მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია
რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გრი­პის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი მა­ლე­ვე უბ­რუნ­დე­ბა სამ­სა­ხურს, უნი­ვერ­სი­ტეტს, სკო­ლას და ა.შ. თუმ­ცა ხში­რად, ეს ახა­ლი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა და და­სუს­ტე­ბულ ორ­გა­ნიზმს გრი­პი უფრო რთუ­ლად გა­და­აქვს.

აშშ-ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრე­ბის მე­დი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ ადა­მი­ან­მა გრი­პის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სახ­ლში უნდა გა­ა­ტა­როს და სამ­სა­ხურს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დეს. სან-ფრან­ცის­კო­ე­ლი ექი­მი, ჯე­იმს უან­თა­კი მი­იჩ­ნევს, რომ თუ ადა­მი­ან­მა ვირუ­სი მსუ­ბუქ ფორ­მა­ში გა­და­ი­ტა­ნა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მი­ნი­მუმ, 24 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა, ხოლო თუ უფრო რთულ ფორ­მა­ში ჰქონ­და, გრი­პის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, 4 დღე მა­ინც უნდა დარ­ჩეს სახ­ლში.

ამ მო­საზ­რე­ბას ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბიც იზი­ა­რე­ბენ. პე­დი­ატ­რი და ოჯა­ხის ექი­მი, ნა­დუ­ლი კოხ­რე­ი­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გრი­პის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ადა­მი­ა­ნი ერთ კვი­რას მა­ინც სახ­ლში გა­ა­ტა­რებს.

"თუ ადა­მი­ან­მა ვირუ­სი უკვე გა­და­ი­ტა­ნა, ის სხვე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო აღა­რაა. შე­იძ­ლე­ბა ცოტა სი­სუს­ტე დარ­ჩეს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ის წყა­როს აღარ წარ­მო­ად­გენს. ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო ძი­რი­თა­დად არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ამ მხრივ, პირ­ვე­ლი ოთხი დღე - როცა იწყე­ბა სიმპტო­მა­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლია, თუ ამ დროს არ ივ­ლით სამ­სა­ხურ­ში, სკო­ლა­ში, ბაღ­ში და ა.შ. იმი­ტომ, რომ გა­დამ­დე­ბი ხართ, ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო ხართ.

თუ უკვე გა­და­ი­ტა­ნეთ ვირუ­სი და ზო­გა­დი სი­სუ­ტე გაქვთ, ეს უკვე აღარ არის გა­დამ­დე­ბი. ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო არის უშუ­ა­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­დე­საც იწყე­ბა ვირუ­სი

პი­რა­დად ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც ვირუ­სი­ა­ნი ბავ­შვის მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბავ­შვი ბაღ­ში უნდა მი­იყ­ვა­ნოს, რად­გან სამ­სა­ხურს ვერ გა­აც­დენს. თუ დრო­უ­ლად მი­მარ­თავს ბავ­შვის პე­დი­ატრს, მას შე­უძ­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­უხ­სნას დე­დას ავად­მყო­ფის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­უვ­ლის თა­ვის შვილს და სხვა ბავ­შვე­ბი აღარ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან. შე­დე­გად, ასე­თი დიდი შე­მო­ტე­ვე­ბიც არ იქ­ნე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში არის პირ­ვე­ლი ოთხი დღე. გა­დამ­დე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­მარ­ტო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, არა­მედ ის საგ­ნე­ბიც, რო­მელ­საც გრი­პის ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხელს ჰკი­დებს, ისიც კი ინ­ფექ­ცი­ის წყა­როა" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს ნა­დუ­ლი კოხ­რე­ი­ძე.

პე­დი­ატ­რის თქმით, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ანს „გრი­პი შე­უბ­რუნ­და“ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის სხვა ტი­პის ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და. და­სუს­ტე­ბულ იმუ­ნი­ტეტ­ზე კი, გრი­პი უფრო რთუ­ლი ფორ­მით იჩენს ხოლ­მე თავს.

"A და B ჯგუ­ფის ვირუ­სებს თა­ვი­სი ბევ­რი ქვე­ტი­პი აქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­და­რე­ბით შე­სუს­ტე­ბულ იმუ­ნი­ტეტ­ზე კი­დევ ახა­ლი ვირუ­სი რომ და­ე­მარ­თე­ბა, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა უფრო ძლი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, იმი­ტომ რომ და­სუს­ტე­ბულ ორ­გა­ნიზმს შეხ­ვდა გან­მე­ო­რე­ბით ახა­ლი ვირუ­სი.

ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ერთი კვი­რა, ათი დღე, მაგ­რამ გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ, 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დარ­ჩეს სახ­სრე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სი­სუს­ტე. ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ერ­თნა­ი­რი სიძ­ლი­ე­რის ხომ არ ვართ, ერ­თნა­ი­რად ხომ ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბით ინ­ფექ­ცი­ას?! რო­გორც ვთქვი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, 20 დღეც კი დას­ჭირ­დეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა თუ ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ვირუ­სი, სახ­ლში გა­ჩერ­დე­ბა და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, რა თქმა უნდა, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­ი­ტა­რებს და სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

20-დღი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და 20 დღე სახ­ლში ყოფ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ერთი კვი­რა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და სა­სურ­ვე­ლია

ოჯა­ხის ექი­მის თქმით, ახლა ძი­რი­თა­დად სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ისე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ადრე რომ იყო, პან­დე­მი­უ­რი და ა.შ არ გვქო­ნია. სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ა­ვა­დე­ბა 5-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. მაგ­რამ ამ წუ­თას ისე­თი დიდი შე­მო­ტე­ვა, რომ სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლი იყოს, არ არის.

მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ ამას ამ ეტა­პის­თვის პირ­ვე­ლა­დი რგო­ლი უმკლავ­დე­ბა. როცა პან­დე­მი­აა, მას ვერ აუ­დის ვერც პირ­ვე­ლა­დი რგო­ლი და ვერც სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი, იმ­დე­ნად დიდი გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა“ - გვე­უბ­ნე­ბა კოხ­რე­ი­ძე.

ექი­მი ურ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ.

"არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­კეთ­დეს ეს ვაქ­ცი­ნე­ბი, არის სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, ოთხკომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბი და უნდა გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბია. ექ­ვსი თვი­დან, შე­საძ­ლოა ჩვილ­საც გა­უ­კე­თოთ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ იმუ­ნი­ტე­ტი ვირუ­სის მი­მართ" - ამ­ბობს ნა­დუ­ლი კოხ­რე­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ხშირია შემთხვევები, როდესაც გრიპის გადატანის შემდეგ ადამიანი მალევე უბრუნდება სამსახურს, უნივერსიტეტს, სკოლას და ა.შ. თუმცა ხშირად, ეს ახალი ვირუსით დაინფიცირების მიზეზი ხდება და დასუსტებულ ორგანიზმს გრიპი უფრო რთულად გადააქვს.

აშშ-ში, დაავადებათა კონტროლის ცენტრების მედიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანმა გრიპის გადატანის შემდეგ, გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციისთვის სახლში უნდა გაატაროს და სამსახურს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს. სან-ფრანცისკოელი ექიმი, ჯეიმს უანთაკი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანმა ვირუსი მსუბუქ ფორმაში გადაიტანა, რეაბილიტაციისთვის მინიმუმ, 24 საათი სჭირდება, ხოლო თუ უფრო რთულ ფორმაში ჰქონდა, გრიპის გადატანის შემდეგ, 4 დღე მაინც უნდა დარჩეს სახლში.

ამ მოსაზრებას ქართველი ექიმებიც იზიარებენ. პედიატრი და ოჯახის ექიმი, ნადული კოხრეიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ გრიპის გადატანის შემდეგ რეაბილიტაციისთვის ადამიანი ერთ კვირას მაინც სახლში გაატარებს.

"თუ ადამიანმა ვირუსი უკვე გადაიტანა, ის სხვებისთვის სახიფათო აღარაა. შეიძლება ცოტა სისუსტე დარჩეს, მაგრამ ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს. ინფექციის წყარო ძირითადად არის დაავადებული ადამიანი და ამ მხრივ, პირველი ოთხი დღე - როცა იწყება სიმპტომატიკა, განსაკუთრებით საშიშია. რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ამ დროს არ ივლით სამსახურში, სკოლაში, ბაღში და ა.შ. იმიტომ, რომ გადამდები ხართ, ინფექციის წყარო ხართ.

თუ უკვე გადაიტანეთ ვირუსი და ზოგადი სისუტე გაქვთ, ეს უკვე აღარ არის გადამდები. ინფექციის წყარო არის უშუალოდ პირველი ეტაპი, როდესაც იწყება ვირუსი

პირადად ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ვირუსიანი ბავშვის მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან სამსახურს ვერ გააცდენს. თუ დროულად მიმართავს ბავშვის პედიატრს, მას შეუძლია ბიულეტენი გაუხსნას დედას ავადმყოფის მოვლასთან დაკავშირებით, მოუვლის თავის შვილს და სხვა ბავშვები აღარ დაინფიცირდებიან. შედეგად, ასეთი დიდი შემოტევებიც არ იქნება.

განსაკუთრებით საშიში არის პირველი ოთხი დღე. გადამდები ამ შემთხვევაში არამარტო დაავადებული ადამიანია, არამედ ის საგნებიც, რომელსაც გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ხელს ჰკიდებს, ისიც კი ინფექციის წყაროა" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ნადული კოხრეიძე.

პედიატრის თქმით, როცა ამბობენ, რომ ადამიანს „გრიპი შეუბრუნდა“ სინამდვილეში, ის სხვა ტიპის ვირუსით დაინფიცირდა. დასუსტებულ იმუნიტეტზე კი, გრიპი უფრო რთული ფორმით იჩენს ხოლმე თავს.

"A და B ჯგუფის ვირუსებს თავისი ბევრი ქვეტიპი აქვს. წარმოიდგინეთ, შედარებით შესუსტებულ იმუნიტეტზე კიდევ ახალი ვირუსი რომ დაემართება, რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო ძლიერი გართულება მოჰყვეს, იმიტომ რომ დასუსტებულ ორგანიზმს შეხვდა განმეორებით ახალი ვირუსი.

ვირუსი შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა, ათი დღე, მაგრამ გადატანილი ინფექციის შემდეგ, 20 დღის განმავლობაშიც კი, შესაძლებელია, დარჩეს სახსრების გაღიზიანება და სისუსტე. ყველა ინდივიდუალურია, ერთნაირი სიძლიერის ხომ არ ვართ, ერთნაირად ხომ ვერ გავუმკლავდებით ინფექციას?! როგორც ვთქვი, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 20 დღეც კი დასჭირდეს რეაბილიტაციას.

სასურველი იქნება თუ ადამიანი რომელსაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, სახლში გაჩერდება და სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მკურნალობას ჩაიტარებს და სრულად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება საზოგადოებას.

20-დღიანი რეაბილიტაცია და 20 დღე სახლში ყოფნა წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი კვირა ნამდვილად შესაძლებელია და სასურველია

ოჯახის ექიმის თქმით, ახლა ძირითადად სეზონური ვირუსებია გავრცელებული და შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

"ისეთი გართულებები ადრე რომ იყო, პანდემიური და ა.შ არ გვქონია. სეზონური ვირუსები შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. დაავადება 5-10 დღის განმავლობაში გრძელდება. მაგრამ ამ წუთას ისეთი დიდი შემოტევა, რომ სტაციონარები გადავსებული იყოს, არ არის.

მომართვიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მაგრამ ამას ამ ეტაპისთვის პირველადი რგოლი უმკლავდება. როცა პანდემიაა, მას ვერ აუდის ვერც პირველადი რგოლი და ვერც სტაციონარები, იმდენად დიდი გართულება მოჰყვება“ - გვეუბნება კოხრეიძე.

ექიმი ურჩევს ადამიანებს, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სეზონის დასაწყისში ვაქცინაცია ჩაიტარონ.

"არის საშუალება, რომ გაკეთდეს ეს ვაქცინები, არის სამკომპონენტიანი, ოთხკომპონენტიანი ვაქცინები და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხარისხიანი ვაქცინებია. ექვსი თვიდან, შესაძლოა ჩვილსაც გაუკეთოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში აქვთ იმუნიტეტი ვირუსის მიმართ" - ამბობს ნადული კოხრეიძე.

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."