საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."
მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

მგო­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტი შე­ი­წყა­ლებს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცოტა რთუ­ლად არის ეს ამ­ბა­ვი - გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ლო­გი­კით იწყა­ლე­ბენ და რა ლო­გი­კით არ იწყა­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის სა­კითხს.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი ბრალ­დე­ბულ დე­კა­ნოზს შე­ი­წყა­ლებს.

"მგო­ნია, რომ შე­ი­წყა­ლებს, პრე­ზი­დენ­ტის მა­გივ­რად რა უნდა გი­თხრათ. სი­ნოდ­მა გა­და­წყვი­ტა, გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ჩი­ნე­ბა, წე­რილს ხომ არ მივ­წერთ არა?", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

კი­თხვა­ზე, რომ სი­ნოდს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მი­უ­მარ­თავს, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი აცხა­დებს, რომ სა­კითხს "მო­ი­კი­თხავს". მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის აზ­რით, მას არ ჰგო­ნია, რომ დე­კა­ნო­ზის არ შე­წყა­ლე­ბის მი­ზე­ზი ეს იყოს.

"არა მგო­ნია, რომ ეს იყოს მი­ზე­ზი. მე­ო­რეც, არ მგო­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტმა შე­წყა­ლე­ბა­ზე უარი თქვას, რა­ტომ არ უნდა შე­ი­წყა­ლოს? ეს არის ბი­უ­როკ­რა­ტია და მე ვერ გე­ტყვით, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად ვინ და სად უნდა და­წე­როს. სი­ნოდ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­ერ­თოდ ეს ასე ხდე­ბა. მე­ო­რედ მივ­მარ­თავთ უკვე პრე­ზი­დენტს ასე­თი თხოვ­მით. პირ­ვე­ლად სი­ტყვი­ე­რი მი­მარ­თვა იყო. ასეთ სა­კი­თხებ­ზე. სხვა­ნა­ი­რი ბი­უ­როკ­რა­ტია არ­სე­ბობს, მე რომ მივ­მარ­თავ, დავ­წერ და გა­ვუგ­ზავ­ნი, მაგ­რამ სი­ნო­დი მი­მარ­თავს, პატ­რი­არ­ქი მი­მარ­თავს და რა ვიცი, რად უნდა ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი ამას?" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ შე­წყა­ლე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სია, მით უმე­ტეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვე­ყა­ნა­ში.

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცოტა რთუ­ლად არის ეს ამ­ბა­ვი. გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა ლო­გი­კით იწყა­ლე­ბენ, რა ლო­გი­კით არ იწყა­ლე­ბენ. ჩვენ მე­ო­რედ მივ­მარ­თეთ პრე­ზი­დენტს შე­წყა­ლე­ბის­თვის, წი­ნა­ზე წინა პრე­ზი­დენტს მივ­მარ­თეთ და შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ არ ურ­ჩია", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ბრალ­დე­ბას, რომ შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი ბლო­კავს, ამას მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ინ­ტრი­გას უწო­დებს.

"ეს არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ინ­ტრი­გა, ასე ჰქვია ამას, რა­საც მე­უბ­ნე­ბით. ვინც არ უნდა გა­ნა­ცხა­დოს, სი­ნოდ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სი­ნოდ­მა მეტი რა უნდა გა­ა­კე­თოს?, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
1

თუ პრეზიდენტი მის მიერვე მიღებული ინსტრუქციით იხელმძღვანელებს მოუწევს გაარკვიოს და ხალხს აუხსნას მოხდილი აქვს თუ არა მამალაძეს სასჯელის ის ვადა რაც მისი შეწყალები პროცედურის დაწყებისთვი დადგინდა

ზაზა
3

სანამ არ გაირკვევა ციანიდი საიდან მოხვდა გაფრენისას არავითარი შეწყალება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს. ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი - გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ და რა ლოგიკით არ იწყალებენ, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს.

მეუფე ნიკოლოზის აზრით, პრეზიდენტი ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებს.

"მგონია, რომ შეიწყალებს, პრეზიდენტის მაგივრად რა უნდა გითხრათ. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა განჩინება, წერილს ხომ არ მივწერთ არა?", - განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, რომ სინოდს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შეწყალების თაობაზე ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუმართავს, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საკითხს "მოიკითხავს". მეუფე ნიკოლოზის აზრით, მას არ ჰგონია, რომ დეკანოზის არ შეწყალების მიზეზი ეს იყოს.

"არა მგონია, რომ ეს იყოს მიზეზი. მეორეც, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვას, რატომ არ უნდა შეიწყალოს? ეს არის ბიუროკრატია და მე ვერ გეტყვით, ბიუროკრატიულად ვინ და სად უნდა დაწეროს. სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და გამოაქვეყნა. საერთოდ ეს ასე ხდება. მეორედ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვმით. პირველად სიტყვიერი მიმართვა იყო. ასეთ საკითხებზე. სხვანაირი ბიუროკრატია არსებობს, მე რომ მივმართავ, დავწერ და გავუგზავნი, მაგრამ სინოდი მიმართავს, პატრიარქი მიმართავს და რა ვიცი, რად უნდა ამდენი ამბავი ამას?" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეწყალება რთული პროცესია, მით უმეტეს საქართველოში ქვეყანაში.

"ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ, რა ლოგიკით არ იწყალებენ. ჩვენ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის, წინაზე წინა პრეზიდენტს მივმართეთ და შეწყალების კომისიამ არ ურჩია", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების ბრალდებას, რომ შეწყალების თაობაზე განცხადებას შორენა თეთრუაშვილი ბლოკავს, ამას მეუფე ნიკოლოზი ინტრიგას უწოდებს.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ინტრიგა, ასე ჰქვია ამას, რასაც მეუბნებით. ვინც არ უნდა განაცხადოს, სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო. სინოდმა მეტი რა უნდა გააკეთოს?, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა