"ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა - აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ
„ქართული ოცნების“ ოფისთან, „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას და „შეცვალეს“ წევრებთან მისვლას ცდილობენ. პოლიცია მათ შეკავებას ახერხებს. სიტუაცია ამ დროისთვის უკიდურესად დაძაბულია.