2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
როგორც ცენტრში განმარტავენ, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება.
"ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვერ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ.