ავტორი:

"შენსა და მარტას შორის რამე ხდება?" - დიმუ მენაბდე ყვება, რა ამბები ტრიალებს "მასტერშეფის" სამზარეულოში, როცა კამერები გამორთულია

"შენსა და მარტას შორის რამე ხდება?" - დიმუ მენაბდე ყვება, რა ამბები ტრიალებს "მასტერშეფის" სამზარეულოში, როცა კამერები გამორთულია

"მასტერშეფის" სამზარეულოში მხოლოდ ექვსი მონაწილე დარჩა. ყველა მათგანს თავისი, გამორჩეული სტილი აქვს, რაც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მაყურებლის ყურადღებას, პროფესიონალიზმის გარდა, კონკურსანტების პირადი ცხოვრებაც იქცევს.

AMBEBI.GE ამჯერად დიმუ მენაბდეს ესაუბრა და გაიგო, რა ხდება იმ წუთებში, როცა „მასტერშეფის“ კამერები მათკენ არ არის მიპყრობილი.

- როგორ აფასებ შენს მონაწილეობას „მასტერშეფში“?

- "მასტერშეფი" საკუთარი თავის გამოცდას მიწყობს. თუ მეგონა, რომ რაღაცებს ვერ შევძლებდი, აღმოჩნდა, რომ თურმე შემძლებია. მოკლედ, იმაზე მეტს ვიღებ ამ პროექტისგან, ვიდრე ველოდი.

- საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც კამერები გამორთულია?

- კადრს მიღმა ყველა ძალიან ვერთობით, ვიცინით, ვხუმრობთ. თუ სერიოზული სიტუაციაა, ვინმე დაძაბულია, მაშინვე ჩნდება ერთი, ვინც სიტუაციას განმუხტავს. ეს ხან მე ვარ, ხან სხვა. ერთხელ მე და დალი ძალიან გავერთეთ გადაღებებზე, სასაცილო ვიდოებიც გადავიღეთ.

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა მზადების პროცესში. დროის შეზღუდვა დიდ გავლენას ახდენს, უფრო დაძაბულები ვართ. წამებში გვიწევს რაღაცების მოფიქრება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ნებისყოფის გამოცდაა...

- გახსოვს, პირველი კერძი როდის და რა მოამზადე?

- 6 წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა სახლში მარტო დამტოვეს. მაცივარში ფარში ვიპოვე და კატლეტი გავაკეთე. ეგ იყო ჩემი პირველი კერძი. მშობლებმა რომ ნახეს, ძალიან გაუხარდათ და ალბათ, მოეწონათ კიდეც. ისინი ახლა სლოვაკეთში ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, „მასტერშეფს“ უყურებენ და ხშირად ვსაუბრობთ ამაზე.

- თუ „მასტერშეფის“ ჟიურის არ ჩავთვლით, შენი კერძების მთავარი შემფასებელი ვინ არის?

- ამჟამად ისეთი არავინ არ არის ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ მე ვარ ჩემი თავის „კრიტიკოსი“. რაც „მასტერშეფი“ დაიწყო, გვერდიდან შევხედე ჩემს კერძებს და ძალიან კრიტიკული გავხდი. მგონი, ყველა მონაწილეს ეგ გვჭირს და არაფერი არ მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ.

- ყველაზე უცნაური ექსპერიმენტი რა ჩაგიტარებია?

- აბსოლუტურად ცარიელი მაცივრის მიუხედავად სადილი გამიკეთებია. როცა სახლში თითქმის არაფერი გაქვს, მაგრამ გინდა, რომ გემრიელად ჭამო, თავისთავად ატარებ ექსპერიმენტებს. მაგალითად, გუშინდელი პიურესგან ბურთულები შეიძლება მოამზადო და შეწვა.

- ამჩნევ, რომ „მასტერშეფის“ შემდეგ უფრო პოპულარული გახდი?

- არც მაშინ, როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბრობდნენ და არც ახლა, როცა „მასტერშეფის“ მონაწილე ვარ, განსაკუთრებულს არაფერს ვგრძნობ. ვაგრძელებ ისე ცხოვრებას, როგორც აქამდე ცხოვრობდი. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია; უბრალოდ, ხალხმა გაიგო, რომ ვამზადებ.

ქუჩაში მაჩერებენ და ფოტოს გადაღებას მთხოვენ; მეკითხებიან, რაღაც როგორ უნდა მოამზადონ - ეგ არის და ეგ, თორემ პოპულარობას ჩემს პიროვნებაზე გავლენა არ მოუხდენია.

- კონკურსანტები თუ დამეგობრდით?

- ერთმანეთის ნახვა ხშირად გვიწევს და, რა თქმა უნდა, ძალიან დავახლოვდით. მაგალითად, პიტოს აქამდე თუ ვიცნობდი, როგორც ტატუ-არტისტს, ახლა ვიცნობ, როგორც მეგობარს, მზარეულს და კაი ტიპს.

მე და დალიც კარგად ვერთობით ხოლმე, გამიხარდებოდა, მისნაირი ნათესავი რომ მყავდეს. მართალია, მე და მარიამი რადიკალურად სხვადასხვა პიროვნებები ვართ, მაგრამ ძალიან მხიარული, უკომპლექსო და სასიამოვნო ადამიანია. ნუცა თავისი საქმის პროფესიონალია და მომწონს, როგორ ეკიდება საქმეს. ასევეა გაგაც.

- მაყურებელი შენი და მარტას წყვილზე ალაპარაკდა. რა ხდება თქვენ შორის?

- არ ვიცი, ხალხი რას ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მარტა ძალიან მხიარულია, მომწონს, რასაც აკეთებს და როგორც აკეთებს. მომწონს მისი დამოკიდებულება კულინარიის მიმართ. მოკლედ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"პროექტების ადრენალინი მომწონს" -  "მზიურის" მერვე თაობის ბასისტი  "საქართველოს ვარსკვლავიდან"

ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

"ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი" - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფიდან" წასვლის შემდეგ