კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე
"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მო­რი­გი ლა­ივ­შოუ შედ­გა. კონ­კურ­სის ეს ტური ქარ­თულ სიმ­ღე­რას და­ეთ­მო. კონ­კურ­სან­ტებ­მა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. თი­თო­ე­ულ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეძ­ლო ეს, ამო­ცა­ნას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა, ისე, რომ არ დამ­სგავ­სე­ბო­და, სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბელს. ეს ჟი­უ­რი­მაც ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა და კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­სულ­მა ცნო­ბილ­მა თუ უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი მა­ყუ­რე­ბელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი უკვე მე­ო­რედ გახ­და, კონ­კურსს კი ნიკა კა­ლან­და­ძე გა­მო­ე­თი­შა, რო­მე­ლიც ამ შე­დეგს ამ­ჯე­რად არ ელო­და, თუმ­ცა ამის­თვის, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, მზად იყო, რად­გა­ნაც კონ­კურ­სია და ყვე­ლაფ­რი ხდე­ბა.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი:

- ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი იყო, მად­ლო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ გვერ­დში მიდ­გა­ნან, ადა­მი­ა­ნე­ბო, ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გა­ხა­როთ!

- შენ შე­არ­ჩიე სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც დღეს წარ­მო­ად­გი­ნე?

- ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რაა, სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე ჯგუფ­თან „გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი“ მღე­რო­და მას. სა­ერ­თოდ, სიმ­ღე­რებს, რაც უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­თან ვა­თან­ხმებთ.

- რო­დე­საც სა­კონ­კურ­სო ნო­მე­რი სცე­ნა­ზე გა­მო­გაქვს, ვინ­მეს ხომ არ უძღვნი?

- ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად შე­ვას­რუ­ლო, მი­ძღვნით ვერ გე­ტყვით, ვინ­მეს ვუ­ძღვნი თუ არა.

- რას აპი­რებ შემ­დეგ ტურ­ზე - რო­გორ ფიქ­რობ, ისევ ლი­დე­რი იქ­ნე­ბი?

- ვეც­დე­ბი, მაგ­რამ ეს ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე, გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­დე და ხალ­ხის ნდო­ბა არ დავ­კარ­გო.

- კონ­კურ­სი ამ­ჯე­რად ნიკა კა­ლან­და­ძემ და­ტო­ვა. მას­ზე და სა­ერ­თოდ, კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვი.

- ისე­თი სა­კი­თხია - არ იცი, ვინ წავა და ვის გა­უშ­ვებს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ნიკა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. რაც შე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ტებს, მე­გობ­რე­ბი არი­ან და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან.

- მგო­ნი, მათ­ში ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი ხარ. ამას­თან, მო­გე­ბულ გაქვს ერთ-ერთი კონ­კურ­სიც...

- სხვე­ბიც არი­ან სხვა პრო­ექ­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და ამა თუ იმ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ზოგი მუ­სი­კო­სე­ბის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი... ერ­თა­დერ­თი, ასა­კით ვარ ცოტა მათ­ზე უფ­რო­სი, რად­გა­ნაც სიმ­ღე­რა გვი­ან, 19 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე, ახლა უკვე 32 წლის ვხდე­ბი.

თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:

- ქარ­თუ­ლი ტური, რო­გორც თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­მაც აღ­ნიშ­ნა, ეს იყო ნამ­დვი­ლი კონ­ცერ­ტი, სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნეთ. მის­გან ეს შე­ფა­სე­ბა, მით უფრო, ქარ­თულ ტურ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იგი­ვე გან­ცდა გვქონ­და ჟი­უ­რის წევ­რებ­საც. კი ვართ სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი, მაგ­რამ რად­გა­ნაც ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლია 10-ვე კონ­კურ­სან­ტი, მა­ინც ვცდი­ლობთ, ობი­ექ­ტუ­რად, ცივი გო­ნე­ბით მი­ვუდ­გეთ ყვე­ლა­ფერს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ვარ­დნას, კონ­კურ­სან­ტებ­თან ენის მო­ჩლექ­ვით ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც კონ­კურ­სში მო­დი­ხარ, უნდა იცო­დე, ეს ვე­ლუ­რი ბრძო­ლაა, ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, იმ წუ­თას მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ რე­ა­გი­რებს.

ჩვე­ნი მხრი­დან, ვი­ცით, რომ „პირ­ველ არხს“ ყვე­ლა­ფე­რი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ კონ­კურ­სი სა­მარ­თლი­ა­ნი იყოს, მით უფრო ხმის მი­ცე­მა - ყვე­ლა­ზე დიდი დატ­ვირ­თვა ამა­ზე მო­დის, ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებთ გა­აქ­ტი­ურ­დეს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი გა­მო­ავ­ლი­ნოს.

- თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, უკვე მე­ო­რედ გახ­და კონ­კურ­სის ლი­დე­რი. რას იტყვით?

- ძა­ლი­ან მი­ხა­რია თორ­ნი­კეს ასე­თი წარ­მა­ტე­ბა. ეს აღ­ვნიშ­ნე კი­დეც შო­უ­ში. მან სერ­გის და ბო­ბის სა­ო­ცა­რი სიმ­ღე­რა წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ჩემი თა­ო­ბის სიმ­ღე­რა იყო, 90-ია­ნე­ბის უშუ­ქო პე­რი­ოდ­ში ვმღე­რო­დით. მარ­თლა ჰა­ე­რი­ვით და ჟანგბა­დი­ვით იყო. თორ­ნი­კემ ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სახ­ვა­ვე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლა. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო ნათ­ქვა­მი და მი­ხა­რია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და ბრძე­ნია. იცის, ვინ რო­გორ და­ა­ფა­სოს.

- ნიკა კა­ლან­და­ძე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, მან და­ტო­ვა პრო­ექ­ტი...

- რო­გორც ლი­ზა­ზე („სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის ფი­ნა­ლის­ტი. - ავტ), ისე­ვე ნი­კა­ზე ვფიქ­რობ და ვი­ტყვი, რომ ასე­თი ნი­ჭი­ე­რი ორი ადა­მი­ა­ნი ერთი ოჯა­ხი­დან, იშ­ვი­ა­თად არის ხოლ­მე. თუმ­ცა პი­რა­და­დაც ვუ­თხა­რი, - ეს არის მისი პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი, წინ აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი და რჩე­ბა ჩვენს ფა­ვო­რი­ტად.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიდერი უნდა გამხდარიყო მარიამ გოგიბერიძე
10

 ყველაზე კარგად მარიამმა იმღერა ქართული სიმღერა და თან საკმაოდ რთული მაგრამ ეტყობა არ ყავს მდიდარი ახლობლები როპმ ბევრი მესიჯი გაუშვალ, უსამარტობა იყო მარიამის აუტსაიდერში დადგომა!

 

ლიზი
2

უდავო ლიდერი ყიფოა! არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ევროვიზიაზეც ყიფო უნდა წარსდგეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე

"კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს,  ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის" -  ჟიური და თორნიკე ყიფიანი "საქართველოს ვარსკვლავში" განვითარებულ მოვლენებზე

„საქართველოს ვარსკვლავის“ მორიგი ლაივშოუ შედგა. კონკურსის ეს ტური ქართულ სიმღერას დაეთმო. კონკურსანტებმა ქართველი მუსიკოსების პოპულარული სიმღერები წარმოადგინეს. თითოეულმა ინდივიდუალურად შეძლო ეს, ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა, ისე, რომ არ დამსგავსებოდა, სიმღერის შემსრულებელს. ეს ჟიურიმაც ერთხმად აღნიშნა და კონკურსანტების საგულშემატკივროდ მოსულმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანებმა. ლაივკონცერტის ლიდერი მაყურებელთა გადაწყვეტილებით, თორნიკე ყიფიანი უკვე მეორედ გახდა, კონკურსს კი ნიკა კალანდაძე გამოეთიშა, რომელიც ამ შედეგს ამჯერად არ ელოდა, თუმცა ამისთვის, როგორც აღნიშნა, მზად იყო, რადგანაც კონკურსია და ყველაფრი ხდება.

თორნიკე ყიფიანი:

- ძალიან კარგი კონცერტი იყო, მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომ გვერდში მიდგანან, ადამიანებო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

- შენ შეარჩიე სიმღერა, რომელიც დღეს წარმოადგინე?

- ძალიან კარგი სიმღერაა, სერგი გვარჯალაძე ჯგუფთან „გენეტიკური კოდი“ მღეროდა მას. საერთოდ, სიმღერებს, რაც უნდა შევასრულოთ, მუსიკალურ პროდიუსერთან ვათანხმებთ.

- როდესაც საკონკურსო ნომერი სცენაზე გამოგაქვს, ვინმეს ხომ არ უძღვნი?

- ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად შევასრულო, მიძღვნით ვერ გეტყვით, ვინმეს ვუძღვნი თუ არა.

- რას აპირებ შემდეგ ტურზე - როგორ ფიქრობ, ისევ ლიდერი იქნები?

- ვეცდები, მაგრამ ეს ჩემს მხარდამჭერებზე, გულშემატკივარზეა დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ ღირსეულად გამოვიდე და ხალხის ნდობა არ დავკარგო.

- კონკურსი ამჯერად ნიკა კალანდაძემ დატოვა. მასზე და საერთოდ, კონკურენტებზე რას გვეტყვი.

- ისეთი საკითხია - არ იცი, ვინ წავა და ვის გაუშვებს მაყურებელი. ნიკა ძალიან ნიჭიერი და ინდივიდუალური შემსრულებელია. რაც შეხება კონკურენტებს, მეგობრები არიან და მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან.

- მგონი, მათში ყველაზე გამოცდილი ხარ. ამასთან, მოგებულ გაქვს ერთ-ერთი კონკურსიც...

- სხვებიც არიან სხვა პროექტების გამარჯვებულები და ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ზოგი მუსიკოსების ოჯახშია გაზრდილი... ერთადერთი, ასაკით ვარ ცოტა მათზე უფროსი, რადგანაც სიმღერა გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე, ახლა უკვე 32 წლის ვხდები.

თიკო ბერძენიშვილი, ჟიურის წევრი:

- ქართული ტური, როგორც თამრიკო ჭოხონელიძემაც აღნიშნა, ეს იყო ნამდვილი კონცერტი, საოცარი შესრულება მოვისმინეთ. მისგან ეს შეფასება, მით უფრო, ქართულ ტურში, მნიშვნელოვანია. იგივე განცდა გვქონდა ჟიურის წევრებსაც. კი ვართ სუბიექტურები, მაგრამ რადგანაც ჩვენი არჩეულია 10-ვე კონკურსანტი, მაინც ვცდილობთ, ობიექტურად, ცივი გონებით მივუდგეთ ყველაფერს. რაც შეეხება გავარდნას, კონკურსანტებთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ მიყვარს, იმიტომ, რომ როდესაც კონკურსში მოდიხარ, უნდა იცოდე, ეს ველური ბრძოლაა, ბრძოლა გადარჩენისთვის. დამოკიდებულია იმაზე, იმ წუთას მაყურებელი როგორ რეაგირებს.

ჩვენი მხრიდან, ვიცით, რომ „პირველ არხს“ ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ კონკურსი სამართლიანი იყოს, მით უფრო ხმის მიცემა - ყველაზე დიდი დატვირთვა ამაზე მოდის, ამიტომ, მოვუწოდებთ გააქტიურდეს გულშემატკივარი, საკუთარი ფავორიტი გამოავლინოს.

- თორნიკე ყიფიანი, ხმათა უმრავლესობით, უკვე მეორედ გახდა კონკურსის ლიდერი. რას იტყვით?

- ძალიან მიხარია თორნიკეს ასეთი წარმატება. ეს აღვნიშნე კიდეც შოუში. მან სერგის და ბობის საოცარი სიმღერა წარმოადგინა, რომელიც ჩემი თაობის სიმღერა იყო, 90-იანების უშუქო პერიოდში ვმღეროდით. მართლა ჰაერივით და ჟანგბადივით იყო. თორნიკემ ის აბსოლუტურად განსახვავებულად შეასრულა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იყო ნათქვამი და მიხარია, რომ მაყურებელი, მსმენელი გემოვნებიანი და ბრძენია. იცის, ვინ როგორ დააფასოს.

- ნიკა კალანდაძე განსხვავებული შემსრულებელია, სამწუხაროდ, მან დატოვა პროექტი...

- როგორც ლიზაზე („საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი სეზონის ფინალისტი. - ავტ), ისევე ნიკაზე ვფიქრობ და ვიტყვი, რომ ასეთი ნიჭიერი ორი ადამიანი ერთი ოჯახიდან, იშვიათად არის ხოლმე. თუმცა პირადადაც ვუთხარი, - ეს არის მისი პირველი კონკურსი, წინ აქვს აბსოლუტურად ყველაფერი და რჩება ჩვენს ფავორიტად.

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია