მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში
"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ლა­გო­დე­ხე­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც 15 წლი­სა მე­გა­შოუ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ახლა ის უკვე სრულ­წლო­ვა­ნია და სხვა მე­გა­შო­უს, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტია, იბ­რძვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წლე­ულს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე წა­რად­გი­ნოს.

ალ­ბათ, იკი­თხავთ, "მა­მულ-დე­დულ­ში" რაზე უნდა ილა­პა­რა­კოს მომ­ღე­რალ­მა გო­გო­ნა­მო? ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნი­დან არის, მის­თვის სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო სუ­ლაც არ არის. მშობ­ლებს პა­ტა­რა­ო­ბი­დან ეხ­მა­რე­ბო­და, ტრაქ­ტო­რის მარ­თვაც იცის და ვე­ნახ­ში დას­თან ერ­თა­დაც უმუ­შა­ვია ტრაქ­ტო­რით.

- ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლია იმერ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც კა­ხეთ­ში გად­მო­სახ­ლდნენ. ჩემი სო­ფე­ლი აფე­ნის თემს ეკუთ­ვნის. რო­დე­საც­ აფენ­ში ხალ­ხი სახ­ლდე­ბო­და, ჯერ ნი­ა­დაგს სინ­ჯავ­დნენ, აინ­ტე­რე­სებ­დათ, რამ­დე­ნად მო­სავ­ლი­ა­ნი იყო. ლე­გენ­და­სა­ვით არის - იქ ერთ სი­მინდს 7 ტარო გა­უ­კე­თე­ბია და ხალ­ხის მა­სობ­რი­ვად და­სახ­ლე­ბის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა.

- რა მო­დის ახლა თქვენს მი­წა­ზე?

- მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში სულ სა­ზამ­თრო მოჰ­ყავთ. ჭა­ბუ­კი­ა­ნი გან­თქმუ­ლია ნეს­ვით, უმე­ტე­სად კი ვე­ნა­ხე­ბით. სხვა სოფ­ლე­ბი მე­ბოსტნე­ო­ბას მის­დე­ვენ - კიტ­რი, პა­მი­დო­რი­ მოჰ­ყავთ. არის და­სახ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ვარ­დის, კი­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბი აქვთ.

- სამ­ხა­რა­ძე­ე­ბი რო­დის ჩა­სახ­ლდით ლა­გო­დეხ­ში?

- ჩვე­ნი გვა­რი ჭი­ა­თუ­რი­და­ნაა. სამ­ხა­რა­ძე­ე­ბის ჭა­ბუ­კი­ან­ში და­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ ჩემი დიდი ბა­ბუა­ და მისი მამა ჩემს სახ­ლში რომ ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც და­ვი­ბა­დე, ეს ნამ­დვი­ლად ვიცი.

- თქვენს ოჯახს რა მოჰ­ყავს?

- თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ნა­ხი ეზო­შიც­ გვაქვს და ეზოს გა­რე­თაც, რო­გორც სა­ერ­თოდ კა­ხეთ­ში. რქა­წი­თე­ლია გა­შე­ნე­ბუ­ლი.

- უფ­რო­სებს ბავ­შვო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­დი?

- დიახ. ნივ­რის თოხ­ნა­ში მივ­ხმა­რე­ბი­ვარ, ლო­ბი­ოს ახ­ვე­ვა­ში, ვე­ნახ­შიც მი­მუ­შა­ვია. მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, მერე როცა შენს გა­კე­თე­ბულს უყუ­რებ, გსი­ა­მოვ­ნებს. რო­გორც იტყვი­ან, რა­საც თე­სავ, იმას ბო­ლომ­დე იმკი. მთა­ვა­რია, მღრღნე­ლებ­მა არ გა­მო­ჭა­მონ მო­სა­ვა­ლი და დრო­უ­ლად მო­ას­წრო მიშ­ვე­ლე­ბა.

- ტრაქ­ტო­რის მარ­თვა რო­დის ის­წავ­ლე?

