ავტორი:

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც მოძრაობა "სირცხვილია" და "შეცვალე" აქციას მართავს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ნიკა გოგაშვილი იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ადგილზე მივიდა იმის გამო, რომ "ქვეყანაზე გული შესტკივა".

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას, ნიკა გოგაშვილის თქმით, მათ დაპირისპირება არ დაუწყიათ და "პროვოცირება და მათი გაღიზიანება "შეცვალეს" აქტივისტებმა დაიწყეს".

"გული შემტკივა ამ ქვეყანაზე და აქ ამიტომ ვიმყოფები. მათ 9 წელი ხალხი გააუპატიურეს, ჯანმრთელობა შეულახეს, არაერთი ადამიანი ინვალიდის ეტლში ჩასვეს. ჩვენ აქ ხელს არავის ვუშლით. პოლიციც აქ დგას. გული გვტიკა, რომ ეს ძალა გამოდის და მორალს გვიკითხავენ. 9 წელი გაგვანადგურეს ხალხი. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების კეთილი ნება. ეს ძალა გვაღიზიანებს, ესენი ტერორისტები არიან და მათ არ უნდათ კეთილდღეობა საქართველოში. არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს. ხალხმა გადაწყვიტა არაერთხელ, რომ მათ ესენი არ უნდათ" - აღნიშნა ნიკა გოგაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმა დაიძაბა. ერთმანეთს "შეცვალეს“ აქტივისტები და „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმოამადგენლები დაუპირისპირდნენ.

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტს ვადა გაუვიდა