს, რომ მო­დე­ლო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, რომ ბავ­შვო­ბა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­სა და მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბებს უყუ­რებ­და და მო­დე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბებს იმე­ო­რებ­და. სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას 11 წლის ასაკ­ში მი­აღ­წია. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ა­ში გა­მარ­თულ კონ­კურსს, თა­მუ­ნა ხა­ზა­ლია იქ სა­ქარ­თვე­ლოს ყრუ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­ვდა.

"ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­და ცეკ­ვა, ქარ­თუ­ლიც და თა­ნა­მედ­რო­ვეც, მიყ­ვარ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი­სა და მო­დის ჩვე­ნე­ბის ყუ­რე­ბა, ვი­მახ­სოვ­რებ­დი და ვი­მე­ო­რებ­დი მოძ­რა­ო­ბებს. 11 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სკო­ლის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე - პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. 14 წლის ასაკ­ში კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში, სა­დაც "მის სიმ­პა­თია" გავ­ხდი. ხოლო წელს ზა­ფხულ­ზე ყრუ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ფლო­რა ბეჟა­ნიშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ძა­ლი­ან მაც­დუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, იტა­ლია....

რა თქმა უნდა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია და დავ­თან­ხმდი, დიდი საზ­რუ­ნა­ვი გა­მიჩ­ნდა, მინ­დო­და ღირ­სე­უ­ლად წარვმდგა­რი­ყა­ვი... ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, სა­ქარ­თვე­ლო უნდა წარ­მო­მედ­გი­ნა, მო­ვამ­ზა­დე ტან­საც­მე­ლი... პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი კაბა. 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ვემ­გზავ­რე მი­ლან­ში. ჩვე­ნი ჯგუ­ფი 4 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ემო­ცი­ებ­ში ჩა­ვი­ძი­რე, 4 დღე სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ექ­სკურ­სი­ებ­ზე დავ­დი­ო­დით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო იყო.

სა­კონ­კურ­სო ქა­ლა­ქი გალ­ლი­პო­ლი იყო. ეს პა­ტა­რა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი ულა­მა­ზე­სი აღ­მოჩ­ნდა, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­თა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო­თი. კონ­კურ­სის­თვის 1 ნო­ემ­ბრი­დან 9 ნო­ემ­ბრამ­დე ვვარ­ჯი­შობ­დით და ვემ­ზა­დე­ბო­დით. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო დრო ახა­ლი მე­გობ­რე­ბის გა­საც­ნო­ბად. ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. კონ­კურ­სის დღე სა­ო­ცა­რი იყო იმით, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ეს იყო ადა­მი­ა­ნე­ბის მე­გობ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი. მე მე­სა­მე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ყვე­ლა გრძნო­ბა ერ­თად მე­რე­ო­და, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ეს ის შემ­თხვე­ვაა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის და­ვი­წყე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც და­მეხ­მა­რა, რომ ასე­თი დიდი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი“, - ამ­ბობს თა­მუ­ნა ხა­ზა­ლია.

აღ­სა­ნის­ნა­ვია, რომ ამა­ვე კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი და "მის­ტერ ფო­ტო­გე­ნუ­რო­ბა" გახ­და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აკა­კი ცან­კაშ­ვი­ლი.

18 წლის თა­მა­რი თბი­ლი­სის 203-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეა. თა­ვი­სუ­ფალ დროს კი ყრუ­თა კავ­შირ­თან არ­სე­ბულ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ან­სამ­ბლ "ლი­ლე­ში" ცეკ­ვავს ან ხა­ტავს. ასე­ვე ამუ­შა­ვებს სა­გა­ლობ­ლებს ჟეს­ტურ ენა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
1

მართლაც ლამაზი გოგოა

ლეო
0

ვერა ქობალიასავით ლამაზი თვალები აქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

იტალიაში, გალლიპოლიში გამართულ სმენადაქვეითებულთა სილამაზის მსოფლიო კონკურსში Miss & Mister Deaf Stars 2019 "მისს ფოტოგენურობის" ტიტული და მესამე ადგილი 18 წლის თამარ ხაზალიამ მიიღო. იგი წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან არის. ამბობს, რომ მოდელობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში იხსენებს, რომ ბავშვობაში სილამაზის კონკურსებსა და მოდების ჩვენებებს უყურებდა და მოდელების მოძრაობებს იმეორებდა. სამოდელო სფეროში პირველ წარმატებას 11 წლის ასაკში მიაღწია. რაც შეეხება იტალიაში გამართულ კონკურსს, თამუნა ხაზალია იქ საქართველოს ყრუთა საზოგადოების ინიციატივით მოხვდა.

"ყოველთვის მხიბლავდა ცეკვა, ქართულიც და თანამედროვეც, მიყვარდა სილამაზის კონკურსებისა და მოდის ჩვენების ყურება, ვიმახსოვრებდი და ვიმეორებდი მოძრაობებს. 11 წლის ვიყავი, როდესაც სკოლის სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე - პირველი ადგილი დავიკავე. 14 წლის ასაკში კი მონაწილეობა მივიღე სილამაზის კონკურსში, სადაც "მის სიმპათია" გავხდი. ხოლო წელს ზაფხულზე ყრუთა საზოგადოების ხელმძღვანელმა ფლორა ბეჟანიშვილმა შემომთავაზა მონაწილეობის მიღება მსოფლიო სილამაზის კონკურსში, რომელიც იტალიაში უნდა ჩატარებულიყო, ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, სილამაზის კონკურსი, იტალია....

რა თქმა უნდა, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი, დიდი საზრუნავი გამიჩნდა, მინდოდა ღირსეულად წარვმდგარიყავი... ხუმრობა ხომ არ იყო, საქართველო უნდა წარმომედგინა, მოვამზადე ტანსაცმელი... პირველ რიგში, ქართული კაბა. 28 ოქტომბერს გავემგზავრე მილანში. ჩვენი ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგებოდა. პირველი დღიდანვე ემოციებში ჩავიძირე, 4 დღე სხვადასხვა ქალაქებში ექსკურსიებზე დავდიოდით, არაჩვეულებრივი გარემო იყო.

საკონკურსო ქალაქი გალლიპოლი იყო. ეს პატარა ზღვისპირა ქალაქი ულამაზესი აღმოჩნდა, ისტორიული ძეგლებითა და არაჩვეულებრივი გარემოთი. კონკურსისთვის 1 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით. ეს იყო საუკეთესო დრო ახალი მეგობრების გასაცნობად. ბევრი მეგობარი შევიძინე. კონკურსის დღე საოცარი იყო იმით, რომ ამდენი ადამიანი ერთმანეთს გულშემატკივრობდა. ეს იყო ადამიანების მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი. მე მესამე ადგილი დავიკავე. ყველა გრძნობა ერთად მერეოდა, ბედნიერი ვიყავი. ეს ის შემთხვევაა ადამიანის ცხოვრებაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა, რომ ასეთი დიდი კონკურსის მონაწილე ვყოფილიყავი“, - ამბობს თამუნა ხაზალია.

აღსანისნავია, რომ ამავე კონკურსში მესამე ადგილის მფლობელი და "მისტერ ფოტოგენურობა" გახდა ასევე საქართველოს წარმომადგენელი აკაკი ცანკაშვილი.

18 წლის თამარი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. თავისუფალ დროს კი ყრუთა კავშირთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ლილეში" ცეკვავს ან ხატავს. ასევე ამუშავებს საგალობლებს ჟესტურ ენაზე.

კორონაროგრაფია - კვლევის საუკეთესო მეთოდი ინფარქტის პრევენციისთვის

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს