ავტორი:

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

მცხეთის მერიასთან ხმაურია. მერიასთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ და მათ შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცველები დგანან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა წყალი შეასხეს. ასევე, ბოთლები და ცოცხი ისროლეს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მიმართ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბოთლი და ცოცხი ესროლეს ზაალ უდუმაშვილსაც, იმ დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა.

„რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სამართალდამცველების თქმით, პირი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მცხეთის მერიასთან მომხდარი გუშინდელი ინციდენტი იყო მშვიდობიან ახალგაზრდებზე ძალადობა.

„ძალადობა იყო გუშინ, ეს არის ამათი სამარცხვინო საქციელი და პოლიციის ხელმძღვანელობის, ვინც ასეთი ხალხის გამო აკავებს ახალგაზრდებს მშვიდობიანი პროტესტის დროს. ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს, რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომ ეცემათ ისინი. ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ღიად ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის პასუხს აგებს ყველა, ვინც ამას ხელმძღვანელობდა.

ჩვენი მთავარი გზავნილია, ყველას, ვისაც არ უნდა, რომ პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, დროზე ჩამოშორდეს მას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

მაჟორიტარების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს

რატომ ჩადიან ქართველი პოლიტიკოსები რუსეთში?