საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირა აქციები რეგიონებში გაიმართება - რას გეგმავს ოპოზიცია
სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირა აქციები რეგიონებში გაიმართება - რას გეგმავს ოპოზიცია

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე დღეს იმ­სჯე­ლე­ბენ. შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე, „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მათ სტრა­ტე­გი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შევა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა, რის შემ­დე­გაც, დიდი აქ­ცია უკვე თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე „ოდი­რის“ დას­კვა­ნა­საც ელო­დე­ბა.

„წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას უფრო დიდ მას­შტაბს შევ­ძენთ. ეს ნიშ­ნავს უკვე რე­გი­ო­ნებ­ში მა­სი­უ­რად გაშ­ლას და მზა­დე­ბას დიდი აქ­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა. არ გვაქვს ჯერ და­გეგ­მი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ოც­ნე­ბამ“ გუ­შინ იძა­ხა არა­ფერს ვე­თან­ხმე­ბიო, ჩვენ ჩვე­ნი სტრა­ტე­გია გვაქვს, ოდირ­ში იგ­ზავ­ნე­ბა ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ჩა­მო­ვა პა­სუ­ხი, რა­საც და­ახ­ლო­ე­ბით სჭირ­დე­ბა 10 დღე და რი­თაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არა­ნა­ი­რი შან­სი არ ექ­ნე­ბა, რომ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამას. ჩვენ გა­წე­რი­ლი გვქონ­და სტრა­ტე­გია, გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ბა­მი­სად მცი­რე­დი კო­რექ­ტი­რე­ბი იქ­ნე­ბა: ალ­ბათ, მო­მა­ვა­ლი ორი კვი­რა რე­გი­ო­ნე­ბი და შემ­დეგ უკვე უნდა ვე­ლო­დოთ დიდ აქ­ცი­ას თბი­ლის­ში,“-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გერ­მა­ნულ მო­დელ­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ზე იყო მო­სარ­გე­ბი და მრა­ვალ­მან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი მო­ი­ფიქ­რეს. ამ ნა­წილ­ზე მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვედ­რა­ზე არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­დათ და დიპ­ლო­მა­ტე­ბის თვალ­წინ აღი­ა­რეს, რომ უშუ­ა­ლოდ ეს ნა­წი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია.

„ამ მრა­ვალ­მან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბით ოქ­რი­აშ­ვი­ლე­ბის და მსგავ­სი მი­ნი­ფე­ო­და­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას გა­მოვ­რი­ცხავთ. ეს არის ჩვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შევ­თა­ვა­ზეთ ოპო­ზი­ცი­ას, ყვე­ლამ მხა­რი და­უ­ჭი­რა და ამით გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლის სრულ­ყო­ფა მოხ­და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რაც გა­მო­რი­ცხავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას. ამ ნა­წილ­ზე რო­მე­ლიც არის მრა­ვალ­მან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი, პირ­და­პირ თქვა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, რომ არ­გუ­მენ­ტიც კი არ აქვთ, რომ რა­მე­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ეს ით­ქვა ამ შეხ­ვედ­რა­ზე ელ­ჩე­ბის თან­დას­წრე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მთლი­ა­ნო­ბა­ში გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რას, გი­ორ­გი ვა­შა­ძე ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბად აფა­სებს, რად­გან, მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თვალ­წინ ტყუ­ილ­ში გა­მო­ი­ჭი­რეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
5

გაარჩიე ახლა შენ გიორგი ვაშაძის ტყუილ-მართალი.

გოგა
1

თავხეი დედაქალაქის ცენტრალური უბანი თავზე დაიმხეს და ვინ აკადრად ქუთაისში ნაცებს ცოცხები,და კიდე ბედავენ ჩასვლას ასეთი უტიფარი ხალხი არ არსებობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირა აქციები რეგიონებში გაიმართება - რას გეგმავს ოპოზიცია

სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირა აქციები რეგიონებში გაიმართება - რას გეგმავს ოპოზიცია

ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმებზე დღეს იმსჯელებენ. შეხვედრა 17:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მათ სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები შევა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქციები რეგიონებში აქტიურად გაიმართება, რის შემდეგაც, დიდი აქცია უკვე თბილისში ჩატარდება. დაახლოებით ამავე პერიოდში, მისივე თქმით, ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე „ოდირის“ დასკვანასაც ელოდება.

„წინააღმდეგობის მოძრაობას უფრო დიდ მასშტაბს შევძენთ. ეს ნიშნავს უკვე რეგიონებში მასიურად გაშლას და მზადებას დიდი აქციისთვის, რომელიც აუცილებლად თბილისში ჩატარდება. არ გვაქვს ჯერ დაგეგმილი კონკრეტული თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ გუშინ იძახა არაფერს ვეთანხმებიო, ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ოდირში იგზავნება ეს კანონპროექტი, რომელზეც ჩამოვა პასუხი, რასაც დაახლოებით სჭირდება 10 დღე და რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ჩვენი მოთხოვნა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ ექნება, რომ შეეწინააღმდეგოს ამას. ჩვენ გაწერილი გვქონდა სტრატეგია, გუშინდელი შეხვედრის შესაბამისად მცირედი კორექტირები იქნება: ალბათ, მომავალი ორი კვირა რეგიონები და შემდეგ უკვე უნდა ველოდოთ დიდ აქციას თბილისში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გერმანულ მოდელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანული მოდელი ქართულ რეალობაზე იყო მოსარგები და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მოიფიქრეს. ამ ნაწილზე მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვედრაზე არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ და დიპლომატების თვალწინ აღიარეს, რომ უშუალოდ ეს ნაწილი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

„ამ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით ოქრიაშვილების და მსგავსი მინიფეოდალების არსებობას გამოვრიცხავთ. ეს არის ჩვენი მოფიქრებული, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველამ მხარი დაუჭირა და ამით გერმანული მოდელის სრულყოფა მოხდა საბოლოო ჯამში, რაც გამორიცხავს „ქართული ოცნების“ მხრიდან მაჟორიტარული ოლქებით მანიპულაციას. ამ ნაწილზე რომელიც არის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, პირდაპირ თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რომ არგუმენტიც კი არ აქვთ, რომ რამეში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ითქვა ამ შეხვედრაზე ელჩების თანდასწრებით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთლიანობაში გუშინდელ შეხვედრას, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის გამარჯვებად აფასებს, რადგან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენელთა თვალწინ ტყუილში გამოიჭირეს.

ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა იმართება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა - რას აცხადებს თამარ ჟვანია?

"არსებითი საკითხია, როდის მოვა ივანიშვილი გონს, რომ გამოსავალი ვადამდელ არჩევნებში იპოვოს" - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრისას

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა