სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია" - ვინ არიან პანკისის ხეობაში მკვლელობაზე დაკავებულები
"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია" - ვინ არიან პანკისის ხეობაში მკვლელობაზე დაკავებულები

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე არბი ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და რა­მაზ ხან­გოშ­ვი­ლი იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ისი­ნი თბი­ლი­სის­კენ მო­დი­ოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­პი­რის­პი­რე­ბი­სას დაჭ­რი­ლი მუ­რად ქავ­თა­რაშ­ვი­ლის ძმამ, მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„ორი­ვე და­კა­ვე­ბულს ვიც­ნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმის­შვი­ლია - არბი ქავ­თა­რაშ­ვი­ლი და მე­ო­რე - რა­მაზ ხან­გოშ­ვი­ლი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვია“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა დე­ტა­ლებს, მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შსს-მ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ვისო მუ­თოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2 პირი და­ა­კა­ვა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მომ­ხდა­რი, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.მ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს. და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი: 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ქ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ხ.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია" - ვინ არიან პანკისის ხეობაში მკვლელობაზე დაკავებულები

"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია" - ვინ არიან პანკისის ხეობაში მკვლელობაზე დაკავებულები

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაპირისპირებისას დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

„ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია - არბი ქავთარაშვილი და მეორე - რამაზ ხანგოშვილი ჩვენი ნათესავია“, - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, მერაბ ქავთარაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ.

ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

"ხელისუფლებამ გააღო სიმართლის კარი - ვნახოთ, დაიხურება თუ არა" - ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

პანკისის ხეობაში ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."