საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრენინგს ბათუმის ცნობილი შენობების შესახებ ათეულობით გიდი ქალაქის ქუჩებში დაესწრო
ტრენინგს ბათუმის ცნობილი შენობების შესახებ ათეულობით გიდი ქალაქის ქუჩებში დაესწრო

ბა­თუ­მის ცნო­ბი­ლი შე­ნო­ბე­ბი, პი­როვ­ნე­ბე­ბი და მათი ის­ტო­რი­ე­ბი იყო დღე­ვან­დე­ლი ტრე­ნინ­გის თემა, რო­მელ­საც ათე­უ­ლო­ბით დამ­წყე­ბი და მოქ­მე­დი გიდი და­ეს­წრო. ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი ქა­ლა­ქის პრაქ­ტი­კუ­ლი ტუ­რი­სას იმ შე­ნო­ბებ­თან მო­ის­მი­ნეს, სა­დაც მე­ცხრა­მე­ტე-მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბა­თუ­მის კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი იქ­მნე­ბო­და.

პრაქ­ტი­კუ­ლი სე­მი­ნა­რი აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო ტრე­ნინ­გე­ბის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა და მას­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მი­სა, 8 დე­კემ­ბრამ­დე ტრე­ნინ­გე­ბი ბა­თუ­მუ­რი ეზო­ე­ბის, აივ­ნე­ბის, კა­რე­ბის, ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის შე­სა­ხებ ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა, ისე­ვე რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სხვა ტრე­ნინ­გე­ბი უფა­სოა.

პროგ­რა­მა:

  • სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა -30 ნო­ემ­ბე­რი, 17:00-20:00; 1 დე­კემ­ბე­რი, 17:00-20:00
  • ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გია - 6 დე­კემ­ბე­რი, 18:30-21:30
  • ქარ­თუ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია -7 დე­კემ­ბე­რი, 18:00-21:00
  • 8 დე­კემ­ბე­რი, 18:00-21:00
  • ბა­თუ­მუ­რი ეზო­ე­ბი, აივ­ნე­ბი და კა­რე­ბი -8 დე­კემ­ბე­რი, 14:00-18:00

პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბის ახა­ლი ეტა­პი მა­ჭა­ხე­ლას, გო­დერ­ძი­სა და სა­ხალ­ვა­შოს სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, მათ შო­რის მა­ჭა­ხე­ლა­ში ენის კურ­სის პირ­ვე­ლი, კუ­რორტ გო­დერ­ძი­ზე მე­სა­მე, ხოლო სა­ხალ­ვა­შო­ში მე­ო­რე ეტა­პი. დღემ­დე, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით ტუ­რიზ­მის ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბულ 3000-მდე პირს ჩა­უ­ტა­რა ტრე­ნინგ-სე­მი­ნა­რი, რაც 2020 წელ­შიც აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა.

NS

ავტორი:

ტრენინგს ბათუმის ცნობილი შენობების შესახებ ათეულობით გიდი ქალაქის ქუჩებში დაესწრო

ტრენინგს ბათუმის ცნობილი შენობების შესახებ ათეულობით გიდი ქალაქის ქუჩებში დაესწრო

ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათი ისტორიები იყო დღევანდელი ტრენინგის თემა, რომელსაც ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო. ტრენინგის მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები ქალაქის პრაქტიკული ტურისას იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა.

პრაქტიკული სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა აღნიშნული თემისა, 8 დეკემბრამდე ტრენინგები ბათუმური ეზოების, აივნების, კარების, ქართული მითოლოგიის, ქორეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში გაიმართება. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.

პროგრამა:

  • საქართველოს ეკონომიკა -30 ნოემბერი, 17:00-20:00; 1 დეკემბერი, 17:00-20:00
  • ქართული მითოლოგია - 6 დეკემბერი, 18:30-21:30
  • ქართული ქორეოგრაფია -7 დეკემბერი, 18:00-21:00
  • 8 დეკემბერი, 18:00-21:00
  • ბათუმური ეზოები, აივნები და კარები -8 დეკემბერი, 14:00-18:00

პარალელურად მიმდინარეობს ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

NS

კლინიკა მედიში უპრეცედენტო შეთავაზებები დაიწყო! 10%-60%-მდე ფასდაკლებები ყველა პროცედურაზე!

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს