ავტორი:

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

წელიწადნახევრის წინ "რუსთავი 2"-ის ეთერში დაიბადა პროექტი "მხოლოდ ქართული", რომელიც მანამდე არსებული მეგაშოუების ისტორიაში იმით იყო გამორჩეული, რომ ფსონი ქართულ სიმღერაზე გაკეთდა.

ეს იმისთვის, რომ მაშინ ცოტათი ჩრდილში მყოფი ქართული ჰანგები წინ წამოეწიათ და ახალ თაობაში პოპულარული გაეხადათ. ასეც მოხდა - თინეიჯერებმა პროექტი დიდი ინტერესით და სიხარულით მიიღეს, ქართულად ამღერდნენ, რაც მანამდე მოდურად არ მიაჩნდათ და ზოგს ესირცხვილებოდა კიდეც.

"მხოლოდ ქართულის" შესარჩევ ტურებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა გრძელი რიგი თავიდანვე გაჩნდა... პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოავლინა და მათ შორის, ორივე სეზონის გამარჯვებულები: სოფო ბათილაშვილი და გიორგი კელაპტრიშვილი. როგორც თითოეული ამბობს, ამ პროექტით საკუთარი თავის მეტად ირწმუნეს.

წარმატებამ „მხოლოდ ქართულის“ ორგანიზატორებს მესამე სეზონისკენაც უბიძგა, თუმცა „რუსთავი 2-ის, გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ცვლილებები პროექტსაც შეეხო.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიგი ისევ დიდია, ბევრს უნდა შოუში მოხვედრა, თუმცა მკაცრი ჟიურის - მარინა ბერიძის, სოფო ნიჟარაძის, გიორგი უშიკიშვილის "კლანჭებს" ასე მარტივად ვინ დაუძვრება?!

როგორც პროდიუსერები ამბობენ, წელს ყველაზე განსხვავებული „მხოლოდ ქართული“ იქნება, მონაწილეების, თუ მასზე მომუშავე გუნდის გამო.

ბევრი სიურპრიზი და სიახლე ელის მაყურებელს, რაზეც პროექტის ჟიურის წევრი და პროდაქშენის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"მხოლოდ ქართულის“ წინა ორი სეზონი ტრიუმფით ჩავატარეთ. ამჯერად, გვაქვს ამბიცია, რომ ეს სეზონი კიდევ უკეთესი იყოს. პროექტზე ახალი გუნდი მუშაობს. თავიდან დავაკომპლექტეთ ის გუნდი, რომელიც ამ მეგაშოუზე იზრუნებს, თუმცა ჟიურის წევრები (მარინა ბერიძის გამოკლებით, ის შოუს პროდიუსერი იქნება), წამყვანები ძველები იქნებიან, დანარჩენ დეტალზე ამჯერად მეტი საუბარი არ მინდა, რაღაც საიდუმლოც ხომ უნდა იყოს?!

არ შემიმოწმებია, მაგრამ 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ტელევიზიების ისტორიაშიც არ მომხდარა ასეთი რამ რომ, ორი თვის გახსნილ არხს, არა უბრალოდ შოუ, არამედ მეგაშოუ გაეკეთებინა!

მუშაობა სრულიად ექსტრემალურ პირობებში გვიწევს. ახლაც გადაღებაზე ვარ, როცა თქვენ მესაუბრებით. ეთერში გავალთ 16 დეკემბერს, პირველი ლაივკონცერტით. მადლობა მინდა, გადავუხადო მაყურებელს, რომელიც ჩვენი, ჩვენი არხის და „მხოლოდ ქართულის “ ერთგულია. ეს რეიტინგზეც აისახა, რაც ჩვენთვისაც დიდი სტიმული აღმოჩნდა. „მთავარ არხზე“ მთავარი მაყურებელია, ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენ" - ამბობს გაბუნია.

მეგაშოუ განახლებული ძალებით „მთავარი არხის“ ეთერში, 16 დეკემბერს დაიწყება. ლაივებამდე, შესარჩევ ტურებს მაყურებელი "მთავარი არხის" ეთერით, ორშაბათობით უკვე თვალყურს ადევნებს.

მთავარი ფოტო: ზაქარია ჭელიძე

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორნიკე ყიფიანი გახდა

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