გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე მსოფლიო მედია წერდა, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ჩარევის დადასტურების შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა მოსკოვს სანქციებს დაუწესებდა.
თემაზე კომენტარი ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმაც გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, გამოძიების შესახებ რუსული მხარე საქმის კურსში არ არის.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვიტოს მოკლეს.