პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე
ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე

2015 წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოს­წავ­ლე­თა დონე წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა PISA-ს 2018 წლის კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 326 სკო­ლის 5572-მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო.

PISA 2018-ში მო­ნა­წილ 70 ქვეყ­ნის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა ტეს­ტე­ბი შე­ას­რუ­ლეს კომ­პი­უ­ტე­რულ ფორ­მატ­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ათამ­დე ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­მა - ქა­ღალ­დზე.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტში სა­ქარ­თვე­ლო არის ბო­ლო­დან მერ­ვე ად­გი­ლას და მას ჩა­მორ­ჩე­ბა: პა­ნა­მა, ინ­დო­ნე­ზია, მა­რო­კო, ლი­ბა­ნი, კო­სო­ვო, დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა და ფი­ლი­პი­ნე­ბი.

მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლო­დან მე­ცა­მე­ტე ად­გილს იკა­ვებს, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში ბო­ლო­დან მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა. ამ კომ­პო­ნენ­ტში ჩა­მოგ­ვრჩე­ბი­ან მა­რო­კო, კო­სო­ვო, პა­ნა­მა, ფი­ლი­პი­ნე­ბი და დო­მი­ნი­კის რეს­პუბ­ლი­კა.

ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ ვა­ხა­ნია AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ ასე­თი შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო:

"რა­ტომ იქ­ნე­ბო­და სხვაგ­ვა­რად?! 40 წე­ლია ყო­ვე­ლი წელი წი­ნა­ზე უა­რე­სია, დაღ­მა მივ­დი­ვართ და ამა­ზე პა­სუხს არა­ვინ აგებს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ისევ ის ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი მარ­თა­ვენ ყვე­ლა­ფერს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს იყ­ვნენ. რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თე­ბენ. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის კა­ნონ­ზო­მი­ე­რი შე­დე­გი.

რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ ამ კვლე­ვებს. სხვა კვლე­ვე­ბიც ტარ­დე­ბა, სხვა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე გათ­ვლი­ლი. იქაც მსგავ­სი შე­დე­გე­ბია. ის, რომ ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს მა­თე­მა­ტი­კის, ინ­ფორ­მა­ტი­კის და სხვა ოლიმ­პი­ა­დებ­ზე, არ არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის მათი პი­რა­დი ნი­ჭის, ოჯა­ხის და ერ­თე­უ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა.

ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2%-ია და მათ წარ­მა­ტე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ვერ მი­ვა­წერთ.

სა­შუ­ა­ლო შე­ფა­სე­ბა ხომ 7 ქუ­ლაა?! ჩვენ­თან 7-ია­ნის უკან არის ნუ­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა, სრუ­ლი უცო­დინ­რო­ბაა ყვე­ლა სა­გან­ში. ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რი მა­ინც ის­წავ­ლე­ბო­დეს მა­ღალ დო­ნე­ზე, მა­გა­საც კი ვერ ას­წავ­ლი­ან.

ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბის 5% რომ ავი­ღოთ, მათ შე­იძ­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ონ გერ­მა­ნი­ის, ჩი­ნე­თის, ან ფი­ნე­თის 5%-ს. ანუ ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ხუთი პრო­ცენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლო დონე არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი, რა­საც ეს კვლე­ვაც გვიჩ­ვე­ნებს.

პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრას არ უშ­ვე­ლის მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ისე უკუღ­მარ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში პრო­ცე­სე­ბი, რომ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად არის შე­საც­ვლე­ლი ყვე­ლა­ფე­რი. რე­ვო­ლუ­ცია არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო.

მარ­თა­ლია, გა­ი­ზარ­და და­ფი­ნან­სე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში გა­დაყ­რი­ლია, არა­ფერს არ მო­გი­ტანს და­ფი­ნან­სე­ბა, თუ სწორ გზა­ზე არ დგა­ხარ, თუ არ იცი, რას უნდა მო­ახ­მა­რო თან­ხა.

მას­წავ­ლე­ბელს ხელ­ფა­სი მო­უ­მა­ტეს ორ­ჯერ - ჯერ ორი წლის წინ და ახლა კი­დევ შე­მოდ­გო­მა­ზე, მაგ­რამ იცით, რომ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­უ­ა­რეს­და?! იმი­ტომ, რომ სა­ში­ნე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­აა, რა­ზეც უამ­რა­ვი დრო და ენერ­გია მი­დის და ბავ­შვის­თვის აღა­რა­ვის სცა­ლია.

პენ­სი­ო­ნე­რე­ბი რომ გა­უშ­ვეს, არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ შემ­ცვლე­ლე­ბი არ ჰყავთ?! გა­უშ­ვეს ესე­ნი და უფრო და­ბალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს სკო­ლებ­ში. საგ­ნის ცოდ­ნა ახალ მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გო­რიც გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რილ პენ­სი­ო­ნერ მას­წავ­ლებ­ლებს, მაგ­რამ იმ გა­მოც­დილ მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც შე­უძ­ლია.

ახა­ლი პე­და­გო­გე­ბი კლასს ვერ მარ­თა­ვენ. კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა - სოფ­ლებ­ში ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის ხუთ სა­განს. ახლა ქა­ლა­ქებ­ში რა ხდე­ბა: ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს ორ სკო­ლა­ში, ამ­თავ­რებს ერ­თგან, გარ­ბის მე­ო­რე­გან, არა­ნორ­მა­ლუ­რად დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. ყო­ვე­ლი­ვემ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა.

ჯან­საღ ბავ­შვს სწავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ბავ­შვს სჭირ­დე­ბა რომ არ გა­უ­ფუ­ჭო ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად აქვს, ყვე­ლა ბავ­შვს აქვს ეს ინ­ტე­რე­სი და­წყე­ბით კლა­სებ­ში. მაგ­რამ მერე, იმის გამო, რომ უკუღ­მარ­თი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა, სა­ში­ნე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბია, გული უც­რუვ­დე­ბა სწავ­ლა­ზე, არ ენ­დო­ბა სკო­ლას. სკო­ლა სა­ზო­გა­დოდ, ბავ­შვი­სა და მშობ­ლის­თვის აღარ არის სწავ­ლის ად­გი­ლი. ერთი სული აქვთ, რო­გორ და­იძ­ვრი­ნონ თავი და კერ­ძო მას­წავ­ლე­ბელ­თან ია­რონ“ - გან­მარ­ტავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ზუ­რაბ ვა­ხა­ნია.

"მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს" მფლო­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა PISA-ს კვლე­ვის შე­დე­გებს "სამ­წუ­ხა­როს" უწო­დებს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ის ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­და­გოგ­მა ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ მოს­წავ­ლეს მა­სა­ლა და­აძ­ლე­ვი­ნოს:

"მოს­წავ­ლე­ებს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა უნდა ვას­წავ­ლოთ. ბევ­რი პე­და­გო­გი თვლის, რომ ზედ­მი­წევ­ნით უნდა მიჰ­ყვეს პროგ­რა­მას. თუ ბავ­შვმა პროგ­რა­მა ვერ დაძ­ლია, მა­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სხვაგ­ვა­რად მი­ვა­წო­დოთ სას­წავ­ლო მა­სა­ლა, ან ისე­თი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თოთ, რო­მე­ლიც ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

როცა ბავ­შვი ტექსტს კი­თხუ­ლობს, პირ­ვე­ლად შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ი­აზ­როს, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს ხელთ აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სა­ღე­ბი და ბევ­რი კარი უნდა გა­ა­ღოს. სა­ნამ არ გა­ა­გე­ბი­ნებს, სხვა სა­კი­თხზე არ უნდა გა­და­ვი­დეს.

სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მის­დე­ვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ პროგ­რა­მას და ასე ეუბ­ნე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ებს: „მე თქვენ ეს აგიხ­სე­ნით, გეს­წავ­ლათ, ახლა უნდა გა­და­ვი­დეთ სხვა გაკ­ვე­თილ­ზე"

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწავ­ლის პრო­ცეს­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ. მო­ზარ­დებს უნდა მივ­ცეთ ცოდ­ნა ისე, რომ შემ­დეგ მისი პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლონ და შე­ეც­ვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სახ­ლში თუ ბავ­შვმა და­ი­ზე­პი­რა რა­ღაც ერთი მო­თხრო­ბა და მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ა­ბა­რა, ამით ეროვ­ნულ სას­წავ­ლო მიზ­ნებს ვერ მი­ვაღ­წევთ.

მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს ჰგო­ნია, რომ მარ­ტო მა­გა­ლი­თე­ბი უნდა გა­მო­აყ­ვა­ნი­ნოს მოს­წავ­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში უნდა შე­უ­წყოს ხელი, პი­რო­ბის გა­აზ­რე­ბა ას­წავ­ლოს.

ბავ­შვი ვერ ის­წავ­ლის, თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბი, სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნა. შე­დე­გიც არის ისე­თი, რო­გო­რი სწავ­ლე­ბაც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახლა ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი ინერ­გე­ბა და მგო­ნია, რომ ცოტა ხან­ში გა­ნათ­ლე­ბის დონე აი­წევს.

ჩემ­თვის არ იყო კვლე­ვის ასე­თი შე­დე­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლი. ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი არა, სკო­ლა უნდა იყოს გა­რან­ტი იმი­სა, რომ მო­ზარ­დი გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღებს. სკო­ლა მოს­წავ­ლეს უნდა სთა­ვა­ზობ­დეს ისეთ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ერთ გუნ­დად არი­ან შეკ­რულ­ნი. ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი სხვას სთხოვს, მე­ო­რე სხვას, მე­სა­მე სხვას, ერთი მკაც­რია, მე­ო­რე ჰუ­მა­ნუ­რი და ა.შ ამის გამო მოს­წავ­ლე­ე­ბი ვე­ღარ იგე­ბენ ვინ რას ითხოვს, რა ხდე­ბა სა­ერ­თოდ სკო­ლა­ში და ზუს­ტად ისე­თი შე­დე­გი გვაქვს, რო­გორ ქა­ოს­შიც ვამ­ყო­ფებთ მოს­წავ­ლე­ებს" - გვე­უბ­ნე­ბა აფხა­ზა­ვა.

PISA-ს კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრშიც ისა­უბ­რეს.

"2018 წლის შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ ათწ­ლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქვს პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია - მა­თე­მა­ტი­კა­ში 19-ქუ­ლი­ა­ნი, ხოლო სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში 10-ქუ­ლი­ა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხი­თაც, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ და­ბა­ლი სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა უფრო მეტი ნა­წი­ლი ახერ­ხებს უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის ჩვე­ნე­ბას, ვიდ­რე ეს იყო 10 წლის წინ", - გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
2

ის იყო უნდა გადმომეგზავნა წერილი წამიშალეთ, რატომ სიმართლეს რომ ვსერდი იმიტომ? გმადლობთ, იმიტომაც არის ჩვენი სწავლა-განათლება კარგად.

 

მშობელი
33

რისთვის უმატებთ ხელფასს?რაც აქვთ ისიც უნდა დააკლოთ რას ასწავლიან?სკოლიდან გამოსული ბავშვები ისევ მასწავლებლებთან მიდიან ყველაფერში მომზადება სჭირდებათ რატომ?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე

ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე

2015 წელთან შედარებით, საქართველოში მოსწავლეთა დონე წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში გაუარესებულია. ამის შესახებ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის კვლევაშია აღნიშნული. კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 326 სკოლის 5572-მა მოსწავლემ მიიღო.

PISA 2018-ში მონაწილ 70 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტები შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ათამდე ქვეყნის მოსწავლეებმა - ქაღალდზე.

კვლევის მიხედვით, წიგნიერების კომპონენტში საქართველო არის ბოლოდან მერვე ადგილას და მას ჩამორჩება: პანამა, ინდონეზია, მაროკო, ლიბანი, კოსოვო, დომინიკის რესპუბლიკა და ფილიპინები.

მათემატიკაში საქართველო ბოლოდან მეცამეტე ადგილს იკავებს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლოდან მეექვსე ადგილზეა. ამ კომპონენტში ჩამოგვრჩებიან მაროკო, კოსოვო, პანამა, ფილიპინები და დომინიკის რესპუბლიკა.

ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო:

"რატომ იქნებოდა სხვაგვარად?! 40 წელია ყოველი წელი წინაზე უარესია, დაღმა მივდივართ და ამაზე პასუხს არავინ აგებს. განათლების სამინისტროში ისევ ის ე.წ. ექსპერტები მართავენ ყველაფერს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ. რაღაც სისულელეებს აკეთებენ. ასე რომ, ეს ყველაფერი არის კანონზომიერი შედეგი.

რამდენი წელიწადია თვალ-ყურს ვადევნებ ამ კვლევებს. სხვა კვლევებიც ტარდება, სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი. იქაც მსგავსი შედეგებია. ის, რომ ზოგიერთი ბავშვი წარმატებას აღწევს მათემატიკის, ინფორმატიკის და სხვა ოლიმპიადებზე, არ არის განათლების სისტემის დამსახურება. ეს არის მათი პირადი ნიჭის, ოჯახის და ერთეულად გამორჩეული მასწავლებლის დამსახურება.

ასეთი გამორჩეული ბავშვები დაახლოებით 2%-ია და მათ წარმატებას განათლების სისტემას ვერ მივაწერთ.

საშუალო შეფასება ხომ 7 ქულაა?! ჩვენთან 7-იანის უკან არის ნულოვანი ცოდნა, სრული უცოდინრობაა ყველა საგანში. ეს ყბადაღებული ინგლისური მაინც ისწავლებოდეს მაღალ დონეზე, მაგასაც კი ვერ ასწავლიან.

ჩვენი საუკეთესო მოსწავლეების 5% რომ ავიღოთ, მათ შეიძლება კონკურენცია გაუწიონ გერმანიის, ჩინეთის, ან ფინეთის 5%-ს. ანუ ჩვენი საუკეთესო ხუთი პროცენტი საერთაშორისო დონეს შეესაბამება, მაგრამ საშუალო დონე არის ძალიან დაბალი, რასაც ეს კვლევაც გვიჩვენებს.

პრობლემის აღმოფხვრას არ უშველის მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა. ისე უკუღმართად მიმდინარეობდა 40 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში პროცესები, რომ ძირფესვიანად არის შესაცვლელი ყველაფერი. რევოლუცია არის ამ მიმართულებით საჭირო.

მართალია, გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ ყველაფერი წყალში გადაყრილია, არაფერს არ მოგიტანს დაფინანსება, თუ სწორ გზაზე არ დგახარ, თუ არ იცი, რას უნდა მოახმარო თანხა.

მასწავლებელს ხელფასი მოუმატეს ორჯერ - ჯერ ორი წლის წინ და ახლა კიდევ შემოდგომაზე, მაგრამ იცით, რომ სწავლების ხარისხი გაუარესდა?! იმიტომ, რომ საშინელი ბიუროკრატიაა, რაზეც უამრავი დრო და ენერგია მიდის და ბავშვისთვის აღარავის სცალია.

პენსიონერები რომ გაუშვეს, არ ფიქრობენ იმაზე, რომ შემცვლელები არ ჰყავთ?! გაუშვეს ესენი და უფრო დაბალკვალიფიციური კადრები შეიყვანეს სკოლებში. საგნის ცოდნა ახალ მასწავლებლებს აქვთ დაახლოებით ისეთი, როგორიც გამოცდაზე ჩაჭრილ პენსიონერ მასწავლებლებს, მაგრამ იმ გამოცდილ მასწავლებელს ბავშვთან ურთიერთობა მაინც შეუძლია.

ახალი პედაგოგები კლასს ვერ მართავენ. კიდევ ერთი პრობლემა - სოფლებში ერთი მასწავლებელი ასწავლის ხუთ საგანს. ახლა ქალაქებში რა ხდება: ერთი მასწავლებელი მუშაობს ორ სკოლაში, ამთავრებს ერთგან, გარბის მეორეგან, არანორმალურად დიდი დატვირთვა აქვს. ყოველივემ სწავლების ხარისხი კიდევ უფრო გააუარესა.

ჯანსაღ ბავშვს სწავლით დაინტერესება არ სჭირდება, ბავშვს სჭირდება რომ არ გაუფუჭო ინტერესი, რომელიც ბუნებრივად აქვს, ყველა ბავშვს აქვს ეს ინტერესი დაწყებით კლასებში. მაგრამ მერე, იმის გამო, რომ უკუღმართი განათლების სისტემაა, საშინელი სახელმძღვანელოებია, გული უცრუვდება სწავლაზე, არ ენდობა სკოლას. სკოლა საზოგადოდ, ბავშვისა და მშობლისთვის აღარ არის სწავლის ადგილი. ერთი სული აქვთ, როგორ დაიძვრინონ თავი და კერძო მასწავლებელთან იარონ“ - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ზურაბ ვახანია.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" მფლობელი ლადო აფხაზავა PISA-ს კვლევის შედეგებს "სამწუხაროს" უწოდებს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის ამბობს, რომ აუცილებელია პედაგოგმა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოსწავლეს მასალა დააძლევინოს:

"მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება უნდა ვასწავლოთ. ბევრი პედაგოგი თვლის, რომ ზედმიწევნით უნდა მიჰყვეს პროგრამას. თუ ბავშვმა პროგრამა ვერ დაძლია, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სხვაგვარად მივაწოდოთ სასწავლო მასალა, ან ისეთი პროექტი გავაკეთოთ, რომელიც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შეუწყობს ხელს.

როცა ბავშვი ტექსტს კითხულობს, პირველად შეიძლება ვერ გაიაზროს, მაგრამ მასწავლებელს ხელთ აქვს ძალიან ბევრი გასაღები და ბევრი კარი უნდა გააღოს. სანამ არ გააგებინებს, სხვა საკითხზე არ უნდა გადავიდეს.

სამწუხაროა, როდესაც მასწავლებლები მისდევენ მხოლოდ და მხოლოდ პროგრამას და ასე ეუბნებიან მოსწავლეებს: „მე თქვენ ეს აგიხსენით, გესწავლათ, ახლა უნდა გადავიდეთ სხვა გაკვეთილზე"

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესში არაფორმალური განათლების ელემენტები შევიტანოთ. მოზარდებს უნდა მივცეთ ცოდნა ისე, რომ შემდეგ მისი პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ და შეეცვალოთ დამოკიდებულება. სახლში თუ ბავშვმა დაიზეპირა რაღაც ერთი მოთხრობა და მასწავლებელს ჩააბარა, ამით ეროვნულ სასწავლო მიზნებს ვერ მივაღწევთ.

მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს ჰგონია, რომ მარტო მაგალითები უნდა გამოაყვანინოს მოსწავლეს, სინამდვილეში კი, წიგნიერების ამაღლებაში უნდა შეუწყოს ხელი, პირობის გააზრება ასწავლოს.

ბავშვი ვერ ისწავლის, თუ მასწავლებელმა სხვადასხვა ხერხები, სხვადასხვა მეთოდები არ გამოიყენა. შედეგიც არის ისეთი, როგორი სწავლებაც არის საქართველოში. ახლა ახალი სკოლის მოდელი ინერგება და მგონია, რომ ცოტა ხანში განათლების დონე აიწევს.

ჩემთვის არ იყო კვლევის ასეთი შედეგი მოულოდნელი. ცალკეული მასწავლებელი კი არა, სკოლა უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მოზარდი განათლებას მიიღებს. სკოლა მოსწავლეს უნდა სთავაზობდეს ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც ერთ გუნდად არიან შეკრულნი. ერთი მასწავლებელი სხვას სთხოვს, მეორე სხვას, მესამე სხვას, ერთი მკაცრია, მეორე ჰუმანური და ა.შ ამის გამო მოსწავლეები ვეღარ იგებენ ვინ რას ითხოვს, რა ხდება საერთოდ სკოლაში და ზუსტად ისეთი შედეგი გვაქვს, როგორ ქაოსშიც ვამყოფებთ მოსწავლეებს" - გვეუბნება აფხაზავა.

PISA-ს კვლევის შედეგებზე გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც ისაუბრეს.

"2018 წლის შედეგები გვაჩვენებს, რომ ათწლიან პერსპექტივაში საქართველოს აქვს პოზიტიური ტენდენცია - მათემატიკაში 19-ქულიანი, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 10-ქულიანი გაუმჯობესებაა. პოზიტიური ტენდენციები იკვეთება თანასწორობის კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა უფრო მეტი ნაწილი ახერხებს უკეთესი შედეგების ჩვენებას, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.