ავტორი:

ქართველ სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

ქართველ სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ

თუ თქვენ ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტი ხართ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში მონაწილეობის უნიკალური შანსი გაქვთ. ეს არის 3,5 კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელსაც MIT-ის მენტორები წაუძღვებიან. პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 8-31 იანვარს ჩატარდება და სტუდენტები მონაწილეობას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

MIT მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. უნივერსიტეტი განათლების მიმართულების თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. ბოლო კვლევების თანახმად, MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30 000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნეს 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს. სწორედ ამიტომ MIT-ის აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებული ინტენსიური კურსი ქართველი სტუდენტების ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვონ.

2000 წლიდან MIT-ის პროფესიონალთა გუნდი, მსოფლიოს 22 ქვეყანაში, გლობალურ სტარტაპ ლაბს ქმნის. პროექტის 3000-ზე მეტი ბენეფიციარი კი დღეს უკვე წარმატებული მეწარმეები და ინოვაციური ციფრული საწარმოების მფლობელები არიან. სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე.

რაც შეეხება საქართველოს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა საქართველოში სტარტაპ პროექტებზე მუშაობა დაიწყო გლობალური სტარტაპ ლაბის ფარგლებში. ურთიერთშეთანხმებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთანაშშ-ში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში მიაღწია. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ინდუსტრიებზეც. სტარტაპ ლაბი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს და მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები, შერჩეულ კანდიდატებს 4 კვირის განმავლობაში გადაამზადებენ მეწარმეობისა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით და მოამზადებენ მათ დემო დღისთვის, რომელიც ვენჩურული ინვესტორების წინაშე გაიმართება. MIT-ს გუნდი უზრუნველყოფს მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას.

რეგისტრაცია ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს. კანდიდატები შეირჩევა MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის 3H მოდელის მიხედვით - ჰაკერი, ჰასლერი და ჰიფსტერი.

▪ hacker/ჰაკერი არის პროდუქტის შემქმნელი, ინტერესი და ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

▪ hustler/ჰასლერი არის ბიზნეს პერსონა;

▪ hipster/ჰიფსტერი არის სამომხმარებლო გამოცდილების სპეციალისტი ან დიზაინერი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 8 დეკემბერია. რეგიტრაცია შესაძლებელია ონლაინ.

"ვარდისფერი სივრცე" - ადგილი, სადაც ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება