მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა - საქსტატის უახლესი მონაცემები სკოლებთან დაკავშირებით
2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა - საქსტატის უახლესი მონაცემები სკოლებთან დაკავშირებით

„საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019/2020 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 2 313 სკო­ლა იყო, მათ შო­რის 2 086 სა­ჯა­რო, ხოლო 227 კერ­ძო.

„საქსტა­ტი“ ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2019/2020 სას­წავ­ლო წელს წინა სას­წავ­ლო წელ­თან შე­და­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ შეც­ვლი­ლა. რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მეტი სკო­ლა (17.0%) იმე­რეთ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

ამას­თან, 2019/2020 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 592.9 ათა­სი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, რაც წინა სას­წავ­ლო წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 1.5%-ით აღე­მა­ტე­ბა. სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბის 89.4% სწავ­ლობს, ხოლო კერ­ძო სკო­ლებ­ში - 10.6%. მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბი­დან 47.9% გო­გოა, ხოლო 52.1% - ბიჭი.

„2018/2019 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლა შე­წყვი­ტა 12 049 მოს­წავ­ლემ, რაც 2.0%-ით ნაკ­ლე­ბია წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. იმ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, რო­მელ­თაც შე­წყვი­ტეს სწავ­ლა, 40.7% გო­გოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.

2019 წელს სკო­ლა და­ას­რუ­ლა 86 482 მოს­წავ­ლემ, რაც წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს 5.1%-ით აღე­მა­ტე­ბა. რო­გორც სა­ბა­ზო, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა შო­რის ბი­ჭე­ბი ჭარ­ბო­ბენ, რო­მელ­თა წილი, შე­სა­ბა­მი­სად, 52.4% და 51.3%-ს შე­ად­გნს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „საქსტა­ტის“ ან­გა­რიშ­ში.

ამას­თან, „საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019/2020 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 63 780 პე­და­გო­გი, რაც წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 5.3%- ით ნაკ­ლე­ბია. მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას ქა­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ, კერ­ძოდ, პე­და­გო­გე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა­ში ქა­ლე­ბის წილი 86.8%, ხოლო კა­ცე­ბის წილი 13.2%-ია.

ავტორი:

2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა - საქსტატის უახლესი მონაცემები სკოლებთან დაკავშირებით

2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა - საქსტატის უახლესი მონაცემები სკოლებთან დაკავშირებით

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.

„საქსტატი“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019/2020 სასწავლო წელს წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.0%) იმერეთში ფიქსირდება.

ამასთან, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 592.9 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.5%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 47.9% გოგოა, ხოლო 52.1% - ბიჭი.

„2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.

2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს”, - აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2%-ია.

ვინ არის ვაჟა სირაძის მეუღლე - საპატრულო პოლიციის უფროსი ცნობილი ექიმის სიძეა

სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"