- მა­მა­ჩემს ბიჭი არა ჰყავს, ამი­ტომ მე და ჩემი და ვი­თავ­სებთ ბი­ჭის სა­მუ­შა­ო­ებს. ვე­ნა­ხის ძი­რე­ბის გა­მოხ­ვნა იქ­ნე­ბა თუ სხვა რამ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, მა­მას ზედ­მე­ტი მუ­შა­ხე­ლი არ და­ვა­ჭირ­ვოთ და და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ ქა­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია. ბევ­რჯერ სა­მე­ზობ­ლო­ში სა­ლა­პა­რა­კო გავმხდარ­ვართ, მუხლჩა­უხ­რე­ლად დგა­ნან­ გო­გო­ე­ბიო. ვე­ნა­ხი ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­როა.

მა­მამ ტრაქ­ტო­რის მარ­თვა რომ მას­წავ­ლა, 7 წლის ვი­ყა­ვი. მერე ბა­ბუ­ას­თან დავდ­იო­დით ტრაქ­ტო­რით. რთულ გზებ­ზე სწრა­ფი ორი­ენ­ტა­ცია გჭირ­დე­ბა, რომ ბორ­ბლე­ბი ორ­მო­ში არ ჩა­გი­ვარ­დეს...

- დღეს თბი­ლის­ში ცხოვ­რობ, "ნი­ჭი­ერ­ში"­ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბი­ნით და­გა­სა­ჩუქ­რეს. მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი აქაც გა­მოგ­ყვა და კორ­პუ­სის აი­ვან­ზე პა­ტა­რა ბაღ-ბოს­ტა­ნიც გაქვს...

- ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის იყო, როცა მე და ჩემი და აქ ჩა­მო­ვე­დით, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად გვე­ჭა­მა, ამი­ტომ დე­დამ გა­და­წყვი­ტა, რაც აი­ვან­ზე და­ე­ტე­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვეყ­ვა­ნა. დავ­თე­სეთ პიტ­ნა, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, რე­ჰა­ნი, ზაფ­რა­ნა, წი­წა­კა... ყვა­ვი­ლე­ბი­თაც გვინ­დო­და გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. ერთი დიდი ტო­მა­რა მიწა სოფ­ლი­დან ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს მშობ­ლებ­მა და ისე­თი ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ დაგ­ვი­თე­სავს, თა­ვი­სით ამო­ვი­და, მათ შო­რის პა­მი­დო­რიც... სტუმ­რე­ბი რომ მო­დი­ან, აი­ვან­ზე მო­წე­ულ პიტ­ნის ჩაის ვას­მევთ.

- რას გვე­ტყვი, რო­დის უნდა და­ი­თე­სოს მწვა­ნი­ლი? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბა
67

დაგვღალეთ უკვე რააააააა

მანანა ცაავა
8

ხმა უნდა მიეცეს ნამღრის მიხედვით. არაა საინტერესო სხვა რამ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში

ბარბარა სამხარაძე წარმატებული და ნიჭიერი ლაგოდეხელი გოგონაა, რომელიც 15 წლისა მეგაშოუ "ნიჭიერის" გამარჯვებული გახდა. ახლა ის უკვე სრულწლოვანია და სხვა მეგაშოუს, "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია, იბრძვის, რომ ჩვენი ქვეყანა წლეულს "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინოს.

ალბათ, იკითხავთ, "მამულ-დედულში" რაზე უნდა ილაპარაკოს მომღერალმა გოგონამო? ჩვენი რესპონდენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანიდან არის, მისთვის სამეურნეო საქმიანობა უცხო სულაც არ არის. მშობლებს პატარაობიდან ეხმარებოდა, ტრაქტორის მართვაც იცის და ვენახში დასთან ერთადაც უმუშავია ტრაქტორით.

- ჩვენი რაიონი მჭიდროდ დასახლებულია იმერლებით, რომლებიც კახეთში გადმოსახლდნენ. ჩემი სოფელი აფენის თემს ეკუთვნის. როდესაც აფენში ხალხი სახლდებოდა, ჯერ ნიადაგს სინჯავდნენ, აინტერესებდათ, რამდენად მოსავლიანი იყო. ლეგენდასავით არის - იქ ერთ სიმინდს 7 ტარო გაუკეთებია და ხალხის მასობრივად დასახლების მიზეზი გამხდარა.

- რა მოდის ახლა თქვენს მიწაზე?

- მეზობელ სოფელში სულ საზამთრო მოჰყავთ. ჭაბუკიანი განთქმულია ნესვით, უმეტესად კი ვენახებით. სხვა სოფლები მებოსტნეობას მისდევენ - კიტრი, პამიდორი მოჰყავთ. არის დასახლებები, სადაც ვარდის, კივის პლანტაციები აქვთ.

- სამხარაძეები როდის ჩასახლდით ლაგოდეხში?

- ჩვენი გვარი ჭიათურიდანაა. სამხარაძეების ჭაბუკიანში დასახლების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუა და მისი მამა ჩემს სახლში რომ ცხოვრობდნენ, სადაც დავიბადე, ეს ნამდვილად ვიცი.

- თქვენს ოჯახს რა მოჰყავს?

- თითქმის ყველაფერი, ვენახი ეზოშიც გვაქვს და ეზოს გარეთაც, როგორც საერთოდ კახეთში. რქაწითელია გაშენებული.

- უფროსებს ბავშვობაში ეხმარებოდი?

- დიახ. ნივრის თოხნაში მივხმარებივარ, ლობიოს ახვევაში, ვენახშიც მიმუშავია. მიწაზე მუშაობა კარგი შეგრძნებაა, მერე როცა შენს გაკეთებულს უყურებ, გსიამოვნებს. როგორც იტყვიან, რასაც თესავ, იმას ბოლომდე იმკი. მთავარია, მღრღნელებმა არ გამოჭამონ მოსავალი და დროულად მოასწრო მიშველება.

- ტრაქტორის მართვა როდის ისწავლე?

- მამაჩემს ბიჭი არა ჰყავს, ამიტომ მე და ჩემი და ვითავსებთ ბიჭის სამუშაოებს. ვენახის ძირების გამოხვნა იქნება თუ სხვა რამ, ყოველთვის ვცდილობთ, მამას ზედმეტი მუშახელი არ დავაჭირვოთ და დავამტკიცოთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია. ბევრჯერ სამეზობლოში სალაპარაკო გავმხდარვართ, მუხლჩაუხრელად დგანან გოგოებიო. ვენახი ჩვენი შემოსავლის წყაროა.

მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. მერე ბაბუასთან დავდიოდით ტრაქტორით. რთულ გზებზე სწრაფი ორიენტაცია გჭირდება, რომ ბორბლები ორმოში არ ჩაგივარდეს...

- დღეს თბილისში ცხოვრობ, "ნიჭიერში" გამარჯვებისთვის ბინით დაგასაჩუქრეს. მიწის სიყვარული აქაც გამოგყვა და კორპუსის აივანზე პატარა ბაღ-ბოსტანიც გაქვს...

- ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, როცა მე და ჩემი და აქ ჩამოვედით, გენმოდიფიცირებული საკვები ნაკლებად გვეჭამა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, რაც აივანზე დაეტეოდა, ყველაფერი მოგვეყვანა. დავთესეთ პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ზაფრანა, წიწაკა... ყვავილებითაც გვინდოდა გაგველამაზებინა. ერთი დიდი ტომარა მიწა სოფლიდან ჩამოგვიტანეს მშობლებმა და ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, მცენარეები, რომლებიც არ დაგვითესავს, თავისით ამოვიდა, მათ შორის პამიდორიც... სტუმრები რომ მოდიან, აივანზე მოწეულ პიტნის ჩაის ვასმევთ.

- რას გვეტყვი, როდის უნდა დაითესოს მწვანილი? წაიკითხეთ სრულად

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია